Magdalena Posted January 20, 2020 Share Posted January 20, 2020 სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics, ინტერნეტ-რესურს LetsGoDigital-ის ინფორმაციით აპირებს გამოუშვას ორიგინალური სმარტფონი, რომელსაც დრეკადი დისპლეი ექნება. ახალი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა საპატენტო დოკუმენტაციაში მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (World Intellectual Property Organization, WIPO). საუბარია სმარტფონზე, რომელსაც მოქნილი ეკრანი-გარეკანი ექნება. ასეთი პანელი წარმოდგენილი იქნება ფრონტალურ ნაწილზე, მოიხრება კორპუსის მარჯვენა მხრიდან და მთლიანად დაფარავს უკანა მხარეს. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლები შეძლებენ დრეკადი დისპლეის მთლიანად გაშლას - ამგვარად მოწყობილობა მცირე ზომის პლანშეტად გარდაიქმნება. ეკრანის ქვემოთ მოცემულია საკმაოდ განიერი ჩარჩო: აქ განთავსდება ორი ფრონტალური კამერა ფლეშ-განათებით. იგი უკანა კამერის ფუნქციას შეასრულებს იმ დროს, როდესაც დისპლეის უკანა ნაწილი დაკეცილ მდგომარეობაში ვიდეომაძიებლის სახით იქნება წარმოდგენილი. ილუსტრაციების თანახმად სმარტფონს ექნება სიმეტრიული USB Type-C პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი ყურსასმენისთვის. თითის ანაბეჭდის სკანერი, როგორ ჩანს, ეკრანზე იქნება ინტეგრირებული. გარდა ამისა, მოწყობილობას არ აქვს მართვის ფიზიკური ღილაკები კორპუსის გვერდით ნაწილებში. ჯერჯერობით ამგვარი დიზაინის სმარტფონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და იგეგმება თუ არა მისი კომერციული ვერსიის გამოსვლა - უცნობია. https://3dnews.ru/1001754 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.