Jump to content

LG დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონის გამოშვებას აპირებს


Recommended Posts

სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics, ინტერნეტ-რესურს LetsGoDigital-ის ინფორმაციით აპირებს გამოუშვას ორიგინალური სმარტფონი, რომელსაც დრეკადი დისპლეი ექნება. 

ახალი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა საპატენტო დოკუმენტაციაში მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ვებ-გვერზე (World Intellectual Property Organization, WIPO). 

image.jpeg 

საუბარია სმარტფონზე, რომელსაც მოქნილი ეკრანი-გარეკანი ექნება. ასეთი პანელი წარმოდგენილი იქნება ფრონტალურ ნაწილზე, მოიხრება კორპუსის მარჯვენა მხრიდან და მთლიანად დაფარავს უკანა მხარეს. 

image.jpeg 

საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლები შეძლებენ დრეკადი დისპლეის მთლიანად გაშლას - აგვარად მოწყობილობა მცირე ზომის პლანშეტად გარდაიქმნება. 

ეკრანის ქვემოთ მოცემულია საკმაოდ განიერი ჩარჩო: აქ განთავსდება ორი ფრონტალური კამერა ფლეშ-განათებით. იგი უკანა კამერის ფუნქციას შეასრულებს იმ დროს, როდესაც დისპლეის უკანა ნაწილი დაკეცილ მდგომარეობაში ვიდეომაძიებლის სახით იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

ილუსტრაციების თანახმად სმარტფონს ექნება სიმეტრიული USB Type-C პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი ყურსასმენისთვის. თითის ანაბეჭდის სკანერი, როგორ ჩანს, ეკრანზე იქნება ინტეგრირებული. გარდა ამისა, მოწყობილობას არ აქვს მართვის ფიზიკური ღლაკები კორპუსი გვერდით ნაწილებში. 

image.jpeg 

ჯერჯერობით ამგვარი დიზაინის სმარტფონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და იგეგმება თუ არა მისი კომერციული ვერსიის გამოსვლა - უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.