Jump to content

AOC Q27G2U და CQ27G2U: გეიმინგ-QHD-მონიტორები 1 მწ. რეაქციის დროით


Recommended Posts

კომპანია AOC-მა დააანონსა გეიმინგ სისტემებისთვის განკუთვნილი მონიტორები Q27G2U და CQ27G2U: ახალ მოწყობილობებს VA მატრიცები აქვთ და ორივე მათგანი 27-დუიმიანია. 

image.jpeg 

დასახელებული მონიტორებიდან პირველს ტრადიციული ბრტყელი ფორმა აქვს, მეორე  კი რკალისებრია. მოწყობილობებს იდენტური - 2560 × 1440 პიქსელი გაფართოება აქვთ, რაც QHD ფორმატს შეესაბამება. 

მონიტორებს აქვთ AMD FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა (იგი ხელს უწყობს თამაშის  პროცესს, რომ იყოს უფრო სინქრონული და დინამიური). მატრიცის რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი. 

image.jpeg 

 

მოწყობილობებს 120%-იანი sRGB და 90%-იანი Adobe RGB ფერთა გამა აქვთ. ხედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. 

ახალი მონიტორების სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2 , კონტრასტულობა - 3000:1, დინამიური კონტრასტი კი - 80000000:1. ენერგომოხმარება დაახლოებით 30 ვატია. 

image.jpeg 

მონიტორებზე ხელმისაწვდომია ორი HDMI ინტერფეისი და ერთი DisplayPort 1.2. გათვალისწინებულია ოთხპორტიანი USB 3.0 ჰაბი. აღჭურვილობაში შედის 2-ვატიანი სტერეოფონური დინამიკები.  

სადგამი უზრუნველყოფს რეგლირების სრულ სპექტრს, მათ შორის შესაძლებელია დისპლეის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში. მონიტორების ფასი 360-380 აშშ დოლარს შეადგენს. 

Link to comment
Share on other sites

1ms GTG VA მატრიცებზე დუდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რახან 10მს თუ ექნა საშვალო რესპონსი ეგ უკვე კარგათ ითვლება, მაგ კომპონენტში იპს ტიპის ეგეთივე მოდელებს VA ჩამოუვარდება და ეგ ამბავი ყველა მეორე გეიმერმა იცის უკვე, იპს ჩვენებაც უკეთესია და ინვერს გოსტინგიც ნაკლებათ ეტყობა უფრო 80ფპს-ზე ქვევით, ვინც იღებს ეგ ამბავი გაითვალისწინოს, ხედვის კუთხითაც იპს ჯობია, ზატო ფასში 200-250$ სხვაობა ერთიდაიგივე პარამეტრები როცა აქვს, განსაკუთრებით ეგ 2K 144 გერციანებს ეხება Gsync, მაშინ მართლა არის ეგეთი დიდი  განსხვავება, რამდენიმე ფერის დამუშავებაშიც იპს ბევრათ უკეთესია, სამსუნგის კვანტუმ დოტი ბოლომდე მაგას ვერ ასწორებს, მაგრამ სამსუნგი თუ 1600 ლარამდე ჯდება ჩვენთან 27 ინჩიანი, ეგეთივე იპს Gsync არც იშოვება და როცა აქვთ ხოლმე 2100-2500 ლარის ფარგლებში ადევს, მემგონი საკმარისზე დიდი სხვაობაა უკვე ბევრისთვის და მაინც VA აიღებს უმრავლესობა ჩვენთან, ნუ დაბალი ფასის გარდა აქვს მაინც გარკვეული უპირატესობები VA მატრიცაზე, ნუ პირველ რიგში HDR რეჟიმში შეიძლება ანანალოგიური ან დაჟე უკეთესი ჩვენებაც კი ქონდეს იპს-ზე მთლიან ჯამში სიკაშკაშე-ფერების ახვატით-ლოკალ დიმინგ-კვანტუმ დოტის საპორტით რომ შევადაროთ მსგავსი ტიპის მოდელები, VA მატრიცაზე საშვალოთ 2500:1 აქვს ხოლმე უფრო მაღალი თუ არა უმრავლესობა მოდელებზე სტატიკური კონტრასტი იპს-ზე კი მაქსიმუმ 1000:1, რაც მოქმედებს პირველ რიგში შავი ფერის დამუშავებაზეც და HDR-ზეც, Va მატრიციან მოდელებზე გლოუვინგი შავ ფონზე ფაქტიურათ არ გააჩნია, როცა იპს-ზე შეიძლება სერიოზული გლოუვინგი ქონდეს ბევრ მოდელზე, ინპუტ ლაგშიც არ ჩამოუვარდება იპს VA მატრიცა, სბორკის ხარისხშიც ხან ერთი იმარჯვებს ხან მეორე ფასიდან გამომდინარე უკვე, ანუ VA მატრიცა მაინც ყველა ვარიანტში ჯობია თითქმის ყველაფრით ტნ მატრიციან ანალოგიურ მოდელს (მარტო GTG რესპონსით აგებს მეტი ვერაფრით ეგეთთან) და ფერების დამუშავებაც ასე თუ ისე კარგი აქვს მაგრამ იპს ჩამოუვარდება მაინც, აი HDR ვისაც აინტერესებს გეიმინგში და არა მარტო თუ აღებაა ეცადეთ 600 ნიტსიანი მოდელი აიღოთ, მაგას უფრო კარგი ჩვენება უნდა ქონდეს ყველგან და კარგათ ითვლება როცა DCI-P3 90% მაინც აქვს რეალური, სამსუნგზე აქვს ეგეთი ახვატი და სიკაშკაშე ნამდვილათ, სხვებზე შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ ფასი ხშირათ იგივე ადევს ხოლმე 165 გერციანებს განსაკუთრებით,ხო ისე ეგ მოდელები 120%-იანი sRGB და 90%-იანი Adobe RGB როგორც წესი ვერ ამუშავებენ, განსაკუთრებით SRGB 120 სადაც წერია 100% ვერ აღწევს ხშირ შემთხვევაში, ეგ თეიორიული მაჩვენებელი უფროა, ადობ-ზეც 90 სადაც უწერია შეიძლება რეალურათ 80-85% ძლივს ქონდეს, ანუ 120 არ შეესაბამებაო რეალობას სრგბ-ზე, მაგრამ ფერები მაინც უკეთესი ექნება ფსევდო 10 ბიტიანს ვიდრე ფსევდო 8 ბიტიან იპს 95% SRGB ახვატით სდრ რეჟიმში, ანუ არის საკმარისზე მეტი ნუანსები როცა არჩევ რომელი მატრიცის აღება ჯობია უფრო გეიმინგისთვის და არა მარტო, ზოგს ბევრ რაღაცისთვის ჭირდება ხოლმე მაინც მონიტორი, მაგრამ მთლიან ჯამში ბევრი შეიძლება VA ფსევდო 10 ბიტიანი მატრიცის ჩვენებით იმედგაცრუვებული დარჩეს კაკ მინიმუმ სდრ რეჟიმში, მაგრამ HDR შეიძლება საკმაოთ კარგი ჩვენება ქონდეს უკვე, როცა იღებთ ეგ გაითვალისწინეთ, ცუდი ჩვენება არა აქვს ნამდვილათ მაგრამ ისეთი დახვეწილი და კარგი არა როგორც ანალოგიური დონის იპს მატრიცაზე მილიარდი ფერის დამუშავებით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.