Magdalena Posted January 14, 2020 Share Posted January 14, 2020 კომპანია EVGA-მ წარადგინა ახალი ვიდეო ბარათები GeForce RTX 2060 KO და RTX 2060 KO Ultra. ახალი KO სერიის წარმომადგენლების მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი მეტად დაბალი ფასია - არც ერთი ახალი ბარათის ფასი 300 აშშ დოლარს არ აღემატება. ამასთან, მწარმოებელი კომპანია გვარწმუნებს, რომ ვიდეო ბარათებს აჩქარების საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვთ. ამ პოტენციალს უზრუნველყოფს გაგრილების სისტემა, რომელიც ორსლოტიანია და მოიცავს ალუმინის რადიატორს, სითბურ მილებსა და ორ ვენტილატორს. კომპანია EVGA-ს განცხადებით GeForce RTX 2060 KO (Ultra)-ს გაგრილების სისტემა ეტალონური GeForce RTX 2060-ის სისტემაზე უკეთესია. GeForce RTX 2060 KO-ს გრაფიკული პროცესორი მუშაობს ეტალონურ სიხშირეებზე, რომლებიც 1365/1680 მეგაჰერცის ტოლია. უფროსი მოდელი GeForce RTX 2060 KO Ultra-ს Boost-სიხშირე 1755 მჰც-ია. GDDR6 სტანდარტის 6-გიგაბაიტიანი ვიდეომეხსიერების ეტალონური ეფექტური სიხშირე 12 გჰც-ია. ყველა ახალ ვიდეო ბარათს აქვს 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი და თითო DVI, HDMI და Display Port. უმცროსი მოდელი GeForce RTX 2060 KO EVGA-ს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთით 279 აშშ დოლარად, აჩქარებული GeForce RTX 2060 KO Ultra კი 299.99 აშშ დოლარი ღირს. ასეთი ფასებით ახალი ვიდეო ბარათები პირდაპირ კონკურენციას გაუწევენ ახალ Radeon RX 5600 XT-ს, თანაც მათი წარმადობის მაჩვენებელი უფრო მაღალია. დიდი ალბათობით ახლო მომავალში სხვა კომპანიებიც გამოუშვებენ GeForce RTX 2060-ს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ მოდელებს. https://3dnews.ru/1001243 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.