Magdalena Posted January 11, 2020 Share Posted January 11, 2020 Bitcoin-ბირჟა Binance-მა დაამატა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ვალუტის მხარდაჭერა. ესენი გახლავთ ჩეხური კრონა, ბულგარული ლევი და რუმინული ლეი. ამიერიდან ამ ქვეყნების რეზიდენტები შეძლებენ შეიძინონ კრიპტოვალუტები Visa ბარათების მეშვეობით. შესაძენად ხელმისაწვდომია BTC, BNB, ETH და XRP. ამ ვალუტებზე Mastercard-ის ბარათების მხარდაჭერა უახლოეს მომავალში დაემატება. გარკვეული პერიოდის წინ პლატფორმამ ასევე დაამატა პოლონური ზლოტისა და შვედური კრონის მხარდაჭერა. 8 იანვარს ბირჟა Satang Corporation-თან თანამშრომლობის შედეგად Binance-მა დაამატა ტაივანური ბატი. ამავე დღეს პლატფორმაზე გამოჩნდა ავსტრალიური დოლარიც. ამჟამად Binance-ზე ჯამში მხარდაჭერილია 24 ფიატური ვალუტა. შეგახსენებთ, რომ ბირჟის ხელმძღვანელმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ გეგმაშია 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა. https://forklog.com/binance-otkryla-fiatnye-shlyuzy-dlya-eshhe-neskolkih-stran-vostochnoj-evropy/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.