Jump to content

ASUS-მა წარადგინა კომპაქტური გეიმინგ ლეპტოპი


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა წარადგინა კომპაქტური გეიმინგ ლეპტოპი ROG Zephyrus G15 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 3-მილიწამიანი რეაქციის დროით. მოწყობილობას მეტად თხელი კორპუსი აქვს, რომლის სიქე დახურულ მდგომარეობაში მხოლოდ 2 სანტიმეტრია. ლეპტოპი იწონის ორ კილოგრამზე ოდნავ მეტს. IPS-მატრიცის დიაგონალი შეადგენს 15 დუიმს, თხელი ჩარჩოების წყალობით თავად ლეპტოპი შეესაბამება საშუალოსტატისტიკურ 14-დუიმიან მოდელს. Adaptive Sync ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მივიღოთ დინამიური გამოსახულება კადრის დამახინჯების გარეშე. 

image.jpeg

Zephyrus G15 აგებულია AMD-ის პლატფორმაზე და მასში გამოყენებულია რვაბირთვიანი პროცესორი Ryzen 7 4800HS Zen 2 არქიტექტურით, აგრეთვე მოცემულია ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060 (მაქსიმალურ კონფიგურაციაში) ტაქტის სიხშირით დაახლოებით 1300 მეგაჰერცი აჩქარების რეჟიმში. ხელმისაწვდომია DDR4 სტანდარტის 32 გიგაბაიტამდე მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც მოქმედია ორარხიან რეჟიმში 3200 მჰც სიხშირეზე. მონაცემთა სანახი სივრცის სახით მოცემულია 512გბ / 1-ტ SSD NVMe. 

კომპაქტური გაბარიტების მქონე კორპუსში არსებული კომპონენტების ხარისხიანი გაგრილებისთვის გამოყენებულია გაგრილების ეფექტური სისტემა, რომელიც მოიცავს სითბურ მილებს, განსაკუთრებული „n-Blade“ კონსტრუქციის ვენტილატორებსა და რადიატორიდან მტვრის ავტომატურად მოშორების სისტემას. ქულერის მუშაობის ინტენსიურობა შესაძლებელია დარეგულირდეს როგორც ავტომატურად - სისტემის ფაქტობრივი დატვირთვის შესაბამისად, ასევე მექანიკურად თავად მომხმარებლის მიერ მუშაობის პროცესში სპეციალური ღილაკის გამოყენებით. 

image.jpeg 

კლავიატურა მორგებულია გეიმერების მოთხოვნებსა და გამოყენების ერგონომიკაზე. ღილაკები დაჯგუფებულია ზუსტად ისევე, როგორც ჩვეულებრივი დესკტოპ კომპიუტერების შემხვევაში. მხარდაჭერილია რამდენიმე ღილაკზე ერთდროულად დაჭერა, თითოეული მათგანიდან გამომავალი სიგნალი კი დამოუკიდებლად მუშავდება. სპეციალური ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა დაჭერისას მაქსიმალურად სწრაფად დარეგისტრირდეს სიგნალი. 

ლეპტოპს აქვს ხარისხიანი აუდიო სისტემა, აგრეთვე Wi-Fi 6 მოდული, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის 2,4 გბიტ/წმ-მდე სიჩქარით. კორპუსზე მოცემულია თანამედროვე სტანდარტების კონექტორები, მათ შორის - სამი USB 3.2 Gen1 Type-A, USB Type-C, რომლიაც იმუხტება მოწყობილობა და გამოდის აუდიოსიგნალი, აგრეთვე HDMI 2.0b - ვიდეოსიგნალისთვის 4K გაფართოებაზე 60 ჰც კადრის განახლების სიხშირით. 

ASUS ROG Zephyrus G15-ის ტექნიკური მახასიათებლები: 

  • პროცესორი: AMD Ryzen 7 4800HS; 

  • ოპერაციული სისტემა: Windows 10; 

  • დისპლეი: პირველი მოდელი: 15.6-დუიმიანი IPS-პანელი Full HD (1920 x 1080 პიქსელი), მქრქალი (Mate) ზედაპირი; კადრის განახლების სიხშირე: 240 ჰერცი; რეაქციის დრო: 3 მწ; Adaptive Sync მხარდაჭერა; 100% sRGB; Pantone Validated სერტიფიკაცია; მეორე მოდიფიკაცია: 15.6-დუიმიანი IPS პანელი Full HD; მქრქალი ზედაპირი, 144 ჰც კადრის განახლების სიხშირე; Adaptive Sync ტექნოლოგია; 

  • გრაფიკა: Nvidia GeForce RTX2060 6 გბ GDDR6; / Nvidia Feforce GTX 1660 Ti  6 გბ  GDDR6; 

  • ოპერატიული მეხსიერება: 32 გბ DDR4, 3200 მჰც; 

  • SSD: 512 გბ/ 1 ტბ M.2 NVMe PCIe; 

  • უსადენო კავშირები: Intel® Wi-Fi 6 with Gig+ performance (802.11ax) / Bluetooth 5.0. 

  • ინტერფეისები: 1 x USB 3.2 Gen 2 Type-C with DisplayPort™ 1.4 და Power Delivery / 1 x HDMI 2.0b / 1 x 3.5 მმ აუდიო კონექტორი / 1 x Kensington lock / 1 x RJ-45; 

  • კლავიატურა: მემბრანული, თეთრი განათებით, რამდენიმე ღილაკზე ერთდროული დაჭერის მხარდაჭერა, Overstroke ტექნოლოგია; 

  • აუდიო სისტემა: 2 დინამიკი ინტელექტუალური ტექნოლოგიით; 

  • კვების ბლოკი: 180 ვტ; 

  • ზომა: 36.0 x 25.2 x 1.99 სმ; 

  • წონა: 2.1 კგ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.