Jump to content

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მონიტორს 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით - ASUS ROG Swift 360


Recommended Posts

ბევრი თვლის, რომ 240 ჰერცი ბევრია, თვალი კი ვერ აღიქვამს განსხვავებას 144 და 60-ჰერციან დისპლეებს შორის, თუმცა ამგვარი აზრი როგორც ჩანს თანამედროვე ტენდენციისგან ჩამორჩენილია. კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი მონიტორი ROG Swift 360, რომლის მავარი ღირსშესანიშნაობა 360 ჰც კადრის განახლების სიხშირეა. 

image.png 

მონიტორი შეიქმნა NVIDIA-სთან პარტნიორობის შედეგად და ორიენტირებულია პროფესიონალი გეიმერული სეგმენტისთვის, რომლის წარმომადგნელებიც მონიტორის წყალობით მიიებენ შესაძლებლობას - უფრო მეტი სიზუსტით ებრძოლონ და აჯობონ მოწინააღმდეგეს. კომპანიის განცხადების თანახმად პირვლადმა ტესტირებებმა აჩვენა, რომ უპირატესობა, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები იძლევა, დაახლოებით 4%-ს შეადგენს. შესაძლოა ეს მაჩვენებელი რიგითი გეიმერებისთვის დიდად შესამჩნევი არ არის, თუმცა კიბერსპორტის სამყაროში ამგვარი განსხვავება შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს და პროფესიონალ გეიმერებს გამარჯვება მოუპოვოს. 

image.png 

ROG Swift 360-ს საკმაოდ მცირე ზომის, სულ რაღაც 24.5-დუიმიანი დისპლეი აქვს გაფართოება კი 1080р. დისპლეის აქვს G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერა და ექსპერტების აზრით პრეზენტაციის დროსაც კი შეიმჩნეოა განსხვავებები ორ მონიტორს შორის, რომელთაგან ერთ-ერთის კადრის განახლების სიხშირე 240, მეორისა კი 360 ჰერცი იყო. ახალი მონიტორის ფასი არ გახმაურებულა, თუმცა სავარაუდოდ ღირებულება მეტად მაღალი იქნება. დამატებით წარმოდგენილ იქნა 27-დუიმიანი მონიტორი, რომელსაც 280 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე აქვს და დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. მისი ფასი უფრო კონკურენტუნარიანია - 450 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.