Jump to content

Aster ნუ იყიდით ორ კომპს უბრალოდ დააყეენთ Aster

Recommended Posts

გამარჯობათ მეგობრებო მომინდა ჩემი ძველი პროფესიის გახსენება და მინდა წარმოგიდგინოთ პროგრამა რომელსაც წავაწყდი კომპრესის 2007 წლის აგვისტოს გამოცემაში სახელად "ასტერი", მაგრამ დარწმუნებული ვარ დღესაც ბევრმა არ იცის ამ პროგრამის არსებობაზე, თან მის ბოლო ვერსიას აქვს მხარდაჭერა Windows 7 64bit-ისაც კი. მისი მოვალეობაა ერთი სისტემური ბლოკის გამოყენებით დააკმაყოფილოს ორი და 10 მომხმარებელიც კი. მოდით კონკრეტულად აგიხსნით თუ რა შეუძლია მას.

ჰარდიდან თქვენ დაგჭირდებათ ნორმალური მოცანემების ერთი სისტემური ბლოკი. რაც შეეხება მონიტორს, კლავიატურას, მაუსს, დინამიკებს რაც შეეხება ეგ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი მომხმარებელს მოუწევს ერთდროულად კომპიუტერით სარგებლობა. კიდევ გამომრჩა მეთქვა, რომ მოგიწევთ დამატებითი ხმის პლატების დაყენება, თუ გინდათ რომ ყველა მომხმარებელმა შეძლოს იმის მოსმენა რაც უნდა.

არის პროგრამის უფასო საცდელი ვარიანტი და ფასიანი ვარიანტი. უფასო ვარიანტს აქვს 3 მონიტორის მხარდაჭერა, ფაისანს კი 10-ის.

რატო უნდა გამოვიყენოთ ეს პროგრამა?

იმიტომ რომ ეს არის ეკონომიის გაკეტების საუკეთესო საშუალება იმათთვის ვისაც სჭირდება 2 ან მეტი კომპიუტერი.

2 კომპიუტერი

რაოდენობა ფასი

სისტემური ბლოკი 2 2X1000 ლარი

მონიტორი 2 2X250ლარი

კლავიატურა & მაუსი 2 2X50ლარი

დინამიკები 2 2X30ლარი

ხმის პლატა 0 0ლარი

ჯამი 2660 ლარი

პროგრამა ასტერი

რაოდენობა ფასი

სისტემური ბლოკი 1 1000 ლარი

მონიტორი 2 2X250ლარი

კლავიატურა & მაუსი 2 2X50ლარი

დინამიკები 2 2X30ლარი

ხმის პლატა 1 50ლარი

ჯამი 1710 ლარი

სხვაობა 950ლარი

+ ამას ეკონომია ელექტროენერგიის მოხმარებისას, ამას თან ერთვის ისიც რომ ერთი სისტემური ბლოკი ნაკლებ ხმას გამოსცემს ვიდრე ორი და ასევე არის ეკოლოგიური,ადგილს ნაკლებს მოითხოვს, არ საჭიროებს ლოკალურ ქსელს, უფრო მარტივია ერთი კომპიუტერის მოვლა ვიდრე რამდენიმესი დროის ეკონომიის და ნერვების ნაკლებად აშლის საშუალება. არის კიდევ ბევრი პლიუსი რომელიც მოხმარებისას გამოჩნდება.

სისტემური ბლოკისადმი შემდეგი მოთხოვნებია:

რაც შეილება ბევრი USB პორტი დამატებითი კლავიატურა და მაუსების მისაერთებლად, PCI სლოტები ხმის პლატებისთვის და ვიდეოკარტა რამდენიმე DVI,VGA ან HDMI პორტით მონიტორების მისაერთებლად.

პროგრამა ადვილად ინსტალირდება და მოსახმარადაც არაა რთული. უბრალოდ პირველი ჩართვისას როგორც სტატიაში ეწერა ავტორს შეიძლება აირიოს მონიტორები, მაგრამ ეგ მარტივი დასაწყობია პარამეტრებში.

პროგრამის უფასო ვერსიას აქვს ფუნქცია hotkey-ს მეშვეობით კლავიატურის და მაუსის მონიტორებს შორის გადართვისათვის თუ მარტო ერთი კლავიატურა და მაუსი გაქვთ.

ასევე შესაძლებელია მონიტორის ნაცვლად ტელევიზორის გამოყენება თუ ვიდეოკარტას აქვს TV-out პორტი.

თუ გაქვთ Intel® პროცესორი HyperThreading™-ის მხარდაჭერით, ჩათვალეთ რომ თქვენ შეძლებთ კომპიუტერის შესაძლებლობების გამოყენებას 200%-ით, ასევე მწარმოებელი კომპანია უზრუნველყოფს ტექდახმარებას როგორც უფასო ასევე ფასიანი ვერსიებისთვის, ნუ ეს ჩვენთვის უაზროა, მეეჭვება რუსეთიდან ჩამოვიდნენ საქართველოში ამისთვის.

პროგრამის ოფიციალური საიტი IBIK.RU

გადმოსაწერი ლინკები:

Microsoft® Windows® 2000/XP-სთვის

უფასო საცდელი ვერსია 2 მომხმარებლიანი კომპიუტერისთვის

უფასო საცდელი ვერსია 3 მომხმარებლიანი კომპიუტერისთვის

მანუალი 2 მომხმარებლიანი კომპიუტერისთვის

მანუალი 3 მომხმარებლიანი კომპიუტერისთვის

Windows 7-სთვის

АСТЕР V7 x32 გადმოწერა

АСТЕР V7 x64 გადმოწერა

64ბიტიანი Windows 7-სთვის საჭიროა ხელით აიტვირთოს ლიცენზიის ფაილი წინააღდეგ შემთხვევაში პროგრამა არ იმუშავებს, 32 ბიტიანს ეს არ ეხება.

ლიცენზიის ატვირთვისთვის გამოიყენება უტილიტა რომელიც შედის პაკეტში და როემლცი ირთვება TESTSIGNING ON-ზე დაჭერით ფოლდერში Program FilesASTER-V7(აუცილებლად ხელით უნდა გაუშვათ პროგრამის ჩასართავად და არ გამორთოთ სერტიფიკატის ინსტალაცია და ტესტური რეჟიმი სანამ პროგრამა ჩართულია.

ეს პროგრამა პრაქტიკულია არა მარტო სახლისთვის არამედ ოფისებში და E-კაფეებში და ბევრ სხვა სიტუაციაში.

იმედაი ვინემს მაინც გამოადგება ეს თემა.

მინ. სისტემური მოთხოვნილებები:

Windows XP;

პროცესორი 1,4 გჰც;

512 MB იოპერატიული მეხსიერება;

ვიდეოკარტა GeForce FX5200, FX5950, 6200, 7950 MX440/Radeon 9500, 9800, X300, X1950 (All-in-Wonder მოდელების გარდა);

ეკრანის გარჩევადობა 1024х768;

და ა.შ.

Edited by kloud
  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

2-3 მომხმარებლის შეერთება კიდევ ხო (თან ახლო-ახლოს თუ არიან), მაგრამ მეტის ძალიან მოუხერხებელი იქნება კაბელების გამო :)

თან კიდევ წარმადობის პრობლემა... ნუ საოფისედ კიდევ არაუშავს

უფრო გავრცელებულია ე.წ "თხელი კლიენტები", რომლებიც კომპიუტერზე იაფია, ერთ სერვერზე კი რამდენსაც გინდა იმას მიაერთებ ლოკალური ქსელით და არც მანძილია პრობლემა...

Link to comment
Share on other sites

და რითი გამოირჩევა შენ მიერ ნახსენები ვარიანტები? არ მქონია მათთან შეხება და ორი სიტყვით ამიხსენი რა.

მარტო საოფისედ არა, ჩემ ვარიანტს გეტყვით. მყავს და და ძმა, რომლებიც სულ კომპთან დასმას მთოხვენ, მე კი კომპთან დიდი ხანი მიწევს ყოფნა და აჯანყება რომ არ მომიწყონ და გადამაყენონ, მიწევს კომპრომისზე წასვლა რის გამოც ჩემი საქმის გაკეთებას უფრო მეტ დროს ვანდომებ.

ჩემ სისტემას ხომ ხედავთ ამასთან მაქ 21.5" fullHD მონიტორი ვაპირებ ამისთვის ვიყიდო მინიმუმ HD5770 და 2GB RAM და მერე ვუყიდი რამე იაფიან მონიტორს, კლავიატურას, მაუსს, დინამიკებს და ხმის პლატას რ ოგასკდეს 300 ლარი ალბათ დამჭირდება და მოვისვენებ. არა მგონია რომ ჩემმა სისტემამ + HD5770-მა და დამატებითმა 2GB ოპერატიულმა ვერ გაქაჩოს FIFA 11 (1920X1080) და DOTA(1280X1024) ერთდროულად. ყოველ შემთხვევაში მე ფიფას 2-3 დღეში ერთხელ 1-2 საათით ვთამაშობ და სხვა დროს ინეტში ვარ.

რავი ჩემ შემთხვევაში მგონი ეს პროგრამა საუკეთესო ვარიანტია და შეილება სხვებსაც გამოადგეთ

Link to comment
Share on other sites

გეიხარე :)

არასოდეს ვცდი ამას მარა მადლობა დიდი :)

ეს მისწრებაა მათთვის ვისაც აბეზარი და-ძმა ყავს :gigi: როგორც მე

Link to comment
Share on other sites

ეს მისწრებაა მათთვის ვისაც აბეზარი და-ძმა ყავს :gigi: როგორც მე

ძმა მყაავს მაგრამ თავისი აქვს :gigi: პს ეს კაბელზეა მარტო ? ქსელით კავშირი არ არსებობს ?

Link to comment
Share on other sites

ეს მისწრებაა მათთვის ვისაც აბეზარი და-ძმა ყავს :gigi: როგორც მე

პრინციპს ვერ მივხვდი :შ

1 პც და ცალ-ცალკე მონიტორზე სხვადასვა გამოსახულებაა? მაგ მე ვთამაშობ და ის შეძლება რამეს აკეთებდეს?

Link to comment
Share on other sites

:yes:

ხო ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ინფორმაცია ჩანს ორივე მონიტორზე.

Link to comment
Share on other sites

სწორად გავიგე? მაგალითად E კაფეში დგას ერთი კომპიუტერი თავისი მონიტორითურთ და ყველა აქსესუარით, მინდა დავაყენო მაგალითად კიდე 1 სისტემა, ვყიდულობ 1 მონიტორს, ხმის დაფას, კლავიატურას etc შემდეგ პირველი ბლოკიდან გადამყავავს კაბელებით მეორე მონიტორზე და ის ირთვება ჩვეულებრივად იმავე მონაცემებით რაც პირველი და არანაირი გასხვავება წარმადობაში? :spy:

არა როგორ არა განსხვავება იქნება ორივე როცა მუშაობს მაშიინ ძლიერი კონფიგი გინდა რომ არ გაჭედოს :)

Link to comment
Share on other sites

არა როგორ არა განსხვავება იქნება ორივე როცა მუშაობს მაშიინ ძლიერი კონფიგი გინდა რომ არ გაჭედოს :)

მაშინ :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

სწორად გავიგე? მაგალითად E კაფეში დგას ერთი კომპიუტერი თავისი მონიტორითურთ და ყველა აქსესუარით, მინდა დავაყენო მაგალითად კიდე 1 სისტემა, ვყიდულობ 1 მონიტორს, ხმის დაფას, კლავიატურას etc შემდეგ პირველი ბლოკიდან გადამყავავს კაბელებით მეორე მონიტორზე და ის ირთვება ჩვეულებრივად იმავე მონაცემებით რაც პირველი და არანაირი გასხვავება წარმადობაში? :spy:

სისტემურ ბლოკს გააჩნია თუ კარგი სისტემური ბლოკი გაქ წარმადობაში პრობლემები არ გექნება, თანამედროვე სისტემური ბლოკების მთლიან პოტენციალს, როგორც ცნობილია, ბევრი პროგრამა ვერ იყენებს, ასე რომ მეორე მონიტორის მიერთებისას ხდება სწორედ ამ დარჩენილი რესურსის გამოყენება და Hyper Threading-ის მქონე პროცესორების გამოყენება როგორც ოფ. საიტზე წერია ყვეალზე კარგია.

ეგ კი, მაგრამ შენ როგორც თქვი თამაშებისთვის პრობლემა იქნება... (მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში)

კი, სისტემურ რესურსებს კი ამოწურავს ბოლომდე :)

+ განლაგება შეზღუდულია (USB სტანდარტულ ვარიანტში 1 მეტრზე მეტი არ გამოდგება, მონიტორისთვის კია გრძელი გადამყვანები, მაგრამ წარმოიდგინე ერთი სისტემური ბლოკიდან გამოსული კაბელების გროვა

თხელ კლიენტებში კი ერთადერთი ქსელის კაბელი გჭირდება, დანარჩენი-ლოკალურად

აი "თხელ კლიენტებზე" ინფო:

http://en.wikipedia.org/wiki/Thin_client

Link to comment
Share on other sites

უფასოა?? თუ საცდელს დრო გადის

მე როგორც ვხვდები საცდელი არის უფას ოდა მუდმივია უბრალდო შეზღუდულია 3 მონიტორით, ვერსად ვერ ვნახე ინფო სადაც იქნებოდა ნახენები რომ რაღაც დროით არის შეზღუდული გამოყენება.

Link to comment
Share on other sites

ეგ კი, მაგრამ შენ როგორც თქვი თამაშებისთვის პრობლემა იქნება... (მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში)

კი, სისტემურ რესურსებს კი ამოწურავს ბოლომდე :)

+ განლაგება შეზღუდულია (USB სტანდარტულ ვარიანტში 1 მეტრზე მეტი არ გამოდგება, მონიტორისთვის კია გრძელი გადამყვანები, მაგრამ წარმოიდგინე ერთი სისტემური ბლოკიდან გამოსული კაბელების გროვა

თხელ კლიენტებში კი ერთადერთი ქსელის კაბელი გჭირდება, დანარჩენი-ლოკალურად

აი "თხელ კლიენტებზე" ინფო:

http://en.wikipedia.org/wiki/Thin_client

კაბელებს რაც შეეხება კი კლავიატურა და მაუსი შეგიძლია უკაბელო იყიდო 10 მეტრზე რო იჭერს და 4-5 მეტრზე ეგეთები უპრობლემოდ იმუშავებენ, საბოლოოდ 2-3 კომპზე მართლა მოსახერხებელია და მეტზე მეც არ მიანგარიშია, იმიტომ რომ არამგონია დღეს ვინმეს სახლში 5-6 კომპი ქონდეს და ოფისებზე ნაღდად არ მიფიქრია ამ ნიუსს რომ ვწერდი. თამაშებს რაც შეეხება ნაწილობრივ მართალი ხარ, თუ Hi-End ვიდეოკარტა არ გიდგას ორივე კომპზე ერთად თამაშს აზრი არ აქ. ნუ ნაკლებიც ბევრი აქ და პლიუსებიც და ვისაც გამოადგება გადაიწერს რაც მთავარია უფასოდაც ვრცელდება.

ერთი რამ მაინტერესებს, მაგალითად ასე რომ გავაკეთო და 2 სამუშაო მაგიდა რომ შევქმნა ხო შევძლებ ინტერნეტის გარეშე

ვითამაშო მეგობართან როგორც სონიზე გონკებში ეკრანი შუაზე რო იყოფოდა იმის ნაცვლად ორი ეკრანი რომ გამოვიყენო, თუ თამაშზეა დამოკიდებული?

Link to comment
Share on other sites

ვინმემ ცადეთ??

1 კომპზე 2,3 ეკრანი მინდა. 1 კლავიატურა მაუსით

მაგას ვიდეოკარტის დრაივერებით გააკეთებ, ერთი OS იქნება, ნახე ATI Eyefinity მაგალითდ

Link to comment
Share on other sites

მაგას ვიდეოკარტის დრაივერებით გააკეთებ, ერთი OS იქნება, ნახე ATI Eyefinity მაგალითდ

ეკრანებს შორის გადართვა 1 კნოპკით როგორ უნდა იცი??

2ს ვაერთებ, 2ივეზე არის გამოსახულება მაგრამ ერთიდან მეორეზე ვერ გადავდივარ

Link to comment
Share on other sites

ეკრანებს შორის გადართვა 1 კნოპკით როგორ უნდა იცი??

2ს ვაერთებ, 2ივეზე არის გამოსახულება მაგრამ ერთიდან მეორეზე ვერ გადავდივარ

დრაივერიდან ხდება ეგეც

P.S: გავცდით თემას

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

კითხვა მაქვს ესეთი თუ ვინმეს ეს პროგრამა გაურჩევია. მხოლოდ ერთ პროცესორზე 9 მონიტორი მიდნა ავამუშავო ისე რომ 9-ვე მონიტორზე სხვადასხვა ვიდეო გავუშვა ერთდროულად. მოხერხდება ?

სამწუხაროდ ოფიციალურ საიტზე წერია რომ მხოლოდ 6 მონიტორს აკავშირებს

Link to comment
Share on other sites

პრაქტიკაში არამგონია ვინმეს აქ ეს ქოდნეს გამოყენებული მაგრამ მე როცა ვწერდი ამ სტატის 10 მონიტორს ამუშავებდა ფასაინი ვერსია და მერე თუ შეამცირეს არ ვიცი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.