Jump to content

Honda წლის ბოლომდე გამოუშვებს ავტომობილს ავტოპილოტირების მესამე დონით


Recommended Posts

Honda Motor გახდება პირველი იაპონური მანქანათმშენებელი კომპანია, რომლის ავტომობილების ასორტიმენტში გამოჩნდება სატრანსპორტო საშუალება ავტომატიზაციის მესამე დონით, რომელიც შეესაბამება SAE (Society of Automotive Engineers) სტანდარტს. 

image.jpeg 

ინტერნეტ-წყაროების თანახმად Honda თავის რობომობილს მიმდინარე წლის ზაფხულში, მიახლოებით ივლისში დააანონსებს. კონკრეტულად რომელი მოდელი იქნება წარმოდგენილი, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. 

მესამე დონის ავტოპილოტი მძღოლს საშუალებას აძლევს მოსწყდეს ავტომობილის მართვის პროცესს და საკუთარი სხვა საქმეებით დაკავდეს, მაგალითად კითხვით ან ტელევიზორის ყურებით. თუმცა Honda-ს ავტოპილოტი შეძლებს მართვის ფუნქციები თავის თავზე აიღოს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, კერძოდ, დაბალ სიჩქარეზე მოძრაობისას ან გადატვირთულ მაგისტრალზე მგზავრობისას. 

image.jpeg 

SAE-ს კლასიფიკაცია აგრეთვე ითვალისწინებს მეოთხე და მეხუთე დონის ავტომატიზაციასაც. პირველი მათგანის შემხვევაში მართვის პროცესში ადამიანის ჩარევა საერთოდ არ არის საჭირო, თუმცა მექანიკური მართვის რეჟიმით გადაადგილების ფუნქცია კვლავ შენარჩუნებულია. მეხუთე დონის ავტოპილოტის მქონე მანქანებს კი საერთოდ არ გააჩნია საჭე და სატერფულები. 

ასევე დავამატებთ, რომ მესამე დონის ავტომატიზაციის მქონე ავტომობილებს უკვე აწარმოებს Audi AG. მსგავსი მანქანები აგრეთვე არსებობს სხვა კომპანიების ასორტიმენტშიც. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.