Jump to content

Binance-ის ხელმძღვანელმა დააანონსა მსხვილი გარიგებები და 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა 2020 წლისთვის


Recommended Posts

image.jpeg

პოპულარული კრიპტობირჟა Binance-ის აღმარულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ემზადება რამდენიმე მსხვილი, სტრატეგიული შენაძენის გაკეთებისთვის. 

„ჩვენ მუდამ განვიხილავთ სხვადასხვა სტრატეგიულ მონაპოვარს. ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას მოახდენს. ამის შესახებ თავის დროზე შეგატყობინებთ“ - ხაზი გაუსვა Changpeng Zhao-. 

მან დაამატა, რომ გასულ წელს Binance-მა „არანაკლებ ცხრა შენაძენი გააკეთა“, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ გაასაჯაროვა. მათ შორისაა ანალიტიკური ბლოკჩეინ-სტარტაპი DappReview, ინდური კრიპტობირჟა WazirX და ნაკლებად ცნობილი დერივაციული პლატფორმა JEX. 

Zhao-ს თქმით 2020 წლისთვის Binance გეგმავს დაამატოს 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად დღესდღეობით ბირჟაზე წარმოდგენილია ოცი ეროვნული ფულადი ერთეული. 

გარდა ამისა, Binance მუშაობს თანამშრომლების ტოკენებით სტიმულირების ახალ ინიციატივაზე (ETOP). იგი წარმოადგენს ტრადიციული ESOP-ის ციფრულ ალტერნატივას, რომლის შემთხვევაშიც თანამშრომლები საკუთარი საწარმოების აქციონერები არიან. 

ამ ყველაფრის პარალელურად Zhao-მ გამოხატა რწმენა, რომ 2030 წლისთვის ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები ყოვლისმომცველი მოვლენები გახდება და ისინი ჩართულნი იქნებიან Uber-ის უპილოტო ვერსიის მოხმარების საფასურის გადახდაში, დედამიწის მეორე ბოლოში ნივთების შეძენისა და მათი დრონებით ჩამოტანის პროცესში, ბიოტექნიკური სისტემების კვლევების დაფინანსებაში და ა.შ.“ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია ფართოდ იქნება გამოყენებული იდენტიფიკაციის სფეროში, არჩევნებში, სოციალურ ქსელებსა და სხვა სფეროებში. 

სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ Binance-მა დაამატა ევროსთან სხვადასხვა სავაჭრო წყვილი:  BTC/EUR, ETH/EUR, BNB/EUR, XRP/EUR, EUR/BUSD და EUR/USDT. 

image.png  

აგრეთვე შესაძლებელი გახდა LOOM ტოკენის სტეიკინგის რეალიზება: 

image.png 

ფიუჩერსულ პლატფორმას კი დამატა იზოლირებული მარჟის რეჟიმი: 

image.png 

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ Binance-ზე შესაძლებელი გახდა კრიპტოვალუტების შეძენა Visa ბარათებით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.