Jump to content

რას ელიან Intel-ისგან ყველაზე მეტად გეიმერები და რიგითი მომხმარებლები 2020 წელს


Recommended Posts

2020 წლისთვის Intel-ს დიდი გეგმები აქვს. AMD აგრძელებს მის ყველა ფლანგზე შევიწროებას და ამ კუთხით კომპანიამ რამე უნდა მოიმოქმედოს. პირველ რიგში მწვავე კონკურენცია დაიწყება მეათე თაობის Intel Core დესკტოპ პროცესორებით. ახალ პროცესორებში მთავარი ძალა იქნება გაზრდილი ტაქტის სიხშირეები, მთავარი „დესერტი“ კი გახდება Core i9-10900K, რომელიც სტანდარტული რვა ბირთვის ნაცვლად გეიმერებს შესთავაზებს უკომპრომისო ათ ბირთვს მაღალი ტაქტის სიხშირით. 

image.png 

Intel-ის მორიგი სიურპრიზი იქნება დისკრეტული ვიდეო ბარათი, რომელიც ჯერჯერობით დაპროექტების სტადიაზეა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის პირველი ბარათი კონკურენციას არ გაუწეს მთავარ მოთამაშეებს და შემოიფარგლება ბიუჯეტური სეგმენტით, სადაც დიდი ალბათობით მიმზიდველი ფასით იქნება წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოგვევლინება ისეთ პროდუქტად, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტებისა და ბლოგერების ყურადღებას მიიპყრობს. 

image.png 

აგრეთვე მოსალოდნელია ახალი, ათნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული Tiger Lake პროცესორების გამოსვლა. დიდი ალბათობით საწყის ეტაპზე Intel წარადგენს მათ მობილურ ვერსიებს, შემდეგ კი გადავა დესკტოპ პროცესორებზე, რომელა გამოსვლა 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. 

Intel-ის მთავარი ამოცანაა არ მისცეს AMD-ს საშუალება - დაიკავოს ბაზრის იმაზე უფრო დიდი წილი, ვიდრე ამჟამად 2020 წლის დასაწყისში აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიების გაყიდვები გათანაბრდება და Intel-ის შემოსავლები სწრაფად მოიკლებს. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგ იმაზეა დამოკიდებული როგორი გამოუვა მეოთხე თაობის რიზენი აემდეს. 

ისე მაგ ტაქტური სიხშირის გაზრდით შეჯიბრის  ისტორია ერთხელ კი ვნახეთ პრესკოტში და როგორ დამთავრდა კი გვახსოვს. 2 გეგაჰერციანი აემდეს პროცები 3 გეგაჰერციან ინთელის ფეჩებს კუბოში რომ დებდნენ.

Link to comment
Share on other sites

ნუ ვითომ ეგ 20 თრიდიანი ლამის 30% მძლავრი იქნებაო 9900K-ზე, მე მაგაში რაღაც ეჭვი მეპარება მაგრამ 15-20% პრიროსტი შეიძლება ქონდეს მინიმუმ, ეგ რეფრეშს რაც შეეხება, რეალური ძალა ისევ 4400GHZ 12 თრიდიანზე გამოჩნდება 10600 თუ არის სერიოზული წინსვლა 8700 შეფარდებაში რახან სიხშირეში რამე დიდი სხვაობა მანდ არ იქნება, რაც შეეხება 11 სერიას, ეგ უკვე რეფრეში აღარ იქნებაო, შეიძლება ბოლო 14 ნანომეტრიანი სერიაც აღმოჩნდეს, მანდ უკვე დდრ5 ექნებაო 5600 კიტებით და 80გჰ/სეკ გამტარობით რაც რამის კონტროლერს კიდე გააძლიერებს თუ რამე დამატებითი მოდიფიკაციებიც ჩადო ინტელმა და ფაქტიურათ ბოლო ბუსტი უნდა იყოს 14 ტეხპროცესზე, მერეც თუ ვერ გამოუშვეს 7-10 ნანომეტრიანი სერია (უკვე იძახიან რომ შეიძლება 1 წლის დაშორებით გამოვიდენო უკვე 2022-2023 წლებში) მერე მართლა დაეწყება ინტელს სერიოზული პრობლემები, თორე მობილურ და სერვერულ სეგმენტში უკვე დაანონსდა 10 ნანომეტრიანი სერია და მგონი მობილურში დაიწყეს კიდეც გამოშვება 8 თრიდიანი 4 ბირთვიანების საშვალო სიმძლავრის ნოუტებში (10 სერიაა 14 და 10 ნანომეტრზეც მობილურ სექტორში) , ნუ როგორც გეიმერს მე მაინტერესებს რისი თავი ექნება ინტელის ვიდეოკარტებს და თუნდაც მაგ 10600 პროციკას 12 თრიდზე და 4.4GHZ რომელიც ვითომ 250$ ძვირი არ უნდა ღირდესო უკვე, თუ აჯობა ცოტათი იგივე 9700 რატომაც არა, რატომღაც მგონია რომ მაგის დონის იქნება უბრალოთ 100$ კიდე მოაკლებენ, ეგ გეიმინგს რაც შეეხება, მაზერების ფასსაც ექნება მაინც გარკვეული გავლენა Z490-ზე, მაგ ყველაფერს რა ინფოებსაც ვხედავ ბოლო პერიოდში ინტელთან დაკავშირებით მაქედან გამომდინარე ვიძახი, ჩემით არაფერი შემითხზია, გარკვეული ინფოები უკვე დაიდო და ვნახოთ რა და როგორ იქნება მართლა

Link to comment
Share on other sites

მართლა ახლაც აქვს პრობლემები ინთელს და ამას ფანების გარდა ყველა ხედავს.

აი კარტას რომ უშვებს კაია იმიტომ რომ მესამე მწარმოებელი გაჩნდება. მაგრამ პირველი რომ არ მჯერა მაგისი კარტების ნორმალურობის და მეორეც კიდე შინაგანი ტრადიციული სიღორიდან გამომდინარე ფასებს მაგ კარტებსაც მაღალს დაადებს.

აი გეიმერებს კი ინთელის კარტები მართლა არ დააინტერესებს და რატომ უნდა დააინტერესოს? სანამ ეგ ვიდეო კარტები დაიხვეწება და დრაივერები თამაშები გადაეწყობა 10 წელი გავა.

Link to comment
Share on other sites

ძალიან რთულია მართლა ეგრე უცბათ ზაკაზზე სერიოზული ვიდეოკარტების გამოშვება (პროცესორების არ იყოს) და თან წარმატებულიც რომ გამოდგენ, ვნახოთ მოკლეთ რა და როგორ იქნება, წელს ნაკლებათ მაგრამ შემდეგი წლისთვის რამე საინტერესო თუ არ გამოუშვა ინტელმა 10 ნანოზე ცუდათ ექნება საქმე უკვე 4000 სერიის რიზენების გამოსვლის შემდეგ

Link to comment
Share on other sites

51 minutes ago, George said:

ძალიან რთულია მართლა ეგრე უცბათ ზაკაზზე სერიოზული ვიდეოკარტების გამოშვება (პროცესორების არ იყოს) და თან წარმატებულიც რომ გამოდგენ, ვნახოთ მოკლეთ რა და როგორ იქნება, წელს ნაკლებათ მაგრამ შემდეგი წლისთვის რამე საინტერესო თუ არ გამოუშვა ინტელმა 10 ნანოზე ცუდათ ექნება საქმე უკვე 4000 სერიის რიზენების გამოსვლის შემდეგ

სავარაუდოდ გამოუშვებს თორემ დიდი სისწრაფით კარგავს დესკტოპ ბაზარს. ახლა სასერვეროები გამოუშვა კიდე აემდემ ისეთები და ისეთ ფასში რომ რავი რა რითი გინდა გაეჯიბროს.

დარჩა ნოუთბუქები. მანდაც თუ დაეწია აემდე ვაფშე გადებული აქ და ეგაა.

ისე კიდე ერთი მომენტიცაა. სახელი და ბრენდი. ძალიან მალე იცის სახელმა დაკარგვა თანამედროვე მსოფლიოში. არავინ დაგიწყებს ერთგულებას. სადაც კაია იქ წავა. 

აი უკვე რამდენი ხანია ატყუებს ინთელი თავის ერთგულ გულშემატკივრებს. ხან ახლა უშვებს ამას და ხან იმას. რეალურად კი არაფერი. ჰოდა წყინდება ხალხს.

აი ვიდეო კარტებზე მართლა ვგულშემატკივრობ ინთელს. ამ ბაზარზე ნვიდიაა მოსათოკი

Link to comment
Share on other sites

მეც ეგრე ვფიქრობ თორე ბოლო 5-6 წელიწადში სად წავიდა აბა 100 მილიარდიანი დაფინანსება, ლამის მაგდენია ჩადებული მე რომ ვნახე ჩარტები, ისე ინტელი სულელი არაა რახან 10 ნანოა ძალით არ გადავა მაგაზე თუ შეხედა რომ არ ღირს ჯერ გადასვლა, მაგათმა უფრო იციან როდის და სად გადავიდნენ, მაგრამ თუ გაეწელებათ ეგ ამბავი საკმაოთ გაუჭირდებათ უკვე 1-2 წლის შემდეგ, წინა წელიწადს კი ინტელმა ზუსტათ იმდენი გააკეთა რაც 2018 წლის ბოლოს, მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა და არც არაფერი გაჭირვებიათ დიდათ, ისე ეგ დეფიციტი რომაა სულ ინტელის პროდუქციაზე, კაკრაზ რომ მაღალ გაყიდვებზე მიგვითითებს მსოფლიო მაშტაბით (ეხლა ამაზონზე იყიდიან თუ სხვა სექტორებში ინტელს დიდი აბიომებით ეგ ისე ძალიან არც ადარდებთ, კი აქვს გარკვეული პრიორიტებები და უბრალო მოხმარებელს ყველაზე ბოლოს იხსენებენ დეფიციტის დროს მაგრამ მაინც მთავარია რა ჯამური შემოსავალი გერგება წლის ბოლოს), აი ვიდეოკარტებს რაც შეეხება ძალიან რთული იქნება ნვიდიას შეჩერება ახალი 7 ნანოიანი სერია რომ უნდა გამოუშვან, მოკლეთ ვნახოთ რა და როგორ იქნება, ამდ უნდა გამოცოცხლდეს მანდ თუ აქვთ უფრო მეტის თავი და ეს არაა მაგათი ლიმიტი ვიდეოკარტებშიც, უფრო იაფმა ფასებმა არ გაჭრა ამ შემთხვევაში, RTX რეჟიმის გამო და იმისი რომ ამდ კარტებზე ზოგან აქვს ნორმალური წარმადობა ზოგან არც ისე კარგი ფპს-ი აქვს თავის კონკურენტებს თუ შევადარებთ, იგივე 5700XT 2070 super ამარცხებს გაყიდვებში 100$ უფრო მაღალი ფასით, 5700 კი 2060 სუპერი უკვე, 2080 სუპერი და 2080Ti კი დღემდე უკონკურენტოა, დაჟე 2080 უბრალო ვერსიასაც ამდ ვერაფერს უშვება თავისი 5700XT, მარტო ფასით თუ იზიდავს გეიმერებს, წარმადობით ჩამორჩება მაგ კარტას, ანუ რა გამოდის გეიმერები თავიდან რომ დასცინოდენ RTX ვის რაში ჭირდებაო, არც ისეთი დასაცინი ყოფილა ეგ ხოდი და სანამ 7 ნანო გამოვა გაამართლა კიდეც მაგ 2000 სერიამ, ისეთი წარმატებული ვერაა როგორიც 1000 მაგრამ მაინც

Link to comment
Share on other sites

მიდლი და ლოუ სეგმენტში ასე თუ ისე უწევს ნვიდიას კონკურენციას მაგრამ ჰაიენდში კაი ხანია ვეღარ. რავი ახალ კარტას აკეთებენ და ნვიდიას მკვლელი იქნებაო და ვნახოთ. აემდემაც ბევრჯერ დაანონსა ნვიდიას მკვლელები მაგრამ ტყუილი გამოდგა. ისე კიდე კაი რაღაცას მაინც აკეთებენ თორენ ნვიდია 1660 ალბათ 1000 დოლარს დაადებდა. მთელი ცხოვრებაა აემდეს მეორად კარტებზე ვზივარ იმიტომ რომ იგივე წარმადობის ნვიდია გაცილებით ძვირია

Link to comment
Share on other sites

ხო მე მარტო ინტელი და ნვიდიას პროდუქცია მაქვს ბოლო 15 წლის მანძილზე, ატის  მაშინ დავადე კრესტი მაგარი რომ გაუჭირდათ 7000 ნვიდიას სერიის დასტოინი მობილური კარტის გამოშვება, მერე კი უკვე დესკტოპზე დაეწყოთ ძალზე სერიოზული პრობლემები არა მარტო ვიდეოკარტებში (ნუ ჯერ ეგ ატი იყო რა თქმა უნდა) არამედ პროცესორებშიც, ნუ ამდ-ატის შეერთების შემდეგ თავიდან საკმაოთ უჭირდათ, ზოგადათ ამდ ისტორიული 20 წელი რომ აიღო საკმაოთ უჭირდა ინტელის შევიწროვება ლონგ რანში, ატის მაგ მხრივ მეტი გამოსდიოდა თავიდან მახსოვს ნვიდიასთან ბრძოლაში, მერე ძალიან გაუჭირდათ მაგათთაც, ალბათ ეგ იყო მთავარი მიზეზი ამდ რომ შეურთდენ თავის დროზე, ნუ ძალიან ბევრი პრომახები დაუშვა ამდ თავის დროზე, უფრო მაგის გამო დაეწყო სერიოზული პრობლემები, მანამდე მშვენივრთ უბერავდენ მაინც ატლონების დროს, მერე რაღაცეები ვერ გათვალეს და ძალიან დიდხანს არ შეცვალეს ფაბრიკაცია, ანუ GlobalFoundries-ან არ გადაბარგდენ TSMC რამაც ბევრი რამე გამოსწორა ამ ეტაპზე, მაგ ყველაფერში ბევრი დრო დაიკარგა, დაფინანსების პრობლემაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მასეთი მძიმე პრავალის, ნუ მე მაინინგ რიგიც მთლიანათ ინტელ-ნვიდიაზე მაქვს აწყობილი 1080-1080Ti, ნოუტებიც მანამდე სულ ინტელ-ნვიდიაზე მქონდა ძირითადათ, ატი ერია მაგრამ ეგ უკვე ლამის 18 წლის უკან, ნუ 2K სათამაშოთ ნორმალური ფპს-ით 1080Ti საკმაოთ კარგი კარტაა, 2070 სუპერს ბევრით არ ჩამორჩება, თან ნვიდიამ კარგი ხოდი გააკეთა ფრისინკის საპორტი რომ დაამატა 1000-2000 სერიის კარტებზე, მაგითი კიდე უფრო ბევრი გეიმერი მოიზიდა 144 გერციან ფრისინკიან მონიტორებზე, რომლებიც მაინც Gsync უფრო იაფი ჯდება ბევრი უფრო ეგეთებს ყიდულობდა მაინც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.