Jump to content

დასახელდა 2020 წლის ყველაზე პერსპექტიული ტექნოლოგია გეიმერებისთვის


Recommended Posts

მსოფლიოში გეიმერების რაოდენობა ყოველწიულად იზრდება, პარალელურად მატულობს გაყიდული გეიმინგ კონსოლების, აქსესუარებისა და თამაშების მოცულობა. მაკომპლექტებლების მწარმოებელი კომპანიები მუდმივად ცდილობენ ტექნოლოგიების სრულყოფას და გეიმერებს დამატებით შესაძებლობებს ანიჭებენ შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციისთვის. ექსპერტების აზრით 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგია RayTracing იქნება. 

image.png 

მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლები მალე გამოვა, გეიმერებს სურთ იცოდნენ რა ელოდებათ და ამიტომ მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს პერიოდულად უზიარებენ საინტერესო დეტალებს. 

დღესდღეობით RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე ვიდეო ბარათებს მხოლოდ NVIDIA უშვებს. ამავე დროს, მწვანე კომპანიის ბარათების ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ შიდა მოხსენებებისა და ხელმძღვანელი პირების ინტერვიუების მიხედვით. მაგალითად, მცირე ხნის წინ NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გაყიდული ვიდეო ბარათების ორი მესამედი RayTracing-ისთვის მზადაა. გაურკვეველია, ეს ფაქტი მეტყველებს ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ბარათების დაუჯერებელ პოპულარობაზე თუ კომპანიის გეგმებში შედის უმეტესობა ვიდეო ბარათისთვის პროგრამული RayTracing-ის შექმნა.  

მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობები AMD-ის ერთ-ერთი ვიდეო ბარათის ანონსის შესახებ, რომელსაც კომპანიაში ხუმრობთ NVIDIA Killer-ს უწოდებენ. ამ ბარათსაც ექნება ხსენებუი ტექნოლოგიის მხარდაჭერა და იგი წლის პირველ ნახევარში დაანონსდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გეიმერების ძირითადი ნაწილის გადასვლა RayTracing-ზე მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა ეს პროცესი დაიწყება არა RTX 2000 თაობიდან, არამედ მომავალი კონსოლებით, რომლებსაც თავიანთი მახასიაებლებით გეიმინგ ბაზარზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. 
https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32745/nazvana-samaya-perspektivnaya-tehnologiya-dlya-gejmerov-v-2020-godu 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.