Jump to content

ვიდეო ბარათ Radeon RX 5600 XT-ის სრულმა ტექნიკურმა მახასიათებლებმა wccftech-ის ექსპერტები სასიამოვნოდ გააოცა


Recommended Posts

წითლების გუნდის ფანატები იმედით ელოდნენ ახალი Radeon RX 5600 XT-ის გამოსვლას. ამ ვიდეო ბარათის პირველადი ტესტირების შედგები საკმაოდ ოპტიმისტურია. ვიდეო ბარათი დემონსტრირებს GeForce GTX 1070 Ti-ს პარიტეტს და მნიშვნელოვნად აღემატება GTX 1060 Ti-ს. ამ დრომდე ცნობილი არ იყო ჩიპის ზუსტი მახასიათებლები, თუმცა გაჟონილი ინფორმაციის შედეგად უკვე ცნობილი გახდა სრული ნფორმაცია ჯერ კიდევ დაუანონსებელი პროდუქტის შესახებ. 

image.png 

ცნობები გავრცელდა ერთ-ერთი საიტიდან, სადაც გამოჩნდა ბარათი ASRock Radeon RX 5600 XT. როგორც ჩანს, ჩვენს წინაშეა სრულფასოვანი Navi 10 ჩიპი, რომელსაც იმდენივე (2304) ნაკადური პროცესორი აქვს, რამდენიც Radeon RX 5700 მოდელს. მეხსიერების მხრივ კი ახალ ბარათს არ გაუმართლა. როგორც უკვე ვიცით, RX 5600 XT-ს 192-ბიტიანი GDDR6 სტანდარტის მეხსიერება ექნება. სიჩქარე კი უფროს მოდელზე ნაკლებია: 12 გბიტ/წმ ნაცვლად 14 გბიტი/წმ-სა (288 - 448 გბიტ/წმ-ის ნაცვლად).  

გასაკვირია, რომ უფრო ბიუჯეტურ Radeon RX 5500 XT ბარათსაც ფლაგმანური მეხსიერება აქვს, რამაც განსაზღვრა ახალი ბარათის ტაქტის სიხშირე: ეკონომიურ რეჟიმში 1235 მჰც, 1460 მჰც გეიმინგ რეჟიმში და მაქსიმალური - 1620 მჰც Boost-რეჟიმში, რაც 100 მეგაჰერცით ნაკლებია უფროს RX 5700 ვერსიასთან შედარებით. 

image.png 

image.png 

კვებისთვის ვიდეო ბარათს სჭირდება 8-პინიანი კვების კონექტორი, რაც ნიშნავს, რომ ზღვარი 150 ვატია. ჯერჯერობით უცნობია რა ფასს დაადებს ამ ვიდეო ბარათს AMD, რადგანაც სწორედ ფასი განსაზღვრავს მის სამომავლო ბედს. ვიდეო ბარათის ანონსი სავარაუდოდ შედგება იანვარში CES 2020 გამოფენაზე. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.