Jump to content

მომავალი თაობის Huawei Mate X-ს 65-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა ექნება


Recommended Posts

მიმდინარე წელს სმარტფონების ინდუსტრიაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ზოგიერთ ქვეყანაში დაიწყო მეხუთე თაობის ქსელის კომერციული გამოყენება, რამაც განაპირობა ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე სმარტფონების გამოსვლა. გარდა ამისა, სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიებმა წარადგინეს პირველი დრეკადი დისპლეის მქონე მოწყობილობები, რაც მობილური ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს.  

image.jpeg 

ერთ-ერთი ახალი სმარტფონი, რომელსაც აქვს დრეკადი დისპლეი და 5G ქსელის მხარდაჭერა, გახლდათ Huawei Mate X. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მისმა „შთამომავალმა“ უკვე გაიარა აუცილებელი სერიტიფიკაცი სავარაუდოდ, მოწყობილობა კოდური დასახელებით - TAH-AN00m იქნება Huawei-ს მომდევნო, დრეკადი დისპლეის მქონე მოწყობილობა. სამწუხაროდ, ხსენებული 3C სერტიფიკაციის შედეგად სმარტფონის მახასიათებლების შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერისა. 

სერტიფიკაცია გვიჩვენებს, რომ სმარტფონს ექნება 65-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა წინა თაობის მოდელთან შედარებით, რომელსაც 55-ვატიანი დატენვის მხარდაჭერა აქვს. აგრეთვე უკვე ცნობილია, რომ Huawei-ს მომდევნო, P40 სერიის ფლაგმანებიც 65-ვატიანი დატენვის მქონე იქნება. 

მომდევნო თაობის სმარტფონი Mate X მიახლოებით 2020 წლის მესამე კვარტალში უნდა გამოვიდეს. ამ თარიღამდე კი, Huawei-ს დაგეგმილი აქვს წარადგინოს თავისი პირველი დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონის შედარებით ხელმისაწვდომი ვარიანტი. ეს მოხდება მომდევნო წლის პირველ კვარტალში, მისი დემონსტრაცია დაგეგმილია ყოველწლიურ გამოფენა MWC 2020-ზე, რომელიც თებერვალში ჩატარდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.