Jump to content

კონსოლების მწარმოებელი კომპანიების გავლენით ვიდეო ბარათებზე ფასები აიწევს


Recommended Posts

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიდეო ბარათების უმეტესობა აღჭურვილი იყო GDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერებით. 2019 წელს გამოჩნდა უფრო სწრაფი GDDR6 მეხსიერება ბიუჯეტურ სეგმენტშიც კი. საწარმოო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით რესურსი dramexchange გვაცნობებს, რომ 2020 წელს ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილ მეხსიერებაზე ფასი აიწევს. მოკლედ რომ ვთქვათ: მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. როგორ უნდა მომხდარიყო ასე, თუკი მცირე ხნის წინ კომპანიები საუბრობდნენ გადავსებულ საწყობებზე და წარმოების მოცულობასაც კი ამცირებდნენ? ამ კიხვას მარტივი ახსნა აქვს. 

image.png 

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს: მასიურ ვიდეო ბარათებს შორის პრაქტიკულად არ დარჩა ისეთი მოდელები, რომლებშიც მეხსიერების მოძველებული სტანდარტი გამოიყენება. ამასთან, 2020 წელს მათი რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება. მეხსიერების მწარმოებელი მთავარი კომპანიები წარმოების მასშტაბებს ზრდიან, ჯამური ზრდა სულ მცირე 15%-ს შეადგენს, თუმცა ვერც ამით დაკმაყოფილდება ბაზრის მოთხოვნა. ნუთუ NVIDIA და AMD ყიდულობენ მთელ მეხსიერებას? ექსპერტების აზრით ბაზარზე უფრო დიდ ზეწოლას კონსოლები მოახდენენ.  

უკვე ცნობილია, რომ Microsoft Xbox Series X და Playstation 5 დაკომპლექტებული იქნება GDDR6 სტანდარტის მინიმუმ 16 გბ მეხსიერებით, რაც ნებისმიერ ვიდეო ბარათზე მეტია. მოკრძალებული შეფასებებით საახალწლო სადღესასწაულო სეზონზე საერთო ჯამში გაყიდული კონსოლების რაოდენობამ შესაძლოა 20 მლნ ერთეული და მეტიც კი შეადგინოს. მათი კომპონენტების შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია. 

image.png 

უცნობია, რამდენით მოიმატებს ფასი ვიდეო ბარათებზე. ერთი რამ ცხადია, რომ გაძირებით ნამდვილად გაძვირდება, თუმცა ვითარეას დადებით მხარე ის აქვს, რომ ფასი ისეთ დონეზე არ აიწევს, როგორ მაინინგის ბუმის დროს ხდებოდა. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ჯერ ისე არ ღირდა იაფი rtx სერია, თუ გაძვირდა მერე ხო საერთოდ

Link to comment
Share on other sites

არაა დადასტურებული არც ერთი და არც მეორე ინფო, ოფიციალური მონაცემები დღემდე უცნობია, ვარაუდობენ მაგას რომ ეგეთი ძლიერი იქნებაო, ანუ თეორიულათ ვითომ 5800Xt დონის კარტა ედგმებაო რომელიც ჯერ არ გამოსულა, მაგრამ თვითონ კარტა 600$ უნდა ღირდეს როცა გამოვა და 2080 სუპერზე არანაკლები დონის იქნება, ამიტომ ეგ ყველაფერი ჯერ არ დადასტურებულა, როცა დადასტურდება მერე შეიძლება მაგის მტკიცება, ფასიც მგონი არაა ჯერ ცნობილი ზუსტი, დენდის გრაფიკა რა თქმა უნდა აღარ ექნება, მაგრამ 4k 60FPS ეგ ზღაპარია, მაგდენი gtx2080tI ძლივს შეუძლია და 1000$ ჯდება, იქნება ისევ 30ფპს კასტრატი მემგონი, ან 60ფპს კასტრირებული გრაფიკით, როგორც ეხლა 4k 30FPS პროზე, ეგეთს ჩააკვეხებენ უკვე 4k 60FPS ალბათ და ეგ იქნება, თუ მართლა უმრავლესობა თამასში 60ფპს დაიჭირა, 1080p 60FPS კარგი ვიზუალი უნდა ქონდეს უკვე, თუ ექნება მაგის რეჟიმიც, გრაფიკის შეცვლა და რეჟიმები მინიმუმამდეა მაინც კონსოლებზე დაყვანილი, როგორც პს-ზეა შენ გემოზე ვერ დააყენებ გრაფიკას იმ ფპს-ზე და სეტინგებზე როგორიც შენ გაწყობს, ხარდიდან გამომდინარე 144-165 გერციანი ფრისინკიც შეზღუდული ფუნქციონალით მუშაობს, ის არაა რაც კარგ პს სისტემაზე პს იგრებში, ეგეც გაუმჯობესდება ახალ კონსოლებზე მაგრამ ეგ უფრო ეხლანდელ კონსოლებთან შეფარდებაში ეგ რომ რეალურათ ეგრე იყოს კონსოლი 1200$ მაინც უნდა ღირდეს ტოპ მოდელი, 500-600$ კონსოლზე 600$ კარტას არავინ ჩაგიდგამს და მაგიტომ 2020-იც კი, ნუ დაანონსდება და დეტალებიც გახდება ცნობილი, თუმცა ისიც არაა გამორიცხული სანამ ეგ გამოვა ნვიდიას 3000 სერიაც გამოვიდეს და ისევ 50% იქნება სხვაობა ხარდში, ანუ მაქამდე კიდე ბევრი დროა და ხარდიც ფასიდან გამომდინარე ედგმება მაგ კონსოლზე, მე ვფიქრობ რომ დაჟე RTX2080 max-q სუსტი იქნება მაგის ვიდეოკარტა, რაც ნოუტბუკებზე აყენია, ეგ კიდე მაქს 2060 დონისაა https://gpu.userbenchmark.com/Compare/Nvidia-RTX-2080-Mobile-Max-Q-vs-Nvidia-RTX-2060/m704710vs4034 ps4 pro ასატანი გრაფიკა აქვს მრინციპში 1080P რეჟიმში, 60ფპს ბევრგან უბერავს და ითამაშება, მაგრამ 4K 30fps საშინელებაა HDR-ით, მაგაზე კარგ ვიდზე და ფპს-ში დაჟე 2060 სუპერით გათამაშებს, ან 30ფპს და უკეთესი გრაფიკით თუნდაც, მე დაჟე მგონია რომ 60ფპს რომ აიყვანო გრაფიკა მაინც უკეთესი იქნება პს-ზე ვიდრე მაგას აქვს 30ფპს 4K ეხლა, მაგ მხრივ ალბათ ახალი ბოქსი უკეთეს ვიდზე უნდა იყოს, მაგრამ იქ სონის ექსკლუზივებს ვერ ითამაშებ და სხვა ყველაფერი პს-ზე გამოდის პრინციპში

Link to comment
Share on other sites

კაროჩე ეს ნაგავი კონსოლები ყოველთვის ზღუდავდა თამაშების განვითარებას რა. დროზე მოიკიდოს ფეხი ამ სტრიმინგმაც და აი მერე უკვე სხვანაირად წავა ყველაფერი. ყოველ წელს ერთიდაიგივე სირული თამაშები ამოვიდა ყელში და ეს ყველაფერი ამ კონსოლების დამსახერებაა. იმედია მომავალში ცოტა მეტი გასაქანი ექნება თამაშის დეველოპერებს როცა გამოვა ახალი თაობა

Link to comment
Share on other sites

ისე კონსოლების მწარმოებლები ჯერაც ვერ რისკავენ უფრო ძვირიანი ვერსიების გამოშვებას რომლებზეც ხარდიც უფრო მძლავრი ედგმება, როგორც ჩანს 1200$ არც ისე ბევრი მყიდველი იქნება ან 1000$ და მაგიტომ ხარდი ერთი 50% რომც გაუხარდონ ეგეთზე, ანუ არაა აშკარათ კონსოლი ჯერ-ჯერობით ხარდის სიმძლავრეზე ორიენტირებული და ტოპოვი პს ვიდეოკარტებთან და პროცესორებთან ძალიან ბევრი უკლია, ამიტომ გრაფიკაც იმ დონეზე აქვს რისი თავიც აქვს ეგეთ ხარდზე, მანდ არაფერია გასაკვირი, ფაქტიურათ პს3 შემდეგ ეგრეა და აქამდე ძირითადათ სხვაობა იზრდებოდა ვიდრე მცირდებოდა გრაფიკაში და ფპს-ში, ხო მაგ ახლებზე უკვე 4K HDR ტელევიზორის ქონა ისეთი აქტუალური აღარაა, საკმარისია რამე კარგი გეიმერული მონიკიც ფრისინკით, თუნდაც სამსუნგის 2K, მაგრამ შეტეხვით როგორც წესი არ ტყდება და ყველაფერი უნდა იყიდო ან უცადო ფასდაკლებებს 60$ თამასში მიცემის თავი თუ არა გაქვს, 4-8 საათიანი კამპანიაც რომ ქონდეს რამე შედევს მაინც უნდა იყიდო ეგეთიც კი, უფასოთ ფაქტიურათ ვერაფერს ითამაშებ, ანუ რაც უფრო ბევრი იგრების თამაში გსურს მით უფრო მეტი უნდა დახარჯო მაყუთი ყოველწიურათ, ზოგს აწყობს ეგ ზოგს არა, პს-ზე უფრო მარტივათაა ყველაფერი, თუ გინდა საერთოდ ნურაფერს იყიდი, მაინც საკმარისზე მეტი იგრებია დასახური უკვე შეტეხილებიდან, განსაკუთრებით ვინც სინგლს უბერავს, ონლაინშიც პს ჯობია და ბევრი არც კი ეკარება კონსოლს უფრო შეზღუდული ონლაინ რეჟიმის გამო, ანუ თუ ყიდვაა პს-ზე იყიდის და არა ბოქსზე ან სონიზე ეგეთ თამაშს და ბევრი ეგრეც იქცევა ბოლო წლებში

Link to comment
Share on other sites

ონლაინში ცალკე ფულია სახდელი კონსოლზე, psn plus უნდა ჩართო, თორე ვერ ითამაშებ, 3 თვიანი აბონიმენტი 25 დოლარია 

Link to comment
Share on other sites

ხო ეგეც არის, ფილმებზეც დობრათ გაწერავენ პლატნი სერვისებზე სონიც და მიკროსოფტიც მაგ კონსოლებზე, ნუ მანდ ყველაფერზე ფული უნდა იხადო აიფონის არ იყოს, ანუ წელიწადში შეიძლება კრუგლი სუმა დაგიგროვდეს გადასახადების თამაში იქნება, ათასნაირი სერვისები თუ სხვა პლატნი კონტენტის გადმოწერა თამაშების გარდა რასაც გთავაზობენ, ანუ მანფ უკვე ძვირიანი ლედ-ტვ ქონა არაფერ შვაშია, მაგის გარეშეც ბევრს მოგაყაჭიებენ 

Link to comment
Share on other sites

პლიუს pc-ზე ბევრად იაფია თამაშები, ნახევარი ფასია, devil may cry 5 ვიყიდე ახლახანს 9 დოალრად სტიმის ვერსია, კონსოლზე ფასდაკლებით 20 დოლარი იყო.

რასაც co-op აქვს ვყიდულობ, მევასება კოაპ რეჟიმში თამაში, dmc 5ს კოაპი დაემატა ტრეინერის სახით, მოუდია იგივე, ჭორიც გავრცელდა, რომ ოფიციალურად დაემატება კოაპიცო, მაგრამ რომც არ დაემატოს მოუდით მუშაობს

Link to comment
Share on other sites

ხო თან ფინანსები თუ რომანსებს გიმღერიან ლოლ პს-ზე პირატულ ვერსიებს მაინც ითამაშებ მანდ კი მარტო ბუზები უნდა ითვალო ან მიაყიდო მაშინ კონსოლი ახალი იგრების ყიდვის თავი თუ არა გაქვს, საკმარისზე მეტი გეიმერი მოგროვდება ჩვენთან თუნდაც ვისაც ერთხელ მაინც შეუძლია ყოველი 3-4 წლის მანძილზე 1500-2500 ლარამდე გაიმეტონს სისტემის ასაწყობათ მაგრამ რეგულარულათ ლიცენზიების ყიდვის თავი ნამდვილათ არა აქვს, მაგიტომ კონსოლი ნაკლებათ ხელსაყრელია, ბევრ ქვეყნებში იქნება ეგ პრობლემა, არა მარტო ჩინეთ-ინდოეთში, რუსეთშიც ბევრი პირატულ კომეიბზეა მიმჯდარი დღემდე, იაპონიაში და შტატებში უმრავლესობა რომც ყიდულობდეს რეგულარულათ ლიცენზიებს, ან სხვა განვითარებულ ქვეყნებში ნორმალური შემოსავალი სადაცაა, თან ეგეთ პს სისტემას კიდე ბევრ რაღაცაში გამოიყენებ დაჟე სამუშაოთაც კი, კონსოლზე კი მაინც შეზღუდული ხარ და დაჟე ინტერნეტიც სპეციფიკურია და ბრაუზინგი კონსოლით, ანუ პს-ზე თამაშების ნაწილებს იყიდი, ნაწილებს ისე ითამაშებ, ფილმებ-სერიალებსაც მუქთათ უყურო შეგიძლია, ჩემთვის ეგეც დიდი პლიუსია, ანუ პს ძალიან ბევრ რაღაცაში ვიყენებ ხოლმე არა მარტო გეიმინგისთვის, კონსოლი კი ძირითადათ გეიმინგისთვისაა გათვლილი, ბოლო პაკალენის კონსოლებიც კი, რომელზეც უკვე ინტერნეტიც არის და ფილმები და სერიალები თუ გადაიხდი პლატნი სერვისში დამატებით ფულს, ეგ ისე თუ უფრო რატომ მიღირს 3000 ლარის პს სისტემაში დახარჯვა გეიმერული მონიტორიანათ ვიდრე კონსოლში და დიდ ლედ-ტვ-ში იგივე თანხის, ეგ კარგი ექსკლუზივების მიუხედავათ რასაც უშვებენ სონიზე და რაშიც ყველაფერში კარგ მაყუთს დაგაწერავენ განსაკუთრებით ეგრევე თუ იყიდი სეილის გარეშე, პს-ზე ბევრათ მეტი რაღაცის გაკეთება და გაშვება შემიძლია, სოფტიც ცალკე თემაა და ვინდოუსები, ეგ ყველაფერი კონსოლზე ან შეზღუდულია ან არაა საერთოდ მაგისთვის გათვლილი, რახან თანამედროვე კონსოლიც კი პს სისტემაც ბოლომდე ვერ შეცვლის მაინც, გეიმინგი,4K კონტენტის ყურება, კონცერტები,მუსიკა, უკეთესი აკუსტიკა საუნდკარტით, კარგი გეიმერული მონიკები საინტერესო ახალ-ახალი ფიშკებით რაც კონსოლზე არ მუშაობს და ვიდეოკარტის დრაივერი ჭირდება ხშირათ მაგ ფიშკების გასააქტიურებლათ, მოკლეთ ძალიან ბევრი რამეა თუნდაც მარტო გართობით რომ შემოვიფარგლოთ პს-ზე რაც კონსოლზე ან არაა ან შეზღუდულია საკმაოთ

  • Haha 1
Link to comment
Share on other sites

ადრე თან სხვა დრო იყო, გახსოვს რამდენი ექსკლუზივები ქონდათ კონსოლებს, ეხლა იმის ნახევარიც აღარ აქვთ, მაქსიმუმ 10 თამაში იყოს ალბათ კარგი რაც pc-ზე არაა

Link to comment
Share on other sites

ეგრეა ეგ დანარჩენი უკვე პს-ზეც გამოდის და მაგიტომ, რასაც ადრე აიგნორებდენ პაბლიშერები და მარტო ბოქსის და სონის კონსოლებზე უშვებდენ ხოლმე, ეგ დრო უკვე წარსულს ჩაბარდა და ეგ ექსკლუზივებიც ძალიან ძვირი უჯდება უკვე სონის განსაკუთრებით, რახან ბოქსზე რასაც უშვებენ ადრე თუ გვიან პს-ზეც გამოდის ხოლმე უკვე ვინდოუს სტორშიც, ბოლო ხანებში იაპონური დეველოპერებიც აღარ აიგნორებენ ხშირათ პს პლატფორმას და ბოქსზე თუ არ გამოუშვეს პს-ზეც გამოდიან ხოლმე პს4-ის შემდეგ, ყველაფერი ონლაინს მიაქვს პს-ზე და ათობით მილიონი გეიმერი რეგულარულათ თამაშობს ონლაინს პს-ხე და მაგას სონი უკვე ვერაფერს უხერხებს და კარგავს კლიენტურას ნელ-ნელა, ჩემთვის სანამ კარგი დონის იგრები მრჩება დასახური პს-ზე არ წარმოადგენს ისეთ დიდ ინტერესს არც ეგ 10 ექსკლუზივი და მაგის გამო სონის კონსოლს არასდროს ვიყიდი, პს მაკმაყოფილებს სრულებით, ეგეც სანამ მაქვს გეიმინგის სურვილი და დავიწყე ისევ აქტიურათ გეიმინგი, წელს ფაქტიურათ აღარ მითამაშია არაფერი და არც წინა წელიწადს, მაგრამ შეიძლება დავიწყო ისევ თამაში მოგვიანებით, ვნახოთ თუ მოვედი ისევ მუღამზე და დამრჩა მაგისთვის თავისუფალი დრო, ეგ ყველაფერი ისევ და ისევ პს პლატფორმას ეხება რა თქმა უნდა და არა კონსოლს

Link to comment
Share on other sites

4 თვის უკან ვიყიდე PS4 და უკვე გაყიდვაზე ვფიქრობ. the last of us 2 ველოდები როცა გამოვა მივახურავ და მაშინვე მივაყიდი. თვალებს დაგთხრის 25-30 FPS-ში თამაში

Link to comment
Share on other sites

60ფპს როცა არეკლამებენ 4K 60fps მაგ შემთხვევაში ჩათვალე რომ ძალიან ბევრგან ისევ 30ფპს იქნება, ძალით აპიარებენ ხოლმე თავიდან და ბევრი ტყუვდება და იღებს, აი პს-ან ახლოსაც არაა გრაფიკის დონით პს4 პრო ამ ეტაპზე, ფპს იქნება, სპეცეფექტები, გაფართოვება თუ სხვა ფიშკები რაც ჯისინკ-ფრისინკზე აქვს ვიდეოდრაივერის მეშვეობით რეალიზირებული, RTX და ეგეთები არც კი დაესიზმრებათ, მაგათი რეი ტრეისინგი ვიცი მე რა დონისაც იქნება და მაგიტომ, ალბათ არც ეგ ახალი იქნება, ჯერ უნდა გამოვიდეს მერე გავრცელდეს, მერე იგრები გამოუშვან და კი მოვა ნვიდიას 3000 სერიის გამოშვების დროც და კიდე უფრო ძლიერი პროცესორების და DDR5 ოპერების, ანუ მაგ კონსოლის კარტა (ალბათ დაჟე ბოქსის) ალბათ 1080Ti ვერ დაჯაბნის დიდათ, 3080 არც კი ღირს შედარება უკვე ან 2080Ti, ანუ იმის თქმა მინდა რომ როცა გამოვა წინა სერიის მიდ ენდის დონის თუ იქნა ახლოს წარმადობით ეგეც კარგი იქნება, პროცესორებს ჯობია საერთოდ ნუ შევადარებთ, ძალიან სუსტებია ეგ მობილური პროციკები 8 ბირთვიანი ლამის ჩემს ძლივს ჯაბნის, დანარჩენი თქვენთვითონ გამოთვალეთ რისი თავი აქვს თუ 2013 წლის პროცესორს ვერ ჩაგრავს დიდათ მეინსტრიმ სეგმენტიდან 2020 წელს გამოსული კონსოლის პროციკა, მეცინება ხოლმე პირდაპირ შედარებებს როცა იწყებენ ან 3080 უტოლებენ მაგ ახლების წარმადობას, სასაცილოა სხვა თუ არაფერი რომ გადათვალო კარგათ ხარდის შესაძლებლობლები პს-ზე რაც აქვს მიდ ენდზე მაინც და მაგ პატარა ყუთის, მაგ ახლის 8 ბირთვიანი და ინტელის 11 სერია იმავე დროს რომ უნდა გამოვიდეს 8 ბირთვზე და DDR5 სხვადასხვა განზომილების იქნება საერთოდ წარმადობით, არც კი უნდა დააყენო ერთმანეთთან, ეგ კი არა i3 ვერ აჯობებს 8 თრიდიანს ალბათ ეგ 8 ბირთვიანი 11 ჯენზე რაც გამოვა თუნდაც 14 ნანოზე ზატო დდრ5-ზე უკვე 5600 კიტებით 32გბ, ისე მობილური ინტელის 8 თრიდიანი 4 ბირთვიანები ჩემზე ოდნავ მძლავრებია 8000-9000 სერიიდან, დიდი სხვაობა არაა ნამდვილათ და მაგენი ოდნავ მაგაზე მძლავრები იქნება მაქს ალბათ, მოშნათ შეკვეცილი სიხშირეები აქვთ და მაგიტომ გაგრილების გამო, მერე რა რომ 8 ბირთვია, იმის მესამედზე უბერავს რაც ერთი ბირთვი თუნდაც 9900 სტოკზეც კი, თვითონ გაგრილებაც საკმაოთ სკრომნი უყენია, რომ ჩაეტიონ დენის მოხმარებაში კვეცავენ ბევრ რაღაცას ეგეთზე, ძლიერ გაგრილებას კი ადგილიც მეტი უნდა და ფასიც იზრდება ერთი 50$ მაინც, კვებაც საკმაოთ სკრომნი უყენია ეგეთზე და რომ არ გადაიწვას ადვილათ შეზღუდული აქვს ყველაფერი, მაგრამ ეგეთ პატარა ყუთში რის ჩაკვეხებასაც ახერხებენ ამ ეტაპზე ეგეც დიდი პროგრესია უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.