Magdalena Posted December 28, 2019 Share Posted December 28, 2019 მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ხელისუფლებამ Huawei შეიყვანა ე.წ. „შავ სიაში“, კომპანია Google-მა შეწყვიტა თანამშრომლობა ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტთან. ეს ნიშნავს იმას, რომ Huawei-ს ახალ სმარტფონებში არ იქნება გამოყენებული Google-ის სერვისები და აპლიკაციები. ჩინურ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა - გამოიყენოს პროგრამული პლატფორმა Android თავის სმარტფონებში, თუმცა მათში Google-ის ისეთი აპლიკაციების დაყენება, როგორებიცაა Gmail, Play Store, Chrome და YouTube - უკვე აღარ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ Huawei-მ შექმნა საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მობილურ მოწყობილობებში, ეს საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ როგორმე გაუწიოს კონკურენცია Google-ს, ჩინურ კომპანიას სჭირდება საკუთარი ოპერაციული სისტემის ირგვლივ სრულფასოვანი ეკოსისტემის ფორმირება. Huawei-ს განკარგულებაში უკვე არის Google Mobile Services-ის ანალოგი, რომლის სახელწოდებაა Huawei Mobile Services. რამდენიმე დღის წინ დაიწყო მისი საჯარო ტესტირება ჩინეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ძალისხმევისა, Google-თან სრულფასოვან კონკურენციაზე საუბარი მეტისმეტად ნაადრევია. ამჟამად Huawei-ს ეკოსისტემაში შედის 45 ათასი აპლიკაცია იმ დროს, როდესაც Google Play Store-ის ციფრული კონტენტი მოიცავს დაახლოებით 3 მილიონ პროგრამულ პროდუქტს. მიუხედავად ამისა, Huawei აქტიურად აგრძელებს მუშაობას დასახული მიმართულებით და თავის მხარეს იზიდავს მთელი მსოფლიოს კომპანიებს. ამჟამად დაახლოებით 1 მლნ ანტრეპრენერი ქმნის აპლიაკაციებს Huawei-ს ეკოსისტემისთვის. ჩინური კომპანია აქტიურად უჭერს მხარს კონტენტის შემქმნელებს. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი გახლავთ 1 მლრდ აშშ დოლარიანი ფონდის შექმნა, რომელიც განკუთვნილია ხარისხიანი პროდუქტების შემქმნელების წახალისებისთვის. https://3dnews.ru/1000502 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.