Jump to content

YouTube-მა სახიფათო კონტენტს მიაკუთვნა და წაშალა ვიდეორგოლები კრიპტოვალუტების შესახებ


Recommended Posts

image.png

YouTube-არხების ავტორებმა განაცხადეს, რომ ვიდეოჰოსტინგის ხელმძღვანელობამ წაშალა მათი ვიდეოები, რომლებიც კრიპტოვალუტების თემატიკას ეხებოდა. 

კონტენტის წაშლის შესახებ განაცხადა დაახლოებით თერთმეტმა არხმა, მათ შორისაა Altcoin Daily, Сhico Crypto, The Cryptoverse, Crypto Tips, BTC Sessions და კრის დანი. მათი აუდიტორია მოიცავს 31 500-დან 210 000-მდე გამომწერს. 

კრის დანის თქმით, სერვისმა დაბლოკა ვიდეოების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მან შექმნა ბოლო ორი წლის განმავლობაში. 

„YouTube-მა ჩემი კრიპტო-ვიდეოების უმეტესობა წაშალა, რაც ახსნა იმით, რომ ვიდეოები მიეკუთვნებოდა სახიფათო ა საზიანო კონტენტის კატეგორიას, აგრეთვე ჩათვალა „პროდუქტის გაყიდვად, რომელიც სპეციალური კანონებით რეგულირდება“. ჩვენ უკვე ათ წელზე მეტია ვქმნით ვიდეოებს, 200 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს და 7 მილიონზე მეტი ნახვა. რა ხდება მეგობრებო?“ - აცხადებს ბლოგერი. 

ვიდეოჰოსტინგის წარმომადგენლები სიტუაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 

პლატფორმის წესებში კრიპტოვალუტების შესახებ პირდაპირი აკრძალვა მითითებული არ არის. აკრძალული პროდუქტის პუნქტში იძებნება მხოლოდ „აკრძალული ვალუტა“. რამდენად ეხება იგი კრიპტოვალუტას, გაურკვეველია. 

მასთან, YouTube-ის მფლობელმა Google-მა 2018 წელს დააანონსა კრიპტოვალუტების რეკლამის სრული აკრძალვა. თუმცა იმავე წლის სექტემბერშივე დაუშვა კრიპტოვალუტების რეკლამა აშშ-სა და იაპონიაში. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში YouTube იყო კრიპტოსავალუტო პირამიდა BitConnect-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ერთ-ერთი მოპასუხე. სასამართლო დოკუმენტების თანახმად ფინანსური პირამიდა იყენებდა სარეკლამო ვიდეორგოლებს თავისი სერვისისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.