Jump to content

MSI Optix MAG272QR: უჩარჩოო გეიმინგ მონიტორი 165 ჰც კადრის განახლების სიხშირით


Recommended Posts

კომპანია MSI-მ გააფართოვა მონიტორების ასორტიმენტი: დაანონსდა მოდელი Optix MAG272QR VA-მატრიცითა და 27 დუიმი დიაგონალის მქონე ეკრანით. 

პანელი განკუთვნილია გეიმიგ სისტემებში გამოყენებისთვის. გაფართოება შეადგენს 2560×1440 პიქსელს, რაც შეესაბამება WQHD ფორმატს. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. 

image.jpeg 

მონიტორის კადრის განახლების სიხშირის მაჩვენებელი 165 ჰერცია, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. ტექნოლოგია AMD FreeSync ხელს უწყობს თამაშის პროცესის სინქრონულობსა და ხარვეზის გარეშე მუშაობას. სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 300 კდ/მ2 -ს, კონტრასტულობის მაჩვენებელი კი არის 3000:1 (დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებელია 100000000:1). 

image.jpeg 

მონიტორს უჩარჩოო დიზაინი აქვს. გათვალისწინებულია საფირმო მრავალფერი განათება Mystic Light. ტექნოლოგიები - Anti-Flicker და Less Blue Light ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხანგრძლივი მოხმარების პერიოდში. 

მონიტორის სადგამი საშუალებას იძლევა რეგულირდეს დისპლეის დახრის კუხე და ბრუნვადობა, აგრეთვე შეიცვალოს სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან ზედა მიმართულებით. პანელის გამოყენება შესაძლებელია ალბომისა და პორტრეტის რეჟიმში. 

image.jpeg 

მოწყობილობა ფლობს 95,6%-იან DCI-P3-სა და 123,7%-იან sRGB ფერთა გამას. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.0b და DisplayPort 1.2a. გარდა ამისა, მოცემულია სიმეტრიული USB Type-C პორტი და USB Type-A. 

MSI Optix MAG272QR მონიტორის ფასი ჯერჯერობით უცნობია.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.