Jump to content

AData გეიმერული კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე გამოდის


Recommended Posts

კომპანია AData-მ, რომელიც ამამად მეხსიერების მოდულების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, განაცხადა, რომ 2020 წელს კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე გამოვა. კომპანია აპირებს თავის ხაზში გამოუშვას კომპიუტერები სახელწოდებით Xtreme Performance Gear (XPG). ამ სერიაში შევა ახალი პროდუქტები, მაგალიად მონიტორები, ლეპტოპები, გეიმინგ კომპიუტერები, კომპიუტერის კორპუსები და სხვა პროდუქტები გეიმერებისთვის. გეგმების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას AData გამოფენა CES 2020-ზე გაასაჯაროვებს, თუმცა ამამად უკვე არსებობს გარკვეული ცნობები მზადებაში არსებული მოწყობილობების შესახებ. 

image.png 

XPG ნიშნით გამოვა გეიმინგ ლეპტოპი Xenia 15, რომელსაც ექნება 15.6-დუიმიანი IPS დისპლეი და მეცხრე თაობის Intel Core i9 პროცესორი. აგრეთვე გამოვა 5 ლიტრი მოცულობის მინი კომპიუტერი სახელად XPG Gaia, რომელსაც ექნება 20.5 სანტიმეტრიანი ვიდეო ბარათის მხარდაჭერა. XPG სერიაში აგრეთვე ვიხილავთ გეიმინგ მონიტორ Photon-ს, რომელიც წარმოდგენილი იქნება 27-დუიმიანი პანელით, PixelDisplay-ს ტექნოლოგია Vivid Color Eye-Safe Display-ით. XPG Volta სახელწოდებით კი გამოვა კომპიუტერის კორპუსი, რომელიც დამზადებული იქნება მაღალი ხარისხის ნაწრთობი მინისა და ლითონისგან, ექნება E-ATX ფორმატის დედა დაფების დაყენების მხარდაჭერა და საკმარისი ადგილი წყლით გაგრილების სისტემისთვის. 

ვნახოთ, რა გამოუვა AData-ს ბაზრის მისთვის ახალ სეგმენტზე, რომელზე არსებული კონკურენციაც იმდენად დიდია, რომ წარმატების მისაღწევად კომპანიას დასირდება არა მარტო ცნობილი სახელი, არამედ მომხმარებლებისთვის რაიმე ახალი, განსაკუთრებული და მიმზიდველი, მომხმარებელთა გაოცება კი დღესდღეობით მეტად რთულია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.