Magdalena Posted December 25, 2019 Share Posted December 25, 2019 სულ რამდენიმე დღეში ახალი წელი და ახალი ათწლეული დადგება, ამიტომ ბევრი გამომცემლობა აკეთებს გასული პერიოდის შეჯამებას და წარმოგვიდგენს სხვადასხვა ტოპ-ათეულს. ამჯერად ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა ჟურნალი TIME, რომელმაც წარმოადგინა 2009-2019 წლებში გამოშვებული საუკეთესო თამაშების ათეული. გამომცემლობის ჟურნალისტებმა არა მარტო ჩამონათვალი შეადგინეს, არამედ ახსნეს კიდეც თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი. 1. Grand Theft Auto V (2013). მეხუთე ნაწილი Rockstar-ის ცნობილი ფრანშიზის პიკად იქცა, იგი აერთიანებს თავბრუდამხვევ სამყაროსა და ამბიციურ ისტორიას. თამაშმა აგრეთვე მოიპოვა ყველა დროის ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდუქტის წოდება. 2. The Legend of Zelda: Breath of the Wild (2017). ამ თამაშის გამოშვებით Nintendo-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას თანამედროვე თამაში ღია სამყაროთი, რომელიც მოცემულ ჟანრში სხვა თამაშებს კონკურენციას გაუწევს. 3. Fortnite (2017). შესაძლოა სამეფო თამაშებმა პოპულარობა მოიპოვეს PlayerUnknown’s Battlegrounds (PUBG) წყალობით, თუმცა Fortnite-მა შეძლო მოცემული რეჟიმი კულტურულ ფენომენად ექცია. 4. Dark Souls (2011). სტუდია FromSoftware-ის ქმნილების გავლა ყველამ ვერ შეძლო, თუმცა მათ, ვინც ეს მოახერხა, სხვებიც შთააგონეს წარმატებით. 5. League of Legends (2009). ათი წლის წინ გამოსულმა League of Legends-მა ხელი შეუწყო ჟანრ MOBA-ს განსაზღვრას და შედეგად იქცა ოქროს სტანდარტად კიბერსპორტის სეგმენტში. 6. Pokemon Go (2016). იმ შემთხვევაშიც კი, თუკი Pokemon Go არ გითამაშიათ, მის შესახებ გაგონილი მაინც გექნებათ დიდი ალბათობით. მეექვსე ადგილი პროექტს უზარმაზარი მასშტაბისთვის ერგო. 7. Minecraft (2009). კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კულტურულ ფენომენად იქცა. პრაქტიკულად ყველამ იცის, რას წარმოადგენს Minecraft და რელიზიდან ათი წლის შემდეგაც კი იგი ყველაზე პოპულარული თამაშია YouTube-ზე. 8. The Elder Scrolls V Skyrim (2011). Bethesda-ს საკულტო როლურ თამაშს TIME-ის ჟურნალისტებმა მერვე ადგილი მიანიჭეს მაღალი ხარისხისა და გასაოცარი გამძლეობის, გრძელვადიანობის გამო. 9. Portal 2 (2011). თავსატეხის მეორე ნაწილმა გაზარდა პირველი ნაწილის ყველა დამსახურება და წარმოდგენილია ხარისხიანი სიუჟეტით, უფრო საინტერესო მექანიკითა და იარაღებით. 10. Disco Elysium (2019). ათწლეულის თამაშების იდეალური დასასრული. TIME-ის ჟურნალისტები Disco Elysium-ს უწოდებენ თამაშს, რომელიც წარსულში გადავიდა, თუმცა ამავე დროს მომავლისკენაა მიმართული. TIME-მა ცალკე აღნიშნა, რომ გასული ათი წლის განმავლობაში გეიმინგ ინდუსტრია იქცა გართობის სფეროში ყველაზე მომგებიან ინდუსტრიად და გაუსწრო კინოფილმებს, მუსიკასა და ტელევიზიასაც კი. https://overclockers.ru/softnews/show/100959/zhurnal-time-nazval-desyat-luchshih-igr-uhodyaschego-desyatiletiya 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 25, 2019 Share Posted December 25, 2019 ხო სტანდარტული სპისოკია საკმაოთ სპორნი, ბევრი არ დაეთანხმა გურუ3დ-ზე, არც მე ვეთანახმები, მესამე ვიჩერი სადაა და კიდე რამდენიმე მაღალი დონის თამაში შეიძლებოდა შეგეტანა მაგ სპისოკში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.