Jump to content

საშუალო და მასიური სეგმენტის 2019 წლის ბოლო - 2020 წლის დასაწყისის საუკეთესო ვიდეო ბარათები Techspot-ის ვერსიით


Recommended Posts

როდესაც ბიუჯეტში შეზღუდული არ ხართ, კარგი ვიდეო ბარათის ყიდვა ადვილია: ყიდულობთ ყველაზე ძვირადღირებულ ვარიანტს და ტკბებით მისი თანამედროვე, მძლავრი შესაძლებლობებით. ხოლო შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ვებ-გვერდ Techspot-ის ექსპერტები გთავაზობენ საქმეს შესაბამისად მიუდგეთ. მათ გულმოდგინედ შეამოწმეს ასობით ვიდეო ბარათი და მზად არიან გაგიზიარონ, რომელი გრაფიკული ბარაები შეესაბამება ბიუჯეტის მიხედვით ამა თუ იმ მომხმარებელს. 

image.png 

საბაზისო დონე: Radeon RX 550 ბარათი GeForce GT 1030-ის წინააღმდეგ. 

ამ ვიდეო ბარათებს ძირითადად ორ შემხვევაში ყიდულობენ: თუ პროცესორს არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, ან თუკი უბრალოდ დროებით გსურთ გამოიყენოთ მოწყობილობა, სანამ უკეეს ვიდეო ბარათს შეიძენთ. ყოველ შემხვევაში, ამ ბარათებიდან ნებისმიერი საშუალებას მოგცემთ ითამაშოთ დაახლოებით შვიდი წლის წინანადელი თამაშები, მათ შორის ძველი და დემდე პოპულარული Counter-Strike, რომელსაც დღესაც მილიონობით გეიმერი თამაშობს. 

საუკეთესო მასობრივი გრაფიკული ბარათები: Radeon RX 580, RX 570, RX 5500 XT და GeForce GTX 1650 Super.  

ამ ბარათებიდან ნებისმიერს შეუძლია გაუმკლავდეს 1080р გაფართოების თამაშებს. ამ შემხვევაში ექსერტების აზრით ყველაზე მიმზიდველი RX 580 ბარათებია, თუმცა ისინი გასაყიდი მარაგებიდან მალე ამოიწურება. 

image.png 

საშუალო დონის საუკეთესო ვიდეო ბარათები: GeForce GTX 1660 Super, Radeon RX 590 და Radeon Vega 56.  

RX 590, ისევე როგორც Vega 56, ბაზრიდან გადის. მათი შეძენა გართულდა, თუმცა ჯერ კიდევ აქტუალურებია და დაკისრებულ ამოცაებს შესანიშნავად უმკლავდებიან. რაც შეეხება GTX 1660 Super-ს, „წითლების გუნდს“ მისი აქტუალური ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. 

ექსპერტების არჩევანი: Radeon 5700 XT, Radeon 5700, RTX 2070 Super, RTX 2060 Super.  

თუ თქვენი ბიუჯეტი საკმარისია მსგავი გრაფიკული ბარათებისთვის, ნამდვილად აქვს აზრი გადახედოთ ჩამოთვლილ მოდელებს. მათი ფასი 320 აშშ დოლარიდან ზემოთ მერყეობს, შესაბამისდ, ნებისმიერი მსურველი შეარჩევს თავისი შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების მიხედვით. NVIDIA-ს მხარეს RayTracing-ია, AMD-ს მხარეს კი - მაღალი წარმადობა თითოეულ დახარჯულ დოლარზე. 

Link to comment
Share on other sites

1080p 144 გერციანზეც 100ფპს+ სათამაშოთ მინიმუმ 2070სუპერ-1080tI-5700XT მაინც გჭირდება ეხლა და 2k 144 გერციანზეც ეგ კარტები აიღო ჯობია ფასი-წარმადობის მხრივ, რახან 2080 სუპერი უკვე ძვირი ჯდება ნამეტარი და ჯობია ისევ 80ფპს-მდე გქონდეს წარმადობა ვიდრე 100 და 200$+ გადაიხადო + ბევრ თამასში დატვიკვით შეიძლება 100ფპს აყვანა რამე კარგი სისტემა თუ გაქვს მაგ კარტებზე, რაზგონიც დაგეხმარება მაგაში, ანუ იმ იგრებში სადაც 75-80ფპს ანვითარებს 20ფპს მომატება ხშირ შემთხვევაში შეიძლება და ვიზუალი მაინც კარგ დონეზე დარჩება, როცა ფასის პრობლემა ოსტრათაა და მეტის გადახდა არ შეგიძლია, ეგეთი პრაქტიკა საკმაოთ გამართლებული იქნება და ბევრს არც არაფერს დაკარგავ, მაგ მხრივ ეგ კარტები მართლა კარგი არჩევანია გეიმინგისთვის, 4k გადასვლა კი სრული უაზრობა კაკ მინიმუმ ამ ეტაპზე, ეგ უფრო 4 წლის შემდეგ გახდება აქტუალური, მაგრამ 2k მაინც უფრო პოპულარული იქნება მაგ დროისთვისაც კი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.