Jump to content

Bosch-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემა ავტომობილში მძღოლსა და მგზავრებს მიადევნებს თვალყურს


Recommended Posts

კომპანია Bosch მუშაობს ავტომობილის სალონის მონიტორინგისთვის განკუთვნილ სმარტ სისტემაზე. ამ პროგრამულ-აპარატული კომპლექსის წყალობით საგზაო უსაფრთხოების დონე უნდა გაიზარდოს. 

image.jpeg 

სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია კამერა, რომელიც ინტეგრირებულია საჭეზე. იგი მუდმივად აკვირდება მძღოლის ქცევებსა და მდგომარეობას. კერძოდ, კონტროლდება თავის მდებარეობა, მთქნარების სიხშირე და ა.შ. 

image.jpeg 

კამერისგან მიღებული მონაცემები დამუშავდება ხელონური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით. თუკი სისტემა მივა დასკვნამდე, რომ მძღოლი დაიღალა ან ეძინება, გამოიცემა საგანგაშო სიგნალი. კონფიგურირების შესაბამისად სისტემა შეძლებს ჩაერიოს და იმოქმედოს ბორტის ელექტრონიკაზე - შეამციროს მოძრაობის სიჩქარე, ან ავტომობილი გადაიყვანოს გზიდან და გააჩეროს უსაფრთხო ადგილზე. 

image.jpeg 

კიდევ ერთი კამერა განთავსდება უკანა ხედვის სარკის ზონაში. იგი ყველა მგზავრის ქმედებებს დააკვირდება. სისტემა გასცემს გამაფრთხილებელ შეტყობინებას, თუკი გზავრთაგან რომელიმეს არ ეკეთება უსაფრთხოების ღვედი ან თუ რომელიმე მათგანი ისეთ პოზაში ზის, რომ ავარიის შემხვევაში ვერ დაიცავს ავარიული ბალიში. 

image.jpeg 

ახალი სისტემას გამოიყენებენ ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებებშიც. იგი განსაზღვრავს, არის თუ არა მძღოლი მზად კონკრეტულ მომენტში ხელში აიღოს საჭის მართვა თუ პირიქით - მეტისმეტადაა გართული სხვა საქმეებით. 

Bosch-ის ხელოვნური ინტელექტის სატრანსპორტო სისტემა კომერციულ ბაზარზე 2022 წელს გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.