Magdalena Posted December 18, 2019 Share Posted December 18, 2019 ანალიტიკოსების პროგნოზით ტექნოლოგია Variable Rate Shading, რომელიც გამოყენებული იქნება Xbox Series X კონსოლებში, AMD-ს დაეხმარება გაზარდოს მომდევნო თაობის ვიდეო ბარათებში გეიმინგ სიჩქარე. როგორც ცნობილია, Xbox Series X-ის SoC წარმოებული იქნება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი EUV ტექნოპროცესით. ამრიგად, ჩვენს წინაშე იქნება მომდევნო თაობის 7-ნანომეტრიანი ჩიპი. მცირე ხნის წინ კომპანიამ ასევე წარადგინა ინსტრუმენტი DirectX Raytracing, რომლის წყალობით თამაშის შემქმნელები შეძლებენ შექმნან თამაშები Microsoft-ის კონსოლებისთვის. სწორედ იგი გახდის შესაძლებელს - დაინერგოს RayTracing Xbox Series X-ში. ამჟამად არსებობს Microsoft-ის ტექნოლოგია Variable Rate Shading-ის ორი სახესხვაობა: NVIDIA Turing ვიდეო ბარათებისა და Intel Gen11 ინტეგრირებული გრაფიკისთვის. ექსპერტები განმარტავენ, რომ Microsoft-სა და AMD-ს შორის თანამშრომლობის წყალობით AMD მიიღებს აუცილებელ ტექნოლოგიებს, რაც საჭიროა NVIDIA-სთვის კონკურენციის გასაწევად დეკსტოპ სეგმენტში, აგრეთვე გაამყარებს თავის ლიდერულ პოზიციას კონსოლების ბაზარზე. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32441/microsoft-pomozhet-amd-dognat-i-peregnat-nvidia-na-rynke-videokart Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bloodred Posted December 18, 2019 Share Posted December 18, 2019 მაიკროსოფტის დახმარება არ გაიშვას არსად. აი რითი უნდა დაეხმაროს სისწრაფის გაზრდაში? ნვიდიას კარტებს შეასუსტებს დრაივერებით თუ რას იზავს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 18, 2019 Share Posted December 18, 2019 არა მგონია ეგ ბევრს წყვიტავდეს ამ ეტაპზე, აი კარგი მარკეტინგი და წარმატებული სერია უფრო მნიშვნელოვანი იქნება წარმატების მისაღწევათ, კარგი დრაივერებითაც ეხლა უკვე ბევრს ვერავის ვერ გააკვირვებ, დაბალი ფასები რა თქმა უნდა მოქმედებს ჯამურ გაყიდვებზე, ნუ კონსოლები რომ ამდ-ზეა უკვე დიდი ხნის მანძილზე ეგ ეხმარება ამდ ოპტიმიზაციის მხრივ, მაგრამ ისე ძალიანაც არ უშლის ხელს ნვიდიას, თან ყველა იგრები არაა პირდაპირი პორტები რასაც პს-ზე უშვებენ ეხლა და მანდ ხანდახან ნვიდიას აქვს ხოლმე უპირატესობა უკვე, მიკროსოფტი მანდ ბევრს ვერაფერს დაეხმარება, რეალურათაც რომ სურდეს დახმარება და არა მარტო ფურცელზე, ამდ აქვს გარკვეული უპირატესობა იგივე DX12, მაგრამ თამაშს გააჩნია და ოპტიმიზაციას, ზოგან ნვიდიაც კარგათ უბერავს მაგ რეჟიმში, DX11 კი უკვე როგორც წესი ნვიდიაა წინ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted December 23, 2019 Share Posted December 23, 2019 ჰო, მარკეტინგი და დიზაინ ვინები მნიშვნელოვანია. რეალურად, დესკტოპში ამწუთას თუ AMD-ს უკეთესი არჩევანი აქვს, საერთო ფონზე ეგ გავლენას ნაკლებად ახდენს, რადგან ლეპტოპების, ენტერპრაიზ და სერვერული სეგმენტი ინტელს აქვს გაჯერებული და უამრავ შემოსავალს იღებს. კონსოლების გაყიდვები მნიშვნელოვანია. იგივე Surface Laptop-ის დიზაინ ვინიც ძალიან მნიშვნელოვანია AMD-სთვის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.