Jump to content

ახალი რეკორდსმენი ავტონომიური მუშაობის მხრივ: Moto G8 Power


Recommended Posts

Motorola აპირებს დაბრუნდეს ფლაგმანური სმარტფონების ბაზარზე და გამოუშვას მოდელი Snapdragon 865 პროცესორითა და 5G ქსელის მხარდაჭერით. მანამდე კი კომპანიას აქვს შემოთავაზება საშუალო ფასის კატეგორიაში. 

მიმდინარე წელს გამოვიდა Moto G7 სერიის სმარტფონები, Motorola-მ კი უკვე წარადგინა Moto G8 სერია. დაანონსდა მოდელები Moto G8 Plus და Moto G8 Play. აგრეთვე უნდა გამოვიდეს სტანდარტული ვერსიები Moto G8 და Moto G8 Plus, თუკი წინა თაობასთან შედარებით სერიაში შესული სმარტფონების რაოდენობა არ შეიცვლება. 

image.jpeg 

ეჭვს არ იწვევს, რომ Moto G8 სულ მალე გამოვა. აშშ-ის კავშირების ფედერალური კომისიის მიერ გავრცელდა ცნობები Moto G8 Power მოდელის შესახებ. მართალია, კომისიის ბაზაში სმარტფონი სახელის გარშე, T2041 კოდით ფიგურირებს, თუმცა მისი 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა ეჭვს არ იწვევს, რომ ეს სწორედ ზემოთხსენებული მოდელია. ასეთი მოცულობის ბატარეა აქვს Moto G7 Power-საც. 

როგორც ჩანს, სმარტფონის სიგრძე 157,9 მილიმეტრია, კორპუსის დიაგონალი კი - 165 მმ. შესაბამისად, ეკრანის დიაგონალი იქნება 6.2 ან 6.3 დუიმი. შედეგად, ეს სმარტფონი წინა თაობის სმარტფონზე მოკლეა და სავარაუდოდ უფრო თხელი ჩარჩოები ექნება. ზედა ნაწილში საკმაოდ დიდი ომის ჭრილის ნაცვლად მცირე ზომის ჭრილი იქნება წარმოდგენილი. 

ჯერჯერობით უცნობია, ეკრანის გაფართოება იქნება 720p თუ გაიზრდება Full HD+-მდე Moto G8 Plus-ის მსგავსად. თუკი გაფართოება გაიზდება, ავტონომიურობის დონე შესაძლოა ოდნავ შემცირდეს. დღევანდელი ვითარებით, თუკი Moto G7 Power-ს ხელს არ ვახლებთ, იგი დამუხტვის გარეშე 7-9 დღე იმუშავებს. ვებ-გვერდ Phonearena-ზე Moto G7 Power სმარტფონი აბსოლუტური ლიდერია მუშაობის ხანგრძლივობის მხრივ და, დიდი ალბათობით, ვითარება არც ახალ მოწყობილობაში შეიცვლება. 

აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი სმარტფონი Android 10-ზე იმუშავებს. ორგანიზაცია Wi-Fi Alliance-ში XT2041 მოდელის სერტიფიცირება რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა და სწორედ აქედან გახდა ცნობილი მისი ოპერაციული სისტემის შესახებ. 

ასეთ შემთხვევაში G8 Power შეუერთდება Motorola One Hyper-ს და გაასწრებს Motorola-ს სხვა, უფრო ძვირადღირებულ მოდელებს პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ. 

დიდი ალბათობით, ახალი მოწყობილობის ფასი გაიზრდება წინა თაობის სმარტფონის ფასთან - 250 აშშ დოლართან შედარებით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.