Jump to content

Sapphire-მა წარადგინა Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათები Pulse და Nitro+ Special Edition ვერსიებად


Recommended Posts

კომპანია Sapphire-მა წარადგინა ვიდეო ბარათ Radeon RX 5500 XT-ის სამი ვერსია: ორი Pulse Radeon RX 5500 XT – 4 და 8 გბ მეხსიერებით და გაცილებით მაღალი წარმადობის Nitro+ Radeon RX 5500 XT Special Edition – 8 გბ მეხსიერებით. 

image.jpeg 

Pulse Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათების გაგრილების სისტემა მოიცავს ორ ვენტილატორს, ალუმინის რადიატორს, მონიკელებული სპილენძის ორ სითბურ მილსა და უკანა გამაძლიერებელ ფირფიტას. 

Nitro+ Radeon RX 5500 XT SE ვერსიას გაგრილების უფრო მძლავრი სისტემა აქვს - ორი 95-მილიმეტრიანი ქულერით, ალუმინის რადიატორითა და ოთხი სითბური მილით. ამ ვიდეო ბარათის ვენტილატორები წარმოდგენილია RGB განათებით. 

image.jpeg 

სამივე ვიდეო ბარათი აგებულია Sapphire-ის საკუთარი დიზაინის PCB-დაფაზე და  თითოეულს აქვს 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. Pulse Radeon RX 5500 XT მოდელს პორტების სტანდარტული ნაკრები აქვს: ერთი HDMI 2.0b და სამი DisplayPort 1.4. 

Nitro+ Radeon RX 5500 XT SE ბარათი კი აღჭურვილია ორ-ორი HDMI 2.0b პორტითა და  DisplayPort 1.4-ით. 

image.jpeg 

კომპანია Sapphire-ის ახალ ვიდეო ბარათებს არ აქვ მნიშვნელოვანი ქარხნული აჩქარება -  ეს სიამოვნება კომპანიამ უშუალოდ მომხმარებლებს დაუტოვა. თამაშებში გრაფიკული პროცესორის საშუალო ტაქტის სიხშირე გაზრდილია 1717-დან 1737 მჰც-მდე, მაქსიმალური Boost-სიხშირე კი კვლავ სტანდარტული დონისაა - 1845 მჰც. 4 და 8 გბ ვიდეომეხსიერების მქონე Pulse Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათები კი მუშაობს ეტალონურ 14 გჰც სიხშირეზე, უფროსი ვერსია Nitro+ Radeon RX 5500 XT Special Edition-ის სიხშირე კი 14.4 გჰც-მდეა გაზრდილი. 

image.jpeg 

Sapphire-ის ახალი ვიდეო ბარათები უკვე გაყიდვაშია. მოდელი Pulse Radeon RX 5500 XT 8 გბ მეხსიერებით დაახლოებით 210 აშშ დოლარი ღირს, 4-გიგაბაიტიანი ვერსია კი - 180 აშშ დოლარი. Nitro+ Radeon RX 5500 XT Special Edition ვერსიის ფასი 240 აშშ დოლარია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.