Jump to content

Xbox Series X: Microsoft-ის ახალი თაობის გეიმინგ კონსოლი


Recommended Posts

კორპორაცია Microsoft-მა ღონისძიება The Game Awards 2019-ის ფარგლებში დაასახელა მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლის სახელწოდება, რომლის ანონსი 2020 წელს შედგება. 

საუბარი ეხება მოწყობილობას, რომელიც ამ დრომდე ფიგურირებდა კოდური სახელით - Xbox Scarlett. კომერციულ ბაზარზე მოწყობილობა გამოვა სახელით - Xbox Series X. 

image.jpeg 

კონსოლს წინა თაობის მოწყობილობებისგან განსხვავებული დიზაინი ექნება - მისი კორპუსი სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმისაა. გარეგნულად Xbox Series X დესკტოპ კომპიუტერის სისტემურ ბლოკს უფრო ჰგავს, ვიდრე კლასიკურ გეიმინგ კონსოლს. ამასთან, დაშვებულია ვერტიკალური და ჰორიზონტალური განთავსება. 

image.jpeg 

Xbox Series X კონსოლის კომპლექტში შედის ახალი მანიპულატორი Xbox Wireless Controller. მისი ზომა და ფორმა გადაკეთდა კომფორტის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, გამოჩნდა დამატებითი ღილაკი Share. ონტროლერი თავსებადი იქნება  Xbox One კონსოლებსა და ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერებთან. 

Microsoft-ში აღნიშნავენ, რომ Xbox Series X კონსოლს საფუძვლად დაედება მძლავრი კასტომიზებული პროცესორი, რომელიც შეიქმნა AMD-სთან პარტნიორბის შედეგად Zen 2-სა და RDNA არქიტექტურის ბაზაზე. საუბარია RayTracing-ის აპარატულ მხარდაჭერაზეც. ტექნოლოგიები Variable Rate Shading (VRS) და Auto Low Latency Mode (ALLM) ხელს შეუწყობს გეიმინგ პროცესის ხარისხის ახალ დონეზე აყვანას. 

image.jpeg 

კონსოლის აღურვილობაში შევა მომავალი თაობის SSD. Xbox Series X-ის პლატფორმის დაპროექტება ხორციელდება ქლაუდ სერვისებზე ორიენტირებით. 

ჯამში Microsoft გვპირდება, რომ ახალი კონსოლი უზრუნველყოფს Xbox One X მოდელზე  ოთხჯერ მაღა წარმადობის დონეს თანაც დაუჯერებლად ჩუმი სამუშაო პროცესით. კომპანია იძლევა პირობას, რომ კონსოლი თავსებადი იქნება წინა თაობის კონსოლებისთვის განკუნილ თამაშებთან. 

image.jpeg 

კონსოლს შეუძლია გაუმკლავდეს გამოსახულების დამუშავებას 4K ფორმატში სიხშირით 60 კადრი წამში, ასევე აქვს წამში 120 კადრამდე გაზრდის და 8K მასალების დამუშავების  შესაძლებლობა. 

Xbox Series X კონსოლი გაყიდვაში გამოვა 2020 წლის საახალწლო სადღესასწაულო სეზონზე. მისი ფასი მოგვიანებით გამოცხადდება. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.