Jump to content

Intel Core i5-10600: Core i5-9600-ზე ოდნავ მაღალი სიხშირეები, თუმცა გამოჩნდა Hyper-Threading


Recommended Posts

კომპანია Intel ამჟამად ამზადებს ახალი თაობის დესკტოპ პროცესორებს, რომლებიც შევა Comet Lake-S სერიაში. ოფიციალური ანონსი მოახლოვდა და ინტერნეტში მათ შესახებ უფრო მეტი სიახლე ჩნდება. ამჯერად 3DMark-ის მონაცემთა ბაზაში ცნობილმა ინსაიდერმა მოიპოვა ცნობები სისტემის ტესტირების შესახებ, რომელიც განხორციელდა Core i5-10600 პროცესორითა და MSI MPG Z490 Gaming Carbon WiFi დედა დაფით. 

image.jpeg 

ტესტის მონაცემების თანახმად Core i5-10600 პროცესორს აქვს ექვსი ფიზიკური ბირთვი და თორმეტი გამომთვლელი ნაკადი. შესაბამისად, ეს ცნობა ადასტურებს გავრცელებულ ხმებს, რომ Comet Lake-S თაობის Core i5 პროცესორებს Hyper-Threading-ის მხარდაჭერა ექნებათ. ცხადია, კომპანია Intel-ის ეს ნაბიჯი გამოწვეულია AMD-ს მხრიდან კონკურენციის გაძლიერებით, განსაკუთრებით კი საშუალო ფასის სეგმენტში. 

image.png 

ერთ-ერთმა ტესტმა განსაზღვრა, რომ Core i5-10600-ის საბაზისო ტაქტის სიხშირე 3300 მჰც-ს შეადგენს. დაუზუსტებელი ინფორმაციით კი ტურბო სიხშირე 4689 მეგაჰერცია. 

image.png 

თუკი ეს რიცხვები საბოლოოა, გამოდის, რომ Core i5-10600 პროცესორის საბაზისო სიხშირე Core i5-9600-თან შედარებით 200 მეგაჰერცით გაიზარდა, ტურბოსიხშირე კი - მხოლოდ 100 მჰც-ით. შესაბამისად, Comet Lake-S თაობისგან სიხშირის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადაგანაც მას იგივე, Skylake მიკროარქიტექტურა აქვს და იწარმოება 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ასე რომ ახალი Core i5-ების ძირითადი განსხვავება ძველი მოდელებისგან იქნება Hyper-Threading-ის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას. 

  • Like 2
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო როგორც 8000-9000 სერიაზე უშვებდენ მულტითრიდინგის გარეშე მოდელებს მანდ ეგეთები აღარ გამოვაო, იქნება სამნაირი ვერსია T,non-k,k და მგონი დაჟე 20 თრიდიანზეც კი, ფასებსაც დაწევს ალბათ ინტელი, ჯერ ზუსტი ფასები არაა ცნობილი, ბუსტზე კი ვითომ 4.8GHZ, თუმცა ეგ მოდელს გააჩნია მემგონი, 12 თრიდიანი ნონ-კ 4.3 იყოს შეიძლება ისევე, როგორც 8700, ბოლომდე მაინც არაა ცნობილი ეგეთი დეტალები ჯერ, მაგრამ დარაზგონებით ეგეც რომ მინიმუმ 4.8GHZ ავა ეგ უკვე ჩანს კიდეც მაგ ჩარტში (K ვერსიებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა დელიდინგის გარეშე) , 5-7% მატების მეტი არ ექნება ერთ ბირთვზე, ეგეც პატალოკია, ნუ ეგენიც რეფრეშია 9000 ფაქტიურათ და მაგიტომ, რაღაცას კიდე გამოწურავდენ იგრებში და მემორი კონტროლერში ალბათ, მანდ მთავარი უფრო ფასია ალბათ + შეიძლება ოდნავ უფრო გრილები იყვნენ 9000-ზე რაზგონზე ეგ პროცესორები, ვისაც 8700-9700 აქვს უკვე ნაყიდი მინიმუმ გეიმინგში შეუძლია არხეინათ იყოს, მაგაზე გადასვლა არ დაჭირდება ნამდვილათ, ეგენიც მშვენივრათ უბერავენ, მაგრამ ვისაც ეგეთივე სიმძლავრის ინტელის პროცესორის დათრევა სურდა უფრო იაფათ ისინი უფრო დაინტერესდებიან მაგ პროციკებით 20 თრიდიანიც სხვა თემაა, ინტელს აქამდე მეინსტრიმ სექტორში არ გამოუშვია მაგდენ ბირთვიანი პროცესორი, ეგ პირველი იქნება, ჩემი აზრით ამ ეტაპზე კაკ მინიმუმ გეიმინგისთვის PCI-E 4.0 საპორტი ზედმეტი ტვირთია, მაგ შემთხვევაში ინტელის Z490 200$ ედებოდა 300$, რამდენს გაუხარდებოდა ეგეთი რამე კიდე საკითხავია და გაყიდვებიც დაეცემოდა, მაგიტომაა ბევრი რომ B450 თრეულობს ამდ-ზე ან X470 და უფრო ძვირიან ეგეთივე დონის X570 მაზერებს ერიდება 100$ ნაცენკით, ნუ არის 200$ უკვე 230$ მაგრამ ეგ უფრო ასროკები და მსი ზოგიერთი მოდელი და თან სეილზე, დანარჩენი მინიმუმ 250$-მდე ღირს ჯერ კიდევ თავიდან კი 300$ ედო, ნუ ადრე თუ გვიან ალბათ ინტელიც დაამატებს, შეიძლება 10 ან 7 ნანომეტრიან სერიაზე უკვე PCI-e 5 ან 6 ჩადონ პირდაპირ, მაგრამ ეხლა ჯერ არა, თუ დაემატება 11 სერიაზე უფრო DDR 5 საპორტი ალბათ, 80გჰ/სეკ და 5600 კიტები იგრებში კიდე გაზრდიან წარმადობას, PCI-E 4.0 კი ამ ეტაპზე 10% მატებას იძლევა ზოგიერთ სსდ-ზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.