Jump to content

Detroit: Become Human (2019)


Gobro

Recommended Posts

გიო ესეიგი საკამრისად ვერ გაიგე, ოუქეი აგიხსნი უცბათ.

ადამიანის 9 ძირითადი ფსიქოტიპი არსებობს და ამ თამაშში შემქმნელს ყველა ამ ფსიქოტიპის მქონე პერსონაჟი ყავს თამაშში გამოყენებული, აქ მთავარი მიზანი არის ის რომ შენ გაიცნო კარგად და დააკვირდე ყველა პერსონაჟს რომ მიხვდე რომელი რომელი ფსიქოტიპის მატარებელია და დაინახო მისი თვალით სამყარო და გადაწყვეტილებებიც შესაფერისი მიიღო, როგორსაც ამ კონკრეტული ფსიქოტიპის მატარებელი მიიღებდა რაც ხელს შეგიწყობს ადამინების წაკითხვაში, მთავარი მოტივი ზუსტად ეგ ჩადო რეჟისორმა...

1. რეფორმატორი

2. დამხმარე

3. მიმღწევი

4. ინდივიდუალისტი

5. გამომძიებელი

6. ლოიალისტი

7. ენთუზიაზმით სავსე

8. დომინანტი

9. მშვიდობისმყოფელი 

https://intermedia.ge/სტატია/136207-ენეაგრამა-ადამიანის-9-ფსიქოტიპი/193/user:ქეთი სარდლიშვილი:show:channel  

სხვათაშორის ამ სტატიას თუ გაეცნობით ძალიანს აინტერესო რაღაცეებს გაიგებთ, ბევრ რამეში დაინახავთ საკუთარ თავს...^^

ჰოდა რაც შეეხება ემოციებს, ემოციები სწორედ შენი ფსიქოტიპის გამოხატულებაა...^^

P.S. საინტერესოა თქვენ რომელ ფსიქოტიპს ატარებთ ისე გაიზ...)

ამ თემაზე რომ ვესაუბრე მეგობრებს ზოგი შოკში ჩავარდა ვუა რა მაგარი რამეა საღოლ რეჟისორსო, ზოგს შეეშინდა და დაისტრესა პირიქით, ზოგმა თქვა მოიცა ატრაკებ მაგდენი დამოზგა თამაშის დეველოპერმა ახლაო... :დ მოკლედ ათასი მოსაზრება იყო, ზოგი ძაან სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ვინც ჩაწვდა მაგ მორალს და იდეის არსს, ცვეტში რო ჩაფიქრდა უი ჰოოო მართალიაო მივიდა მაგ აზრამდე და უნიკალური თამაში არისო, ნუ მოკლედ რამდენი გონებაც არსებობს იმდენი აზრია, აზრები იკვეტება, ემტხვევა კდიეც მაგრამ ფაქტია არსი უსერიოზულესია ყველა ასპექტში პირადად ჩემთვის ასეა...

Link to comment
Share on other sites

კი მაგრამ რაც ჩამოთვალე მითხარი აბა საერთო რა აქვს მაგ ყველაფერს თამაშთან, კი შეიძლება დევს სკრიტი აზრი, მაგრამ როგორც იყავი საკმაოთ შეზღუდული მოძრაობებში dragon's lair ისე ხარ მანდაც, ის შეიძლება სულ უბრალო შინაარსის თამაში იყო, მაგრამ მე არც გამიკრიტიკებია მაგ თამაშის ატმოსფერო და შინაარსი, საქმე იმაშია რომ სხვა კრიტერიუმებით ძალიან შორსაა ლუბოი რეიტინგულ ნორმალურ თამაშთან, ბანალურათ იმიტომ რომ კონტროლი პერსონაჟებზე და სამყაროზე საკმაოთ ცოტა გაქვს, ზოგან კი პრიმიტიული კლავიშების დაკლიკვაა სწორ მომენტებში, ეგ თამაში არაა, უფრო გავს ინტერაქტიულ ფილმს, გეიმპლეი ძალიან პრიმიტიული აქვს, აი მაგ მხრივ ვაკრიტიკებ, გაგება არაა საჭირო + როგორც დაწერე ზოგს აინტერესებს ეგ ყველაფერი, ზოგს საერთოდ არა, გეიმერებს ვგულისხმობ, როცა შეზღუდული ხარ ეგრე თამასში ბევრმა შეიძლება დაიკიდოს ეგ დეტალები, ზუსტათ მაგის გამო ზოგი ჩათვლის შედევრათ ზოგი არა, ზოგს შეიძლება ვაბშე არ მოეწონოს, უფრო სწორი იქნებოდა რომ მარტო მაგ ჟანრში დაგერქვა შედევრი, ანუ ინტერაქტიურ ეკშენ-ადვენტურებში, მანდ უკვე არა აქვს მნიშვნელობა სკრიტი სმისლი დევს თამასში თუ არა და ჩაწვდები მაგ ყველაფერს თუ არა, რომ გამოირჩევა სხვა თამაშებიდან მაგაში გეთანხმები, მაგრამ ბევრი კრიტერიუმით სხვა იგრებს ჩამორჩება მაინც, ანუ თუ მოგწონს ინტერაქტიული იგრები მოგეწონება ეგენი სუყველა, თუ არა და შეიძლება ისე რა უწოდო ან ვაბშე დაგეზაროს დახურვა, ეგ უკვე ვის რანაირი თამაშები მოსწონს

Link to comment
Share on other sites

12 hours ago, მშვილდოსანი said:

ეგ ძველი თამაში არაა? გრაფიკა და რამე ძაან მოძველებული აქ, თორე კაი რამე იქნება :)

ძველია მაგრამ არ იქცევს ეგ ყურადღებას

Link to comment
Share on other sites

On 3/4/2022 at 2:36 AM, Harmony Lines said:

1. რეფორმატორი

2. დამხმარე

3. მიმღწევი

4. ინდივიდუალისტი

5. გამომძიებელი

6. ლოიალისტი

7. ენთუზიაზმით სავსე

8. დომინანტი

9. მშვიდობისმყოფელი 

შეგიძლია დაახასიათო რომელი პერსონაჟი რომელია?

ნუ კონორი გამომძიებელია თუ სწორად ვხვდები.

დამხმარე ის ლუთერა მგონია, ზანგი როა :)

Link to comment
Share on other sites

On 3/3/2022 at 11:07 PM, მშვილდოსანი said:

ეგ ძველი თამაში არაა? გრაფიკა და რამე ძაან მოძველებული აქ, თორე კაი რამე იქნება :)

გრაფიკა საიდან მოიტანე რომ მოძველებულიაქ ? ბევრ 2020-22 ში გამოსულაAAA თამაშზე მაგარი გრაფიკააქ ამ 2019 წლის გამოსულ თამაშს

Link to comment
Share on other sites

20 minutes ago, ottko said:

გრაფიკა საიდან მოიტანე რომ მოძველებულიაქ ? ბევრ 2020-22 ში გამოსულაAAA თამაშზე მაგარი გრაფიკააქ ამ 2019 წლის გამოსულ თამაშს

მოიცა, ეგ თამაში 2019 წლისაა? აშკარად სხვა თამაში მგონია მე, აბა გეიმპლეის რამე ლინკი ჩააგდე იუტუბის?

Link to comment
Share on other sites

ფარენგეიტს გულისხმობდა და არა ახალ კვანტუმ დრიმის თამაშებს, თუმცა ყველაზე უბრალო გრაფიკა ალბათ მაგ სამიდან heavy rain ექნება,ყველაზე კარგი კი ამ ბოლოს, მე არცერთი არ მაქვს დახურული თავის დროზე არც კონსოლზე და არც პს-ზე მოგვიანებით, მაგრამ ვინც დახურა სუყველა უმრავლესობა ბოლო ადგილზე Beyond 2 Souls აყენებს, პირველზე კი ბევრი ამ თამაშს, შვაში heavy rain, თუმცა რასაც ვუყურებ ეგეც საკმაოთ კარგი სიუჟეტითაა, თუმცა ბევრს Beyond უფრო მეტათ მოეწონა მაგ პირველ თამაშზე

Link to comment
Share on other sites

On 3/7/2022 at 6:55 PM, მშვილდოსანი said:

შეგიძლია დაახასიათო რომელი პერსონაჟი რომელია?

ნუ კონორი გამომძიებელია თუ სწორად ვხვდები.

დამხმარე ის ლუთერა მგონია, ზანგი როა :)

აუფ დიდი ხნის უკან დავხურე და ესე ზუსტად არ მახსოვს მაგრამ დაახლოებით ესე იყო

კონორი - გამომძიებელი / დამხმარე / მიმღწევი

ქლოე - ლოიალისტი

ელისი - დამხმარე ? (ზუსტად არ მახსოვს)

ჰენკი - ინდივიდუალისტი / პესიმისტი

მარკუს - დომინანტი / ენთუზიაზმით სავსე, (მარკუსზე უეჭველი მახსოვს რომ ეს ორივე იყო, იმიტომ რომ ეგ პერსონაჟი ჩემი ფავორიტია ამ თამაშში და ბევრი წავიკითხე ამ პერსონაჟზე ინფოები და ფან ფიქშენები, ძაან მევასება 💜 ...)

კარა - დამხმარე / ლოიალისტი / მშვიდობისმყოფელი

ნორტი - რეფორმატორი 

კამსკი - რეფორმატორი / მიმღწევი  და თუ სწორად მახსოვს დომინანტის ნიშნებიც ერია მის ფსიქოტიპში.

https://detroit-become-human.fandom.com/wiki/Category:Characters 

აი აქ არის თითოეული პერსონაჯის ფერსონალითი განხილული...

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

მოკლედ, რამდენნაირი განვითარება აქ ამ თამაშს, გაგაგიჟებს...

მერამდენედ დავხურე და არა მწყინდება 😀

Link to comment
Share on other sites

 უცნაური თამაშია ჩემთვის თუმცა ერთერთი ყველაზე ემოციური და შთაბეჭდილების მომხდენი. ქუვანტუმ დრიმის სხვა თამაშები ბევრი არაფერი მაქვს დახურული. ბიონიდ თუ სოულსი, დეტროიტი და ახლა ჰევი რეინს ვხურავ მაგრამ ძალიან გამეწელა. აი ვერ ჩამითრია ამ ეტაპზე. ამ თამაშს რაც შეეხება ერთი ამოსუნთქვით დავხურე. რამდენიმეჯერ გავდიოდი ეპიზოდებს რომ ჩემთვის სასურველი შედეგი მიმეღო. კაკრას ეგ მომწონს რომ უბრალოდ ბრახაბრუხი არაა. არც ღია სამყაროს მოთხოვნილება მაქვს. მირჩევნია ასე კონკრეტული სიუჟეტი იყოს და წიგნივით ვითარდებოდეს ვიდრე თავისუფლება მქონდეს და პირდაღებულმა ვიარო. ამიტომ არ მომმწონს არცერთი რპგ რომელიც კონკრეტულ პერსონაჟზე და პიროვნებაზე არაა მიბმული. მხოლოდ ვიჩერის სერიები მომწონს რპგ-ებიდან იმიტომ რომ გერალტზე იყო თორე სკაირიმი 10 წუთიც ერ ვითამაშე იმდენად უინტერესოა ჩემთვის. არადა შედევრალურია ბევრისთვის -ჩემთვის კაპიკია მისი ფასი.

ამ თამაშში მენიუშიდაც კი რაღაც ხდებოდა. არ ვიცი პირატულზე აქვს თუ არა ეგეთი რაღაც. ადრეც დავწერე ამ თემაში და კიდევ ავღნიშნავ. მენიუშო ის დამხმარე ასისტენტი გოგო რომ ლაპარაკს იწყებს. ჩემთვის ვიჯექი რაღაცას ვაკეთებდი თამაშის დაწყებამდე და უცებ მომიბრუნდა და შეიზლება კითხვები დაგისვაო? დავიძძაბნე მეთქი რა ხდება?!😀 მოკლედ ტესტები იყო და საკმაოდ შინაარსიანი. შესაძლოა ასე გამოკითხვიტ საზოგადოების მზაობას ამოწმებენ გარკვეული საკითხების მიმართ. საკმაოდ ეფექტური ჩანართი იყო ჩემი აზრით. სხვა თამაშში მსგავსი არაფერი შემხვედრია.

Link to comment
Share on other sites

ხო რა ძაან ღრმა თამაშია იმენა, ჩაგითრევს და მოაქ და მოაქ :D

საუნდტრეკები აქ კიდე ცალკე კაიფი :)

პირველად რო ხურავ ხო ვერ მოწყდები :)

იმ ორს ცოტა გრაფიკა აქ მოძველებული, თორე ძალიან მაგრებია ჰევი რეინიც და ბიონდიც :)

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...
On 8/1/2022 at 3:56 PM, MaKaSaRa said:

ჩემთვის ვიჯექი რაღაცას ვაკეთებდი თამაშის დაწყებამდე და უცებ მომიბრუნდა და შეიზლება კითხვები დაგისვაო? დავიძძაბნე მეთქი რა ხდება?!😀 მოკლედ ტესტები იყო და საკმაოდ შინაარსიანი. შესაძლოა ასე გამოკითხვიტ საზოგადოების მზაობას ამოწმებენ გარკვეული საკითხების მიმართ. საკმაოდ ეფექტური ჩანართი იყო ჩემი აზრით. სხვა თამაშში მსგავსი არაფერი შემხვედრია.

ეს მეც უნდა ვითამაშო. ზოგი ისეთებს წერს ამ იგრაზე რო მაგრად დამაინტერესა

Link to comment
Share on other sites

4 hours ago, მიშკა said:

ეს მეც უნდა ვითამაშო. ზოგი ისეთებს წერს ამ იგრაზე რო მაგრად დამაინტერესა

თუ არ გაქვს ნათამაშები ითამაშე გაგისწორდება მაგრად. ნუ ფილმივითაა რაა ვიდრე თამაში :D 

Link to comment
Share on other sites

ლაპარაკის მოსმენა ვისაც არ უყვარს იმათ არ გაუსწორდება. დიალოგებია ფაქტობრივად ვიდრე ექშენი

Link to comment
Share on other sites

უმაგრესი თამაშია.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.