Jump to content

Detroit: Become Human (2019)


Gobro

Recommended Posts

მეც მაგრა მისწორდება ეს ჟანრი. ტუპად ბახაბუხი წადი მოკალი არასდროს მომწონდა. თან ვერ იტყვი რომ მარტივი გადაწყვეტილებებია მისაღები. ძალიან ბევრი ვარიანტია რაც საბოლოოდ აისახება ფინალზე. გრაფიკაც მაგარია იმის გამო რომ პატარა ლოკაციებია. სერიოზული მსახიობები მონაწილეობენ და იმენნა კინოა კინოზე 4-5ჯერ (და უფრო მეტჯერ) ხანგრძლივობის. beyond two souls დავხურე რამდენიმე კვირის უკან. მსახიობებიც კი ერთი ყავთ ხშირ შემთხვევაში ამ სტუდიებს. ამაში რომ ასისტენტკაა მენიუში (Chloe) იქაც შემხვდა ოღონდ პატარაობისას. ჰო ამ თამაშში მენიუში რომ ვიყავი ერთხელ უცებ ტესტირების ჩატარება მთხოვა თუ გცალიაო. და ისეთი კითხვები იყო რობოტებს თუ ანდობთ თქვენი ბავშვის სიცოცხლეს და ღმერთი თუ გწამს და მსგავსი ღრმა შინაარსის კითხვები და მაგარი დავიძაბე. ძალიან მაგარი თამაშია მოკლედ. არ ვიცი ვის როგორ მაგრამ უაზრო რახარუხს და far cry-ის მთლიან სერიებს ამის ერთი ეპიზოდი მირჩევია(ეუფ რა მოვსპე :D )  

Link to comment
Share on other sites

ეგ ჟანრი მახსოვს ჯერ კიდევ dragon's lair-ან პანასონიკ 3D0 რომ იყო 

ეგ გასაგებია მთლათ პრიმიტიული მულტიაშნი ვარიანტია ბანალური კნოპკების სწორ მომენტში დაჭერის, თუმცა არც მაშინ მომწონებია დიდათ, მაგრამ კარგათ კი გამოიყურებოდა სხვა იმ დროინდელი იგრების ფონზე მაინც დიდ ტვ-ში, მაგათმა მაქსიმალურათ დახვეწეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის მაინც პრიმიტიულია და ძალიან უბრალო გეიმპლეით, პირველ რიგში იმიტომ არ მომწონს რომ უფრო ახლოს ფილმთანაა ვიდრე თამაშთან, თორე სიუჟეტი ბევრს მართლა ძალზე ხოშიანი აქვს და ატმოსფერულიც

Link to comment
Share on other sites

On 6/6/2021 at 12:16 AM, MaKaSaRa said:

ჰო ამ თამაშში მენიუში რომ ვიყავი ერთხელ უცებ ტესტირების ჩატარება მთხოვა თუ გცალიაო. და ისეთი კითხვები იყო რობოტებს თუ ანდობთ თქვენი ბავშვის სიცოცხლეს და ღმერთი თუ გწამს და მსგავსი ღრმა შინაარსის კითხვები და მაგარი დავიძაბე. ძალიან მაგარი თამაშია მოკლედ...

ეგ პირიქით მასტიმულირებს ეგეთი კითხვები რომ იყო, ძალიან საინტერესო ტესტი იყო და ფილოსოფიურად უნდა შევხედოთ ყველამ საკუთარ თავს ადამიანი როგორც ეგზისტენცია, ეს თამაში ერთი დიდი ფსიქოლოგიური სეანსია რომ დაუკვირდე, ბევრი მესიჯი იყო ჩადებული შიგნით, ზედაპირული ადამიანები ვერ მიხვდენ მაგეებს, მაგრამ ვინც სიღრმისეულად უკვირდება საკუთარ თავს და აკვირდება შენიაგან სამყაროს ბევრ რამეს ამოიცნობს, ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავსაც კი, თუნდაც მარკუსის ხატვის პროცესორი ეგ აღებულია როგორც ვიცი ჰერმან რორშახის ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტის საფუძველზე, რორშახის ტესტის მეშვეობით ძირითადად ხდება ინდივიდუალური თავისებურებების, შემეცნებითი სტილის, შინაგანი და პიროვნებათშორისი კონფლიქტების და დაცვის მექანიზმების,შფოთვის დონის, ინტელექტუალური უნარების და ა.შ. დიაგნოსტირება. ნუ ამ თამაშში  ფაქტიურად ანდროიდები ადამიანური შეგრძნებებით და ფსიქოტიპებით არის გამოყვანილი უკვე რაც ძალიან საინტერესოა...^^

inside რომ არის ინდი თამაში იქაც ვერ მიხვდა ბევრი რა მოხდა საერთოდ მე დავწერე კიდეც მაგ თამაშის არსი რაში მდგომარეობდა... ესეთ თამაშები იმიტომ ასწორებს რომ პირველ რიგში საკუთარი თავის მეტად შეცნობაში გეხმარება, ამა თუ იმ ადამიანურ მომენტებში მიღებული გადაწყვეტილებების, ჩვენივე გადაწყვეტილებები განგვსაზღვრავენ ზუსტად თუ ვინ ვართ...

Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

Detroit Become Human აპდეიტი გამოვიდა:

https://www.torrentleech.org/torrent/2018584

https://www.torrentday.com/t/5938557

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ეს თამაში, heavy rain და Beyond: Two Souls სამივე ერთი კატეგორიის თამაშებს მიეკუთვნება, ეგრეთ წოდებული ინტერაქტიული იგრებია, ჟანრიც ბევნაირი ურევია, დეტექტივი,ეკშენი,ადვენტურა, ფანტასტიკა, ნუარის ელემენტებიც აქვს, ყველაფერი პრინციპში დაიწყო Fahrenheit მე მარტო ეგ მაქვს დახურული, ძალიან მაგარი ეკშენ-ადვენტურა იყო მისტიკური სადაც დეტექტივიც ერია და დრამაც, კვანტუმ დრიმი მაგ იგრების დეველოპერი ეხლა ახალ პროექტზე Star Wars Eclipse მუშაობს, ვნახოთ რამდენათ კარგი გამოუვათ ეგ ახალი

Link to comment
Share on other sites

ნეტა ჩემთან ხდება თუ თამაშის ბრალია, სავსეა ფრიზებით სტატერებით მომენტებზე ვიდეოს დატვირთვა ვარდება 5%-ზე და 1-2 წამიტ კი არა შეიძლება 1 წუთი იყოს ეგრე, უჟასია

Link to comment
Share on other sites

4 hours ago, david_888 said:

ნეტა ჩემთან ხდება თუ თამაშის ბრალია, სავსეა ფრიზებით სტატერებით მომენტებზე ვიდეოს დატვირთვა ვარდება 5%-ზე და 1-2 წამიტ კი არა შეიძლება 1 წუთი იყოს ეგრე, უჟასია

მე 2 წლის წინ დავხურე და არ ქონია მსგავსი პრობლემა

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, david_888 said:

უმაგრესი რამე ყოფილა, აქამდე სად ვიყავი

Heavy Rain-იც და Beyond: Two Souls მოგეწონება შენ. მართალია ძველი თამაშებია მაგრამ ასწორებს მაინც

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Gobro said:

Heavy Rain-იც და Beyond: Two Souls მოგეწონება შენ. მართალია ძველი თამაშებია მაგრამ ასწორებს მაინც

მე კი ცოტა მწყრალად ვარ ძველ თამაშებთან, მარა ალბათ მოვსინჯავ,

Beyond: Two Souls-ს მაინც

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, david_888 said:

მე კი ცოტა მწყრალად ვარ ძველ თამაშებთან, მარა ალბათ მოვსინჯავ,

Beyond: Two Souls-ს მაინც

Heavy Rain ბევრად ჯობია

Link to comment
Share on other sites

მე მარტო Beyond მაქ დახურული და მაგრად გამისწორდა. Heavy rain დავიწყე მარა ნამეტანი ჩახლართულობა გაიჩითა და შევეშვი. 

Detroit კარგია ესეიგი ღიირს?

Link to comment
Share on other sites

21 hours ago, მიშკა said:

Heavy rain დავიწყე მარა ნამეტანი ჩახლართულობა გაიჩითა და შევეშვი. 

სიამოვნებით დავხურე PC ზე რო გამოვიდა. მართალია, გრაფიკა უკვე მოძველებული აქ და გეიმპლეიც ნაყურები მქონდა, მარა მაინც გაასწორა :) ნეტა ამისთანა თამაში ბევრი გამოუშვან.

21 hours ago, მიშკა said:

Detroit კარგია ესეიგი ღიირს?

შედევრია ამ ჟანრში 👍

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

fahrenheit იცით ? ამ ჟანრში (ინტერაქტიული კინო) ჩემი აზრით საუკეთესოა.. ამათ ყველას მირჩევნია :)

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, user24 said:

fahrenheit იცით ? ამ ჟანრში (ინტერაქტიული კინო) ჩემი აზრით საუკეთესოა.. ამათ ყველას მირჩევნია :)

ეგ ძველი თამაში არაა? გრაფიკა და რამე ძაან მოძველებული აქ, თორე კაი რამე იქნება :)

Link to comment
Share on other sites

აი საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე აზრიანი თამაშია, ვინც ამბობს რომ rdr2 შედევრიო, ჩემი აზრით სუფთა ტექნიკურ მხარეზე დაყრდნობით საუბრობენ ამას რომ გახსნილი სამყაროა, რეალისტური თემები, ვიზუალური მხარე და ა.შ. ვისაც ვკითხე ყველას მსგავსი არგუმენტები მოყავს ისტორიაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, ყველა ტექნიკურ მხარეზე ლაპარაკოს, რატომღაც მგონია აზრობრივობით, შინაარსით და ა.შ.  ეს თამაში სახეს გააძრობს RDR2-ს...

ბოლო წლებში სთორიზე და თვისთიდ მაინდ თემებზე ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას, წიგნს რომ კითხულობ სიტყვაზე და გარემოზე უფრო მეტ ყურადღებას რომ უთმობ ვიდრე თვითონ იმას თურას გასწალის წიგნი, რა დაგიტოვა ღირებული, აი ეგ თემაა...

ფსიქოლოგიას რომ ვსწავლობდი მაშინ რასაც გავდიოდით ის იყო რომ კედლის უკან რა იყო ის დამენახა და გამეანალზიებინა და არა კედლისთვის მეყურებინა (ალეგორიაა ასეთი). საკუთარი თავის ძიებას მიყავს ადამიანი ჭეშმარიტებამდე.

ნაცნობმა დახურა ეს თამაში და რა გასწავლათქო, რა დაგანახათქო ვკითხე და, რობოტები და ხელოვნური ინტელექტი დაგვღუპავსო, მარტო ეს იყო პასუხი... 😕

  • Haha 1
Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, Harmony Lines said:

ნაცნობმა დახურა ეს თამაში და რა გასწავლათქო, რა დაგანახათქო ვკითხე და, რობოტები და ხელოვნური ინტელექტი დაგვღუპავსო, მარტო ეს იყო პასუხი...

😄

მართლა მაგარი თამაშია რა, ბოლო წლებში რაც მითამაშია ერთერთი საუკეთესოა. კიდე მინდა ესეთი თამაში :)

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, მშვილდოსანი said:

😄

მართლა მაგარი თამაშია რა, ბოლო წლებში რაც მითამაშია ერთერთი საუკეთესოა. კიდე მინდა ესეთი თამაში :)

ბევრი არ არის ესეთი, ღრმა აზრის მატარებელი თამაშები.მაგრამ წიგნს გირჩევ ბლეიკ კრაუჩის "ბნელი მატერია"  წაიკითხე ძალიან მაგარი საკითხავიაა, წყალივით მიდის ისე იკითხება და თვისთიდ მაინდ თემებიცაა, დრო, სივრცე, ცხოვრების არსი რაში მდგომარეობს და ა.შ.

 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

პასუხი მართლა ალალი და სასაცილო გამოუვიდა შენს ახლობელს, მაგრამ ჩემი აზრით ეს თამაშიო აწყობილია "ემოციებზე", დატოვებით რავი აბა რა უნდა დატოვოს, გავა ორი სამი თვე და აღარც გემახსოვრება. ფანტაზიასაც ვერ შლი, რასაც გთავაზობენ იმას მიყვები, ფილმის მსგავსად. 

 

Link to comment
Share on other sites

ოღონდ თამაში უფრო ისაა ვიდრე ესეთი იგრები, ესენი უფრო ახლოსაა ინტერაქტიულ ფილმებთან რახან გეიმპლეი მაქს 3+ აქვს ეგეთ იგრებს, საკმაოთ შეზღუდული ხარ მოძრაობებში, სიუჟეტზეა ყველაფერი აგებული და ფილმივით იხურება, რაც ყველაზე მეტათ არ მომწონს თამაშებში, ფარენგეიტს გამოვარჩევდი მაინც, იქ ცოტა უფრო დიდი არეალი გაქვს მოქმედების, ვიდრე ამ ახლებში, დახურული მაქვს თავის დროზე და მართლა ძლიერი თამაშია, ის უფრო ნახევრათაა ინტერაქტიული და არც გრაფიკა ქონდა ამ ახლების დონის, მაგრამ მაინც ძლიერი ადვენტურა იყო სადაც ტრილერის ელემენტებიც ერია და ფანტასტიკაც, თუმცა ეგ უფრო ამ იგრებთან გაქვს დიდი არეალი მოქმედების, ისე მახსოვს ისიც საკმაოთ შეზღუდული იყო გეიმპლეის მხრივ, თუმცა მაინც საინტერესო იყო დასახურათ, ერთი მომენტია სადაც ჩისტა ინტერაქტიულ ფილმში გადავიდა თამაში, აი სწორ კომბინაციას რომ უნდა დააჭირო სადღაც რომ გარბიხარ და ახტები რაღაცეებს, ეგრევე dragon lair გამახსენდა ინტერაქტიული თამაშია ეგეც 1990 წლების მულტიაშნი გრაფიკით, მაგ პერიოდში აგრეთვე პოპულარული იყო ვიდეოკლიპების მიხედვით თამაშების გამოშვება, რაღაც ვესტერნი გამოვიდა კონსოლზე მახსოვს მაგ პერიოდში, კიდე იყო რამდენიმე ეგეთი, მაგრამ მანდაც ძალზე პრიმიტული გეიმპლეი ქონდა და არც სიუჟეტი უვარგოდა როგორც ამ თამაშებს, მაგ მხრივ ძალიან პრიმიტიული იგრები იყო სუყველა, მაგრამ ალბათ Dragon's Lair დაიწყო ყველაფერი, ეგ იყო ერთ-ერთი პირველი ინტერაქტიული თამაში მგონი, მე ყველაზე ნაკლებათ მიზიდავდა ინტერაქტიული იგრები წლების მანძილზე, თუმცა თუ მოვსინჯე მარტო კვანტუმ დრიმის იგრები, სხვა ბევრათ ცუდი დონისაა მაინც ან მთლათ ინტერაქტიული არაა უკვე, ნუ სიუჟეტს რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა თამაშებში, მაგრამ მარტო სიუჟეტი პრიმიტიული გეიმპლეით არაა საკმარისი ჩემთვის, ან შიკარნი გრაფიკა თუ აქვს და სხვა არაფერი უვარგა, გეიმპლეიც ძალზე მნიშვნელოვანია და საინტერესო სამყარო სადაც ასრულებ მისიებს და დავალებებს, მაგ მხრივ რაც უფრო შეზღუდული ხარ მით უფრო ნაკლებათ მაინტერესებს თამაში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.