Magdalena Posted December 11, 2019 Share Posted December 11, 2019 ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ისაუბრა პროექტზე სპეციალიზებული აპარატის კოსმოსში გაშვებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად აპარატმა უნდა გაანადგუროს კოსმოსური ნაგავი. კოსმოსის დანაგვიანების მხრივ სიტუაცია მუდმივად უარესდება. ახალი თანამგზავრების გაშვებით მათი ერთმანეთთან ან სხვა ობიექტებთან შეჯახების რისკი იზრდება, ნებისმიერი კოსმოსური ავარია კი იწვევს ფრაგმენტებისგან ორბიტაზე უზარმაზარი მოცულობის ახალი ნაგვის წარმოქმნას. ახალი პროექტი, რომლის შესახებაც ESA საუბრობს, განხორციელდება კონსორციუმით, რომლის ხელმძღვანელიც შვეიცარული სტრატაპი ClearSpace გახლავთ. მომავალმა „კოსმოსურმა მენაგვემ“ სახელად ClearSpace-1 მიიღო. დაგეგმილია, რომ ClearSpace-1-ის პირველი სამიზნე იქნება რაკეტა Vega-ს ზედა ნაწილი, რომელიც 600–800 კილომეტრ სიმაღლეზე დარჩა ჯერ კიდევ 2013 წელს გაშვების შემდეგ. ამ ობიექტის მასა დაახლოებით 100 კგ-ს შეადგენს და მისი ფორმა ხელსაყრელია „ნაგვის მჭერის“ შესაძლებლობების გამოცდისთვის. ClearSpace-1-ის კოსმოსში გაშვება დაგეგმილია 2025 წლისთვის. აპარატი შეეცდება დაიჭიროს დასახული ობიექტი და გაიყვანოს ორბიტიდან, რათა იგი ატმოსფეროში დაიწვას. თუკი მისია წარმატებით ჩაივლის, სამომავლოდ უფრო რთული მისიები დაიგეგმება. https://3dnews.ru/999352 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.