Jump to content

ოფიციალურ ანონსამდე გავრცელდა Redmi K30 4G სმარტფონის ფოტოები


Recommended Posts

Redmi K30-ისა და Redmi K30 5G სმარტფონების შესახებ ცნობების უმეტესობა ოფიციალური წყაროებიდანაა მიღებული. ფოტოებზე, რომლებზეც გამოსახულია მოწყობილობის ვარდისფერი მოდელი, აგრეთვე ჩანს მისი იისფერი გაფორმებაც. სიახლე სმარტფონის ოფიციალურად გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. 

image.jpeg 

ფოტოებზე ჩანს, რომ Redmi K30 წარმოდგენილი იქნება თეთრი კოლოფით, რომელზეც სმარტფონის დასახელება გარდამავალ ფერებში იქნება გამოსახული. ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულა ლოგოტიპი Mi. შეფუთვის ქვედა მხარეს მოცემულია წარწერა  - „დამზადებულია Redmi-ს დიზაინით“, შუა ნაწილში კი განთავსებულია ბრენდის თილისმა. ამ კონკრეტულ შეფუთვაში დევს ვარდისფერი სმარტფონი 6/128 გბ მეხსიერებით. TENAA სერტიფიკაციამ ძველად დააფიქსირა, რომ წარმოდგენილი იქნება ასევე ვარიანტები 6/64 გბ, 8/128 გბ და  12/256 გბ მეხსიერების მოცულობით. 

image.jpeg 

წარმოდგენილ ფოტოებზე ტელეფონი გამორთულია, თუმცა კარგად ჩანს პერფორირებული დისპლეი ორმოდულიანი ფრონტალური კამერის ქვემოთ. სმარტფონის უკანა პანელის ფოტოს მიხედვით ზუსტი წარმოდგენა იქმნებ ოთხმოდულიანი მასიური ძირითადი კამერის არსებობის შესახებ. შეფუთვა მიუთითებს, რომ Redmi K30-ს აქვს მეხსიერების მოცულობის გაფართოების საშუალება microSD ბარათის მეშვეობით, თუმცა მომხმარებლებს ამისთვის მოუწევთ nano SIM ბარათის ერთ-ერთი სლოტი მას დაუთმონ. სმარტფონის უკანა მხარე დაფარულია მქრქალი (მატირებული) მინით. 

აგრეთვე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს იისფერი ვარიანტი. TENAA-ინფორმაციის თანახმად როგორც აღმოჩნდა, მოწყობილობა მუშაობს MIUI 11-ზე და იგი დაფუძნებულია Android 10 პლატფორმაზე. Redmi K30 4G სმარტფონს ექნება 6.67-დუიმიანი FHD+ დისპლეი და 8-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 730G. აგრეთვე აღსანიშნავია თითის ანაბეჭდის სკანერი სმარტფონის გვერდზე და 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი დატენვის მხარდაჭერით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.