Jump to content

Sharp AQUOS Zero2 - მსოფლიოში პირველი სმარტფონი 240-ჰერციანი სიხშირის მქონე დისპლეით


Recommended Posts

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გამოდის გაყიდვაში ფლაგმანური სმარტფონები კადრის განახლების მაღალი  - 120 ჰერცამდე სიხშირით. რა თქმა უნდა, შედეგად უზრუნველყოფილია გამოსახულების გაუმჯობესებული ხარისხი, თუმცა გვერდითი ეფექტია პროდუქტის საბოლოო ფასის მატება. 

და აი, კომპანია Sharp-მა გადაწყვიტა ერთბაშად გადაუსწროს სმარტფონების ყველა წამყვან მწარმოებელს და გამოუშვას მსოფლიოში პირველი სმარტფონი 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 

ამგვარი მახასიათებელი ყველა ტოპ გეიმინგ მონიტორსაც კი არ აქვს. წარმოდგენილი სმარტფონი Sharp AQUOS Zero2 გაყიდვაში გამოვა 2020 წლის პირველ კვარტალში იაპონიაში. მოწყობილობა იმუშავებს პროცესორ Snapdragon 855-ზე, დაკომპლექტებული იქნება 8 გბ ოპერატიული და 256 გბ UFS 3.0 სტანდარტის შიდა მეხსიერებით. 

image.png 

image.png 

ამის ფონზე წარმოუდგენლად გამოიყურება სმარტფონის ბატარეა, რომლის მოცულობაც მხოლოდ 3139 მა/სთ-ია, რაც კატასტროფულად ცოტაა 240 ჰც სიხშირის 6,4-დუიმიანი დისპლეის მქონე სმარტფონისთვის. საინტერესოა რამდენ ხანს იმუშავებს AQUOS Zero2 სმარტფონი ერთ დამუხტვაზე, რადგანაც მას მოუწევს ჩვეულებრივ სმარტფონთან შედარებით ოთხჯერ სწრაფად გამოსახოს ეკრანზე გამოსახულება თანაც იმის ფონზე, რომ  ჩვეულებრივ სმარტფონებს უფრო დიდი მოცულობის ბატარეა აქვთ. საჭიროა დაელოდოთ სმარტფონის ბაზარზე გამოსვლას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მისი შესაძლებლობების საფუძვლიანად განხილვა. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.