Jump to content

Razer წარმოგიდგენთ ლეპტოპს Tesla Cybertruck-ის მსგავსი დიზაინით


Recommended Posts

კომპანია Tesla-მიერ ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის დაანონსებიდან არც ისე მცირე დრო გავიდა, თუმცა ინტერნეტში მისი ფუტურისტული დიზაინის შესახებ კამათი და განხილვები არ წყდება. გამორიცხული არ არის, ეს საუბრები მანამდე გაგრძელდეს, სანამ ილონ მასკი მომდევნო მოდელს დააანონსებს. 

image.jpeg 

როგორც ჩანს, ამ პიკაპით დაინტერესდა Razer-ის გენერალური დირექტორი Min-Liang Tan-იც. მან Twitter-ის მეშვეობით Tesla-ს ხელმძღვანელ ილონ მასკს შესთავაზა პორტატული კომპიუტერის კონცეპტი, რომელიც Cybertruck-ის მსგავსი დიზაინითაა წარმოდგენილი. ლეპტოპს შესაძოა ეწოდოს Razer Blade ან CyberBlade და შესაძლებელი იქნება მისით CyberpunkGame-ი თამაში, როდესაც გამოვა. 

image.jpeg 

Tesla Cybertruck-ის ანონსის შემდეგ სინგაპურული კომპანიის ხელმძღვანელმა გამოქვა სურვილი - ჰქონდეს Tesla-ს პიკაი, რომელიც გაფორმებული იქნება Razer-ის საფირმო ფერებით. 

image.jpeg 

Min-Liang Tan-მა მასკს აგრეთვე შესთავაზა პარტნიორობა Razer-სა და Tesla-ს შორის, რომელიც მისი აზრით ორივე კომპანიას მოუტანს სარგებელს. 

Tesla-ს ხელმღვანელს ამჟამად ამისთვის არ სცალია, რადგანაც დაიწყო სასამართლო პროცესი ბრიტანელი დაივერი Vernon Unsworth-ის სარჩელის განხილვაზე. იგი ტაილანდში წყალქვეშა გამოქვაბულიდან ბავშვების გადარჩენის წარმატებული სპეცოპერაციის მონაწილეა. მასკმა მას პედოფილი უწოდა და დამცირებული ანსვორთი ითხოვს კომპენსაციის სახით 75 ათასი აშშ დოლარის გადახდას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.