Jump to content

NVIDIA ამზადებს 7-ნანომეტრიანი პროცესორების მოულოდნელ ანონსს


Recommended Posts

დეკემბერში ნახევრადგამტარი წარმოების სექტორში მოღვაწე ბევრი კომპანია ხვდება ინვესტორებს, რომლებთანაც განიხილავენ თავიანთ მიღწევებსა და ერთმანეთს უზიარებენ სამომავლო პროგნოზებსა და გეგმებს. ღონისძიება Credit Suisse-ზე კომპანია NVIDIA-მ ტრადიციულად მიავლინა თავისი ფინანსური დირექტორი Colette Kress. საინვესტიციო საზოგადოების წარმომადგენლებთან ნახევარსაათიანი შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა ფინანსური დირექტორი კომერციული საიდუმლოებების შენახვას აქტიურად ცდილობდა. 

image.jpeg 

Colette Kress-ის თქმით, კომპანია მუდამ დაძაბული მუშაობს არა მარტო არქიტექტურაზე, არამედ ახალ ტექნოლოგიებზე. მან დამსწრეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ NVIDIA-ს ახალი ტექნოპროცესის შესახებ დაინტერესებული პირები მალე მიიებენ ცნობებს. როგორც წესი, კომპანიის ხელმღვანელობას სურს, ყველა მოვლენა საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყოს. 

Kress-ის თქმით, NVIDIA-ს გრაფიკულმა პროცესორებმა წამყვანი პოზიციები შეინარჩუნეს სიჩქარის კუხით და გამოყენებულ ტექნოპროცესზე არ იყო ეს ფაქტი დიდად დამოკიდებული. კომპანია მზადაა იმუშაოს პროდუქტების გაუმჯობესებაზე როგორც უკვე არსებული ტექნოპროცესის, ისე სამომავლო ტექნოლოგიის ფარგლებში. ახალ ლითოგრაფიულ საფეხურზე გადასვლას NVIDIA “უახლოეს მომავალში“ აპირებს. 

ზოგადად, ახალი ტექნიკური პროცესების დაუფლებისას, NVIDIA ყოველთვის ცდილობს იპოვო ოპტიმალური დრო შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე გამოსაშვებად. ავარი პრიორიტეტია მაღალი ხარისხი და სიჩქარე, ხოლო რა ტექნოპროცესი იქნება მასში გამოყენებული - მეორეხარისხოვანია. ამ სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციას, განსაკუთრებით გამომთვლელი სიჩქარის სეგმენტში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.