Jump to content

Recommended Posts

გამარჯობა. Dell p2414h მაქვს უკვე მეოთხე წელია ყოველდღე ვრთავდი თითქმის. რამდენიმე დღის წინ რაღაც ზოლი გაუჩნდა (ნახეთ სურათი) და ეკრანზე თითს პატარაზე რო ვაჭერ ამ ზოლის ფერი იცვლება. ზოგჯერ შავია ზოგჯერ ვარდისფერი ზოგჯერ ლურჯი. თავიდან რო ვაჭერდი საერთოდ ქრებოდა ეს ზოლი მარა ეს ბოლო დღეებია აღარ ქრება და სხვა ფერებში გადადის. მაინტერესებს თუ შესაძლებელია შეკეთება და მეთვითონ თუ შევძლებ. მადლობა წინასწარ.

Webp.net-compress-image.jpg

Link to comment
Share on other sites

სხვა კაბელებზეც ცადე, გამოაძვრე აბა მონიტორის კაბელი და მარტო დენის კაბელი დატოვე მონიტორზე, მერე სანამ პოვერ კნოპკას დაჭერდე ჯერ ზედა ორ კნოპკას დააჭირე, ეგრე ირთვება ფერების შემოწმების რეჟიმი კაბელის გარეშე რომ შეიძლებოდეს დატესტვა, მანდაც ნახე აქვს თუ არა ეგ ზოლი ჯერ, თუ კი არა მგონია ეგრე ადვილათ დაიფიქსოს, ჩემს ზოლი არა მაგრამ მცირე კოპლებივით აქვს ეკრანის ქვედა ნაწილში, დროთა ნანმავლობაში მოემატა ეგეთი წერტილები მაგრამ ჩვენებას ისე ძალიან არ უშლის ხელს, თუ არ დააკვირდი არ ეტყობა, დედ პიქსელები არაა, მაგრამ ჩემი 2013 წელსაა ნაყიდი, ალბათ მატრიცა გადის მარილზე, შეკეთებით შეიძლება შეკეთდეს სერვის ცენტრში უნდა მიტანა, შენით მაგას მაინც ვერ გაასწორებ თუ მატრიცის ბრალია 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ჩემთან ალბათ პირველად 4 წლის უკან შევნიშნე ეგეთი ზოლი, იასამნიშფერი თუ ვარდისფერი აღარ მახსოვს. თემაც გავხსენი მაშინ  აქ. პროსტა შემორახუნებაზე სწორდებოდა. მერე 4 წლიწადი გავიდა და აღარ გამოჩენილა. ერთი თვის უკან ვიდეოკარტებს ვტესტავდი ჩემსას და ერთი ამოვიღე მეორე ჩავაყენე და მაშინ დავინახე ისევ ეგ ზოლი. კიდე შემოვურახუნე დაბლითა კუთხეში და გასწორდა და აღარ გამოჩენილა. ვფიქრობ ეკრანის შლეიფის ბრალია ფიზიკურ ზემოქმედებაზე რომ რეაგირებს. შენთან არ ვიცი , ჩემთან ბევრად წვრილი ხაზია როგორც ჩანს ვიდრე შენთან თუმცა პრობლემა მსგავსი ჩანს. ეს მონიტორი 2011 წელს ვიყიდე. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ჩვენთან ისე ეხლა ეს მონიკია უკონკურენტო 23 ინჩიანებში ფასი-ჩვენებით: http://geobit.ge/product/asus-vx239h-w-23-full-hd-1920-x-1080-pixels-169-led-ips-5-ms-250-cd-m²-white/ მაგაზე უკეთესის შოვნა გაგიჭირდება ეხლანდელი ფასებით, ნუ 2k hdr და ფრისინკები კარგია 27-31.5 ინჩიანი მაგრამ ეგეთზე ფასი 1700-2500 ლარის ფარგლებში მერყეობს უკვე ჩვენთან და ყველა ვერც გაწვდება უცბათ მონიკი რომ გაუფუჭდეს და ახლის ყიდვა დაჭირდეს სასწრაფოთ, მე რაც დავაგდე მაგის ყიდვა უფრო რეალურია მემგონი, ფლიკერ ფრია, მგონი 60ფპს სათამაშოთაც გამოდგება იგრებისთვის და ფსევდო 8 ბიტიანი იპს ფონზე არც ისე ცუდი ჩვენება უნდა ქონდეს ეგეთზე, ახალი არაფერია მასეთში მაგრამ ცუდი ნამდვილათ არაა მთლიან ჯამში

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

სხვა თემა რომ არ გავხსნა დავწერ რომ გაუჩნდა ზოლი ისევ მონიტორს. შემორახუნებაზე აღარ შორდება. თან მხოლოდ ნაცრისფერ ტონალობაზე ჩანს და რაღაც ეგეთზე. გააჩნია რას ვუყურებ ეს ზოლი ზოგგან ჩანს ზოგგან არა. ასევე ეკრანის ზედა მხრიდან დაახლოებით 5-7 სანტიმეტრზე ზოლი არ აქ. მხოლოდ დაბლა გრძელდება. ანუ რაღაც წერტილში წინაღობას ხვდებაო თითქოს. დღეს დავშალე(ფილიფსის 2011 წლის ივლისის მოდელია, hdm-DVI-VGA პორტებით) და ეგეთი საზიზღარი კონსტრუქცია არ შემხვედრია არაფერი. წკაპებზეა და კარგახანი ვეჩალიჩე სანამ გაიხსნებოდა. დროსთან ერთად ერთი წკაპი მაინც მოვტეხე. ნუ რომელ შლეიფსაც ვფიქრობდი იმის ბრალი არ აღმოჩნდა ყოველშემთხვევაში. თვითონ ეკრანის გასწვრივ რომ შლეიფეწბი აქ იმას ვერც მივუდგებოდი რკინის კარკასში ზის და სულ უნდა დამეშალა მაშინ თან იმის ფონზე რომ შეიძლება უბრალოდ მატრიცას დაერხა და ტყუილად სხვა პრობლემებიც გამომეწვია. ხელოსანთან წაღება დავიკიდე. სოფელში ვაპირებ წავიღო. მკრთალი ზოლია ძაან და არ ჩანს 70% შემთხვევაში.

ახალი მონიტორი გამოვიწერე ბიუჯეტური 144ჰერციანი. AOC C24G1. ჯერ არ ჩამოსულა მაგრამ იმედი მაქ ძაან ცუდი არ იქნება. VA პანელზეა. დანარჩენი არაფერი ნავაროტკა არ აქ.  ბრაითნისიც დაბალი უწერია 250. 1მწ და რავი ეგეთი მაიმუნობები. დიზაინი მომწონს. სადგამი ფეხი გადირკულია და მაუსის და კლავიატური კაბელების სამაგრადაც შეიძლება გამოყენება :D ვნახავ რა.. ასეთია

AOC-C24GI-front.jpg

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

მადლობა ყველას. ბოდიში გვიან წავიკითხე თქვენი პასუხები. უბრალოდ მივხდი რო არაფერი ეშველებოდა და ჩავიქნიე ხელი. მაგ ზოლი გაშავდა ბოლო 4 თვეა და ნაკლებად მკვეთრად ჩანს იმდენად მიეჩვია თვალი რო თუ ძაან არ დავაკვირდი არც მახსოვს რო არი მარა მიანც არის Xd კიდეკაი შუაში არაა თორე იმწამსვე გამოვცვლიდი. მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ მე ამ დელის მონიტორით და ჯერ ჯერობით არ შევცვლი თუ შევცვალე უეჭველი მინიმუმ 27 ინჩიანში გავცვლი 2K res ით da 144hz ით ips - ზე უმჯობესია თუ კვლავ დელი იქნება მარა მაგ მონიტორისთვის ჯერ ახალი კომპიუტერის ყიდვა მომიწევს ამიტო დროებით გადავწყვიტე დავიტოლო ჩემი დელი Xd ფერები და სიმკვეთრე მომწონს ძალიან და 5 წელი ყოველდღე მუშაობისთვის კიდე ძაან კარგად გაძლო ბოლო 2 წელია კიდე 72 ჰერცზე მაქ დარაზგონებული და ამანაც შეილება რაღაცნაირად გააჩინა მაგ ზოლი დიდად არამოგნია მარა მაინც...

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.