Jump to content

Intel Austin Beach: ჩუმი ნეტტოპი Whiskey Lake-U პლატფორმაზე


Recommended Posts

კორპორაცია Intel ამზადებს Austin Beach სერიის მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებს, რომლებიც ქულერების გარეშე იქნება წარმოდგენილი. 

intel.jpg

ნეტტოპს საფუძვლად უდევს პლატფორმა Whiskey Lake-U. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელში გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-8665U. ეს ჩიპი შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად ინსტრუქციის რვა ნაკადის დამუშავება. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.9 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.8-ს. პროცესორის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 620. 

მოწყობილობა აღჭურვილია პასიური გაგრილების სისტემით. გაგრილებას უზრუნველყოფს ლითონის კორპუსზე ინტეგრირებული რადიატორი. 

LPDDR3 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს. დაშვებულია ორი M.2 2280 ტიპის დისკის დაყენება PCIe ან SATA ინტერფეისით. 

image.jpeg 

კომპუტერის გაბარიტები შეადგენს 254 × 152 × 36 მმ-ს. ხელმისაწვდომ ინტერფეისებს შორისაა პორტები - HDMI 2.0a, Gigabit Ethernet, USB 3.1 Gen 2 Type-A და USB 2.0 Type-A. 

Intel Austin Beach სერიის მოწყობილობების ბაზარზე გამოსვლის თარიღისა და საორიენტაციო ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

 

image.png

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.