Jump to content

SAPPHIRE-მ გამოუშვა ვიდეო ბარათი NITRO+ RX 5700 XT SPECIAL EDITION


Recommended Posts

image.jpeg

სექტემბერში Sapphire-მ წარადგინა დესდღეობით თავისი ყველაზე მძლავრი ვიდეო ბარათი - SAPPHIRE NITRO+ RX 5700 XT, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას 4K და 1440p გაფართოებებზე, ასევე ფლობს ფერადი RGB განათების მართვის კარგ შესაძლებლობებს. სპეციალურად ამ ვიდეო ბარათისთვის შეიქმნა SAPPHIRE ARGB ქულერების ნაკრები (ცალკე იყიდება), რათა მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება - კიდევ უფრო გაანათონ თავიანთი სისტემა. მას შემდეგ ბევრმა მომხმარებელმა გამოთქვა სურვილი ცალკე გაყიდვადი ქულერები კომპლექტში შესულიყო, კომპანია დათანხმდა და გამოუშვა SAPPHIRE NITRO+ RX 5700 XT SPECIAL EDITION: ვიდეო ბარათი შეიცავს SAPPHIRE ARGB ვენტილატორებს და აქვს დამატებითი ქარხნული აჩქარება. 

გრაფიკული პროცესორის აჩქარების მაჩვენებელი 2035 მეგაჰერცია. ვიდეო ბარათს აქვს პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობები NITRO Glow ARGB სისტემით. 
მოწყობილობა შეიცავს 2560 ნაკადურ პროცესორს, რომლებიც მუშაობს 2035 მჰც სიხშირეზე, ასევე აქვს 8 გბ მაღალსიჩქარიანი GDDR6 ვიდეომეხსიერება სიჩქარით - 14.4 გბიტ/წმ, აგრეთვე PCI Express 4.0 მხარდაჭერა. 
ARGB ქულერებისა და გაზრდილი წარმადობის პარალელურად სპეციალური გამოშვების ვიდეო ბარათს საბაზისო ვერსიისგან განსხვავებული რამდენიმე ფუნქცია აქვს, რაც მოიცავს BIOS-ის სამმაგ გადამრთველსა და გაგრილების სისტემა TRI-X SAPPHIRE-ს, რომელიც წარმოდგენილია თანამედროვე დიზაინის რადიატორითა და სამი უხმაურო ვენტილატორით. 
პროგრამული უზრუნველყოფა TriXX საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს RGB განათება, შემოწმდეს ქულერის გამართულობა და გამოიყენოს ახალი ფუნქცია TRIXX Boost. ეს ფუნქცია იძლევა გაფართოების 70-დან 100%-მდე მასშტაბირების საშუალებას.  შემდეგ გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია სიმკვეთრის მეშვეობით. 

https://overclockers.ru/blog/ddr77/show/32097/sapphire-vypustila-novuju-videokartu-nitro-rx-5700-xt-special-edition 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.