Jump to content

ASUS ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition: კარგად ცნობილი ვიდეო ბარათის თეთრი ვერსია


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა დაამზადა ვიდეო ბარათ GeForce RTX 2080 Ti-ს ახალი ვერსია, რომლის სახელწოდება გახლავთ ASUS ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition. ახალი ბარათი, როგორც სახელიდან ვხვდებით, გამოირჩევა ASUS-ისთვის უჩვეულო დიზაინით - ვიდეო ბარათი წარმოდგენილია მთლიანად თეთრ ფერში. 

image.jpeg 

კომპანია Galax-ისგან განსხვავებით, რომელიც ცნობილია თეთრი ვიდეო ბარათებით, ASUS-მა არ გამოიყენა თეთრი PCB დაფა და შემოიფარგლა მხოლოდ თეთრი კორპუსითა და გაგრილების სისტემის არჩოთი, თეთრი ქულერით, კვების სადენითა და უკანა გამაძიერებელი ფირფიტათი. კორპუსი აღჭურვილია RGB-განათებით, თავად ASUS მომხმარებლებს აძლევს რეკომენდაციას, რომ გამოიყენონ ლურჯი ფერის განათება. 

image.jpeg 

კონსტრუქციის მიხედვით ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition-ის გაგრილების სისტემა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ROG Strix GeForce RTX 2080 Ti-სგან: წარმოდგენილია ალუმინის ორი მასიური რადიატორი, სპილენძის ექვსი სითბური მილი და სამი ვენტილატორი. ცვლილებები არ შეეხო ასევე PCB დაფასა და კვების ქვესისტემას. 

image.jpeg 

ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition გამოირჩევა არა მხოლოდ არასტანდარტული გარეგნული დიზაინით. ASUS-ის ინჟინრებმა ახალი დაფა უზრუნველჰყვეს ქარხნული აჩქარებით, რომლის შედეგად Boost-სიხშირე 1545-დან 1770 მეგაჰერცამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამით ეს ბარათი ვერ გახდება ყველაზე მძლავრი GeForce RTX 2080 Ti, თუმცა მისთვის ლიდერებს შორის ადგილი გარანტირებულია. გაიზარდა ვიდეომეხსიერების სიხშირეც 1750-დან 1850 მეგაჰერცამდე. 

image.jpeg 

რესურს Cowcotland-ის ინფორმაციით ვიდეო ბარათი ASUS ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition უკვე ხელმისაწვდომია ევროპის მაღაზიებში 1600 ევროდ. შედარებისთვის, სტანდარტული ROG Strix GeForce RTX 2080 Ti-ს საშუალო ფასი 1480 ევროა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.