Jump to content

გარე ამაჩქარებელი Gigabyte Aorus RTX 2080 Ti Gaming Box 1500 აშშ დოლარად


Recommended Posts

ნოემბრის დასაწყისში კომპანია Gigabyte-მა წარადგინა გარე გრაფიკული ამაჩქარებელი Aorus RTX 2080 Ti Gaming Box, რომელიც აგებულია NVIDIA-ს ერთ-ერთი უმძლავრესი ვიდეო ბარათის ბაზაზე. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ამ მოწყობილობის ფასი, რომელიც განკუთვნილია თხელი ლეპტოპებისა და მინი-კომპიუტერებისთვის, შეადგენს 1500 აშშ დოლარს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ტიპური ვიდეო ბარათ GeForce RTX 2080 Ti-ს რეკომენდირებული ფასი 1200 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

კორპუსი წარმოდგენილია კვების ბლოკით, მტვრისგან დაცვის სისტემითა და ხმაურის დაბალი დონის მქონე წყლით გაგრილების სისტემით, რომელიც შედგება 240-მილიმეტრიანი რადიატორითა და ორი 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია სამი DisplayPort და ერთი HDMI, ასევე სამი USB 3.0 პორტი, ერთი VirtualLink - USB-C ვირტუალური რეალობის ჰედსეტის მიერთებისთვის და ქსელური კონექტორი RJ-45. 

ამ ბლოკის მეშვეობით ლეპტოპი მიიღებს არა მარტო დამატებით USB-კომუნიკაციებს, არამედ შეძლებს ინტერნეტს მიუერთდეს სადენით: შესაბამისი კონექტორი ხშირად არ არის ხელმისაწვდომი მობილურ კომპიუტერებში. ბლოკის წინა მხარეს მოცემულია RGB განათება. 

image.jpeg 

პოტენციური მყდველები არ უნდა ელოდონ, რომ Aorus RTX 2080 Ti Gaming Box შეძლებს იმავე დონის წარმადობის შემოთავაზებას, რაც მიღწევადი იქნებოდა ვიდეო ბარათის უშუალოდ დესკტოპ კომპიუტერში განთავსების შემხვევაში. გარე GPU-ის სახით ბარათის გამოყენება ნიშნავს მის მიერთებას Thunderbolt 3-ით, რაც გარკვეულ პირობებში გამოიწვევს წარმადობის შეზღუდვას. 

Gigabyte-ის ახალი მოწყობილობა არ იმშავებს Mac-კომპიუტერებთან. მიუხედავად იმისა, რომ დამატებულია eGPU-ს მხადაჭერა macOS High Sierra 10.13.4-ში, Apple-ს ოფიციალურად მხოლოდ AMD-ის ვიდეო ბარათების მხარდაჭერა აქვს.  

დღესდღეობით Gigabyte Aorus RTX 2080 Ti ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობაა. არსებობს ალტერნატიული არჩევანიც: მომხმარებელს შეუძია შეიძნოს კორპუსი Razer Core X 430 აშშ დოლარად და დააყენოს 2500 აშშ-დოლარიანი GeForce TITAN RTX, თუმცა ასეთ შემხვევაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება წყლით გაგრილების სისტემა და აჩქარების მაალი პოტენციალი. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.