Jump to content

ექსკლუზივი: „არაფერი დგას Bitcoin-ზე მაღლა: არც CBDC, არც Stablecoin-ები“, - აცხადებს Blockstream-ის გენერალური დირექტორი Adam Back


Recommended Posts

image.jpeg

Cointelegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში Blockstream-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისთვის Bitcoin-ზე მაღლა არაფერი დგას, არც Stablecoin-ები და არც ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული სხვა მონეტები. 

Adam Back-მა შექმნა hashcash proof of work სისტემა და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც Bitcoin-თან მუშაობა დაიწყო. გარდა ამისა, იგი ესწრებოდა მიმდინარე წელს G20-შეხვედრებს იაპონიაში, სადაც საუბრობდა ბლოკჩეინის გამოყენების დადებით მხარეებზე. 

Back თვლის - ბლოკჩეინი გახდება კიდევ ერთი ინიციატივა ღია ქსელისთვის და აცხადებს, რომ ფინანსურ დაწესებულებები მოგებას აღარ მიიღებენ, რადგანაც საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის საირო აარ იქნება საკამათო კრედიტების მქონე შუამავალი ბანკები. 

იაპონიის საფინანსო სერვისების სააგენტომ Back-ს ლეგენდარული „cypherpunk“ უწოდა, რადგანაც  მან სასარგებლო როლი შეასრულა დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის სამომავლო გამოყენების საკითხს. 

Back-ისთვის არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც „ფული ცენზურის გარეშე“ - ისეთი, როგორიც გახლავთ Bitcoin-ი. 

“ვფიქრობ, გარკვეულ შემხვევებში შესაძლოა სასარგებლო იყოს Stablecoin-ების ფლობა, თუმცა ისინი თავიანთი ბუნებით Bitcoin-ს არ შეესაბმება, რადგანაც დეპოზიტის რისკი გააჩნია. ხოლო თუკი არსებობს ცენტრალური ბანკი, რომელიც ისტებლიშმენტის ტრადიციულ ინტერესებს გარანტირებს, ამგვარი რამ შესაძლოა მომხმარებლებისთვის მიმზიდველი არ იყოს“. 

რაც შეეხება Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra-ს, Back-მა მიუთითა, რომ მას არაფერი ექნება საერთ კრიპტოვალუტასთან და წარმოადგენს კიდევ ერთ „საბანკო შემოთავაზებას თანამედროვე სახით“. 

„რეალურად, როგორც ჩანს, Libra არ იქნება დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, არამედ უფრო მეტად გვევლინება, როგორც ბიზნეს-კონსორციუმი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Venmo-ს, PayPal-სა და QQ Pay-ს სამომხმარებლო ინტერფეისით, რომელსაც ექნება კრიპტო საფულის სახე. ფინანსური თვალსაზრისით იგი იქნება ინტერნეტ-ბანკინგის სახით კიდევ ერთი შემოთავაზება უფრო თანამედროვე შესაძლებლობებით“. 

Back-ის აზრი CBDC-ზე Libra-ს მსგავსია, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ CBDC-ს წარმატების შანსი უფრო აქვს, ვიდრე Facebook-ის პროექტს. მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ Bitcoin-ი ფლობს სუვერენიტეტს, რაც მას აღმატებულს ხდის შემუშავების სტადიაში მყოფ პროექტებთან შედარებით. 

„ბოლოს და ბოლოს, კომპანიებს ფინანსური ინტერესები აქვთ - შემცირდეს მელვარება, რომელსაც მომხმარებლები განიცდიან რეგისტრაციისა და სარგებლობისას. ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ განვიარდება მოვლენები სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა მოვიჩნევთ, რომ დესდღეობით არსებულ Stablecoin-ებს არ აქვთ Bitcoin-ის თვისება - სუვერენულობა და ცენტრალური ხელისუფლება მომავალშიც იმოქმედებს მათზე“. 

Back-მა განაცხადა ისიც, რომ თუკი ბლოკჩეინ-აპლიკაციები არ იქნება შემოწმებას დაქვემდებარებული, ისევე როგორც Bitcoin-ი, ისინი აზრს დაკარგავს. მან აღნიშნა Lightning Network-ის უპირატესობასაც, რომელიც მოიცავს ტრანზაქციების უფრო სწრაფ დადასტურებას და ე.წ. Double Spend-ის ნაკლებ რისკს. 

  • Like 1
  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

დაიწყო ისევ დაბუსტვა და ეგრევე ვიყიდე 165$ რაც მქონდა ტეტერში მორჩენილი ბირჟაზე, ისე 7500$ უკვე კარგა ხანია აღარ ყოფილა ბოლო პერიოდში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.