Jump to content

საუკეთესო გეიმერული დედა დაფები AMD Ryzen-ისთვის, pcgamesn-ის ექსპერტებისგან


Recommended Posts

მცირე ხნის წინ გაგაცანით 2019 წლის საუკეთესო პროცესორების ჩამონათვალი ამავე რესურსის ექსპერტებისგან. როგორც გახსოვთ, მათ ერთხმად აღიარეს AMD-ს უპირატესობა. ამჯერად განვიხილოთ საუკეთესო გეიმერული დედა დაფები Ryzen პროცესორებისთვის. 

image.png 

საუკეთესო გეიმერული დედა დაფა: Asus ROG Strix X470-F Gaming. 

კომპანია ASUS-ს შესანიშნავი დედა დაფები აქვს Х570 ჩიპსეტზე, თუმცა ისინი მეტად ძვირია და მყიდველთა უმეტესობისთვის არ გახლავთ ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, მივუბრუნდეთ წინა თაობის ტოპ კლასის Х470 ჩიპსეტს. იგი ამ დრომდე აქტუალურია და საშუალებას იძლევა თქვენმა პროცესორმა მაქსიმალურ ტაქტის სიხშირეებს მიაღწიოს. ამასთან, ეს დედა დაფა საკმაოდ მისაღები ფასითაა წარმოდგენილი და გამოყენებისას სავსებით ამართლებს მასზე დახარჯულ თითოეულ დოლარს. 

image.png

უკომპრომისო ვარიანტი: MSI MEG X570 Ace Gaming.  

ექსპერტების აზრით დღეისათვის გაურკვეველია, ღირს თუ არა საერთოდ Х570 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფების ყიდვა: არსებობს ალბათობა, რომ შეიძება ინვესტიციამ არ გაამართლოს. საქმე ის გახლავთ, რომ Ryzen 500-ის სერიას ნამდვილად არ ექნება АМ4 სლოტის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი დედა დაფის მქონეებს მხოლოდ ერთი წელი აქვთ პოტენციალის სრულად აღმოენისთვის, ეს კი შესაძოა ცოტა იყოს. ასეა თუ ისე, თუკი თვლით, რომ უკომპრომისო დაფა გჭირდებათ, MSI MEG X570 Ace Gaming საუკეესო არევანია. მას ფუნქციების უზარმაზარი ნაკრები აქვს და შეუძლია ყველაზე ნელი პროცესორიც კი მაღალი წარმადობის მქონედ გარდაქმნას. 

image.png 

 

საუკეთესო ბიუჯეტური გეიმერული დედა დაფა: Gigabyte AB350-Gaming 3. 

მიუხედავად იმისა, რო 350-სერია უკვე საკმაოდ დიდი ხნისაა, მას ჯერ კიდევ შეუძლია უზრუნველყოს შესანიშნავი წარმადობა. მისი ფუნქციები საშუალებას იძლევა დაფამ ეფექტურად იმუშაოს უკანასკნელი სერიის Ryzen 3000-ის პროცესორებთანაც კი, რის შედეგად ეს დედა დაფა გვევლინება დღეისათვის უნივერსალურ დაფად, თანაც უნდა გავითვალისწინოთ მისი ხელმისაწვდომი ფასი. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.