Jump to content

ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ის ფასმა შესაძლოა 2020 წელს 5 ათას ხუთასი აშშ დოლარი შეადგინოს


Recommended Posts

image.png

Bitcoin-ს 5500-დოლარიანი ნიშნულით ვაჭრობის პერიოდში შესაძლოა თვეები დასჭირდეს აღდგენისთვის - აცხადებს ერთ-ერთი ცნობილი ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი. 

მან განაცხადა, რომ მისი აზრით შემდეგი სამიზნე 5500 დოლარი იქნება. ბაზარზე ნეგატიური გავლენაა, რის შედეგადაც დაფიქსირდა მინიმუმი 6 850 აშშ დოლარი (სტატიის წერის მომენტში).  

ბრანდტის აზრით, დათვური ბაზარი შესაძლოა წარმოუდგენლად გრძელვადიანი იყოს და იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე საერთო კონსენსუსით არის ნავარაუდევი. 

„ჩემ მიერ პროგნოზირებული სამიზნე დღევანდელ მინიმუმზე დაბალია. ვფიქრობ, მთავარი მოულოდნელობა ბაზრის ხასიათის ხანგრძლივობაში იქნება. ჩემი აზრით, 5500-დოლარიანი მინიმუმი 2020 წლის ივლისშია მოსალოდნელი და ვთვლი, რომ ეს ფაქტორი უფრო მეტად დაასუსტებს და გამოფიტავს ხარებს, ვიდრე ფასების კორექცია“. 

ამ მომენტისთვის block reward halving-ის მოვლენამ შესაძლებელია ხარული მოძრაობის წახალისება გამოიწვიოს. გასულ კვირაში კიდევ ერთი ტრეიდერი Tone Vays მიიჩნევდა, რომ მისი გავლენა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება დადასტურებული. 

Tone Vays-მა აგრეთვე განაცხადა, რომ შეიძლება Bitcoin იმაზე უფრო ქვემოთაც ჩამოვიდეს, ვიდრე ბრანდტი ამბობს -  ვეისის ვარაუდს - დაახლოებით 4500 აშშ დოლარს იზიარებს სტატისტი Willy Woo-ც. 

კვირის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 15 %-ით შემცირდა. Woo-ს აზრით, ასეთი ტენდენცია დამახასიათებელი იქნება ბაზრისთვის სამომავლოდაც. - „მე გაცილებით დიდ არასტაბილურობას ველი. მოკლევადიანი დათვური ბაზარი - ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობ“ 

ივლისში, როდესაც BTC/USD 9500 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა მაქსიმალური 13800 დოლარიანი მაჩვენებლის შემდეგ, ბრანდტმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტა ამ მაქსიმუმის 80 %-ს დაკარგავდა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

რაღა დარჩა უკვე 6600$ კურსი, ეხლა ვფიქრობ დღეს ნაისჰაშზე USDT ამატებენ და მაგაზე ხომ არ გადავახურდავო დროებით ბიტკოინი და მერე ისევ ვიყიდო მთლათ რომ დაეცემა ფასი, ეგრე მალე შეიძლება აღარ გაიზარდოს, თუმცა რას გაიგებ წინა დროპის შემდეგ 7400$-მდე ძალიან მალე ავარდა 10500$, ისევ ეგრე რომ მოხდეს ძალიან ბევრს დაკარგავ თუ ვერ მოასწარი დახურდავება, შემდეგი ორი წლის მანძილზე სასინელი ვირტუალური პროგნოზია მაგხელა დროპის შემდეგ 10000$-ან ფაქტიურათ უკვე 6500$ https://longforecast.com/bitcoin-price-predictions-2017-2018-2019-btc-to-usd 2600$ მინიმუმი დაჟე 2021-ის, ეგ შეიძლება არ დაემთხვეს, მაგრამ მაინც საკმაოთ ცუდი ტრენდია ამ ეტაპზე, მაგრამ ერთი დიდი ბუსტი და ისევ ყველაფერი შეიცვლება როგორც ეგ ამ წლის გაზაფხულზე მოხდა, ხო ისე 2023-ის როცა კურსი 13000$ ავიდა ლამის 100000$ იყო 2023-ის და 30000$ 2022 მანდვე, ანუ ეხლანდელ ფასზეა აგებული ეგ ვირტუალური პროგნოზიც და დროის ფაქტორს ითვალისწინებენ, მაგრამ კრიტპოვალუტა არანაირ მატ ანალიზს არ ექვემდებარება, როგორც აწყობთ ისე წევენ და აკლებენ კრუპნი ვეილსები, მილიარდების შეტანით და გამოტანით, შემდეგი წლის მაისისთვის ბიტკოინის ჰალკვინგი იქნება და ეხლანდელი 6500$ იგივე იქნება ბიტკოინის მაინინგისვის იმ დროისთვის რაც 3500$, ანუ 10000$ კი უფრო დაბალ მოგებას მოიტანს ვიდრე ეხლა 6500$

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.