Jump to content

პროგრამა DARPA MBA დაეხმარება აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს - შექმნან „იდეალური ჯარისკაცი“


Recommended Posts

მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა DARPA-ს პროგრამა „ბიოლოგიური უნარების გაზომვა“ (MBA - Measuring Biological Aptitude), მასზე მუშაობით დაკავებულია სამი მთავარი კვლევითი ჯგუფი, ესენია: კომპანია General Electric-ის სამეცნიერო-კვლევითი ქვეგანყოფილება GE Research, ადამიანური და მანქანური შეცნობის ფლორიდის უნივერსიტეტი (Institute for Human Machine Cognition) და ლოურენსის სახელობის ლივერმორის კვლევითი ლაბორატორია.  

პროგრამა MBA-ს მიზანია უზრუნველყოს სამხედრო პირები - ჰქონდეთ წვდომა მათი ორგანიზმის პოტენციური შესაძლებლობის შესახებ მონაცემებზე, რათა მიაღწიონ უმაღლეს მაჩვენებლებს როგორც საომარი მოქმედებების დრო, ასევე რეაბილიტაციის პირობებში. 

image.jpeg 

GE Research-ის კვლევითი ქვეგანყოფილება შექმნის ბიოლოგიურ სენსორებს, რომელთაც ნემსის ფორმა ექნება და განკუთვნილი იქნება მებრძოლების ბიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევისთვის. პროექტის მეორე მონაწილე - ფლორიდის უნივერსიტეტი (Institute for Human Machine Cognition) მუშაობს კბილის ბჟენისმაგვარი ბიოლოგიური სენსორის შექმნაზე. ლივერმორის ლაბორატორიის კვლევითი გუნდი კი კვლევის შედეგებს ერთ სამუშაო პროექტად შეაჯამებს.  ამასთან, სამივე მათგანი იმუშავებს სამხედრო პირების სატესტო გუნდებთან, რათა ექსპერიმენტები პრაქტიკაში შემოწმდეს. 

MBA-ს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს თითოეული მებრძოლის გენეტიკური პოტენციალის აღმოჩენა და მიეცეს მას შესაძლებლობა - შეიტყოს, რა ხდება მის ორგანიზმში მოლეკულურ დონეზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანის გენოტიპი ყოველთვის ფენოტიპში არ გამოვლინდება. გენის დონეზე პროგრამა შესაძლოა უკეთესი იყოს იმასთან შედარებით, თუ რა გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას მიაღწია ადამიანმა კონკრეტულ ასაკში. ამიტომ პროგრამა MBA ითვალისწინებს  არა მხოლოდ ბიოლოგიური მარკერების გამოვლენას და შესაბამისი სენსორების შექმნას, არამედ მებრძოლების ინდივიდუალური გენომის გაშიფვრას და გენების ექსპრესიის პროცესის შესწავლას დროის განსაღვრულ მონაკვეთში. 

თითოეული გამოსაცდელი მებრძოლისთვის განკუთვნილი იქნება პირადი კონსულტანტ-გენეტიკოსი, მწვრთნელი და ფსიქოთერაპევტი. ყველანაირი ფიზიკური და კოგნიტური გამოცდების პარალელურად დაგეგმილია მონაცემების შეგროვბა და დამუშავება, რათა სამომავლოდ შესაძებელი გახდეს გამოსაყენებლად მარტივი პლატფორმის შექმნა, რომელსაც გამოიყენებენ ანალიზის გაკეთებისა და შესაბამისი საჭიროებების მიხედვით. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.