Jump to content

კომპაქტური სუპერკომპიუტერი ScaleMatrix AI Anywhere, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება იქნას გამოყენებული


Recommended Posts

არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სუპერკომპიუტერები ჯერ კიდევ უზარმაზარი მოწყობილობები იყო და მთელ დარბაზს იკავებდა. ამგვარი მონსტრების აწყობა წლობით მიმდინარეობდა, მათი ექსპლუატაციაში შეყვანა კი არც ისე ადვილი იყო და საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა. 

დღესდღეობით კი ანალოგიური სუპერკომპიუტერული სისტემა არც ისე დიდ ადგილს იკავებს და შესაძლებელია მათი სწრაფად გამართვა პრაქტიკულად ყველგან - ამტკიცებს კომპანია ScaleMatrix. 

image.jpeg 

კონფერენცია SC19-თან ერთად გამართულ გამოფენაზე ScaleMatrix-მა წარადგინა კომპაქტური მოდულური პლატფორმა სახელად AI Anywhere, რომლის წარმადობის მაჩვენებელი 8-13 პეტაფლოპია და ამავე დროს საკმაოდ მოკრძალებულია გაბარიტების მხრივ. სისტემას საფუძვლად უდევს S სერიის DDC Cabinet ტექნოლოგია და ინტეგრირებული ჰიბრიდული წყალი-ჰაერით გაგრილების სისტემა. 

image.jpeg 

სუპერკომპიუტერის ზომაა 288 x 61 × 201 სმ, მასში გაერთიანებულია 45 სტანდარტული ბლოკი და შიდა კომპონენტების მომარაგება შეუძლია 17-52 კვტ ელექტროენრგიით, კომპლექტაციის მიხედვი. თუკი კომპანიას დავუჯერებთ, AI Anywhere-ის ამოქმედებისთვის საკმარისია შენობა სახურავია და სამფაზიანი კვების დანადგარით. 

image.jpeg 

სუპერკომიუტერული სისტემების საფუძველს წარმოადგენს გამომთვლელი სერვერები NVIDIA DGX-1 (40960 ბირთვი Volta, 1 პფლოპსი) ან DGX-2 (81920 ბირთვი Volta, 2 პფლოპსი), ორივე მათგანის შემთხვევაში გამოყენებულია ამაჩქარებლები Tesla V100 სწრაფი NVLink 2.0 bus-ით. ასეთი სერვერები AI Anywhere-ში რამდენიმეა, მათ შორის კონტაქტისთვის კი განკუთვნილია 100GbE კლასის გადამცემი Mellanox, მონაცემთა შენახვისთვის კი - ფლეშ-მეხსიერებაზე დაფუძნებული სისტემა NetApp A800. 

image.jpeg 

დამატებით სისტემაში აგრეთვე მოცემულია სერვერი Microway TwinPro 2U, კომპლექტაციაში  შედის 52-კილოვატიანი ქულერი. 

image.jpeg 

DDC R-Mobile: 24U, კიდევ უფრო კომპაქტური სისტემა, AI Anywhere. მოიცავს ოთხ NVIDIA DGX-1 სერვერს. 

ScaleMatrix წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფია და პარამეტრების სრული სპექტრით. 

image.jpeg 

DDC R-1000: კლასტერი ყუთში“. ამ მოდელში გამოყენებულია სერვერები HPE Apollo KL20  - Intel Xeon Phi (Knights Landing)-ის ბაზაზე. 

სისტემებს სამწლიანი პოფესიონალური მომსახურების გარანტია აქვს. ScaleMatrix ამტკიცებს, რომ სისტემა AI Anywhere სხვა კომპანიების ყველა ანალოგიური სიმძლავრის მოდელებზე იაფია. საბაზისო პლატფორმის ფასი შეადგენს 1,626 მლნ აშშ დოლარს, AI Anywhere-ის ყველაზე მძავრი ვარიანტის ფასი არ აღემატება 3.5 მლნ აშშ დოლარს. 

წინა თაობის სუპერკომპიუტერებთან შედარებით ს ფასი მართლაც შედარებით მცირეა, მიუხედავად მისი კომპაქტურობისა და გამომთვლელი შესაძლებლობებისა 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.