Jump to content

NVIDIA ამზადებს Super-სერიის მობილურ ვიდეო ბარათებს


Recommended Posts

კომპანია NVIDIA აპირებს განაახლოს თავისი მობილური ვიდეო ბარათების ასორტიმენტი 2020 წლის მარტში. ახალი ვიდეო ბარათები დაფუძნებული იქნება რსებულ Super-სერიის მობილურ გრაფიკულ ამაჩქარებლებზე. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში NVIDIA-მ გამოუშვა GeForce RTX 20 Super-სერიის დესკტოპ ვიდეო ბარათები. ეს გახლდათ ერთგვარი საპასუხო სვლა AMD Radeon RX 5700-სერიის საკმაოდ მაღალი წარმადობის მქონე ვიდეო ბართებზე, რომლებიც გვევლინებოდა GeForce RTX 2060-სა და RTX 2070-ის კონკურენტად. NVIDIA-ს მობილური ვიდეო ბარათების უფროს ვერსიებს ჯერჯერობით სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს, ასე რომ, უახლოეს პერიოდში მათი განახლება საჭირო არ არის. თუმცა მომდევნო წელს, როგორც ცნობილია, AMD აპირებს გამოუშვას მობილური Radeon RX 5700M მაღალ სეგმენტში კონკურენციის გაწევის მიზნით. გარდა ამისა, AMD-მ უკვე დააანონსა საშუალო დონის მობილური გეიმინგ ვიდეო ბარათები  - Radeon RX 5500M და RX 5300M. ეს ყველაფერი კი ნამდვილად წააქეზებს NVIDIA-ს  - გამოუშვას Super-სერიის მობილური ვერსიები. 

ისევე, როგორც Super-სერიის დესკტოპ ვიდეო ბარათების შემთხვევაში, სამომავლო მობილური  ბარათებიც წარმოდგენილი იქნება ბევრი CUDA ბირთვის მქონე გრაფიკული პროცესორებითა და მაღალი სიხშირეებით. ცვლილებები შეეხება ვიდეო მეხსიერებას: ზოგიერთ ბარათში უბრალოდ გაიზრდება მისი სიხშირე, ზოგში - მოცულობა, უმცროს მოდელებში კი მოხდება GDDR5 სტანდარტიდან გადასვლა უფრო სწრაფ GDDR6 ტიპზე. 

image.jpeg 

ინფორმაციის წყარომ გაგვიზიარა გამოსახულება, რომელზეც აღბეჭდილია N18E და N18P კოდური დასახელებების მქონე სერიის ვიდეო ბარათების წინასწარი მახასიათებლების ამსახველი ცხრილი. მახასიათებლების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი სამი ვიდეო ბარათი შეესაბამება მობილურ GeForce RTX 2080 Super-ს, RTX 2070 Super-სა და RTX 2060 Super-ს. ბოლო მოდელი ყველაზე მეტი ცვლილებით იქნება წარმოდგენილი „ჩვეულებრივ“ მოდელთან შედარებით - TDP-ს დონე 90-დან 115 ვატამდე გაიზრდება, ვიდეომეხსიერება კი 6-დან 8 გბაიტამდე. 

რაც შეეხება ორ დანარჩენ ვიდეო ბარათს, მათგან უფრო მეტი წარმადობის მქონე მოდელი N18E-G62 -  ეს გახლავთ, სავარაუდოდ, NVIDIA GeForce RTX 1650 Super. თავის მხრივ N18E-G61 დიდი ალბათობით იქნება ახალი მოდელი, რომელიც ჩაანაცვლებს GeForce GTX 1050 (Ti)-ს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.