Jump to content

კომპანია ViewSonic-მა წარადგინა რამდენიმე ახალი გეიმინგ მონიტორი


Recommended Posts

კომპანია ViewSonic-მა დააანონსა ოთხი ახალი გეიმინგ მონიტორი სახელწოდებებით - XG270QG, XG270, XG2405 და XG2705, აგრეთვე გაახმაურა გეგმები მათთვის განკუთვნილი თავისი საფირმო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესახებ. 

image.jpeg

მოდელი XG270QG 

XG270QG და XG270 მოდელები მიეკუთვნება ELITE XG27 სერიას და აქვთ 27-დუიმიანი დისპლეი. XG2405 და XG2705 მოდელები კი შედიან XG05 სერიაში, XG2405 მონიტორი 24-დუიმიანია, XG2705 კი - 27-იანი. 

ELITE XG270QG -  ეს გახლავთ 27-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი მატრიცის გაფართოებით 2560x1440 (QHD), დამზადებულია IPS Nano Color ტექნოლოგიით, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი და აქვს 98%-იანი DCI-P3 ფერა გამა. მონიტორს აქვს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, კონექტორი ყურსასმენისთვის, მაუსისთვის, ასევე ფონური განათება ELITE RGB. 

ELITE XG270 -  ეს არის 27-დუიმიანი მონიტორი IPS-მატრიცით, 1920x1080 (FullHD) გაფართოებით, კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. აქვს 99%-იანი sRGB ფერთა გამა, AMD Radeon Free Sync ტექნოლოგიისა და NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიების მხარდაჭერა. 

მონიტორები XG2405 და XG2705 ერთმანეთისგან მხოლოდ დისპლეის დიაგონალის ზომით განსხვავდება - როგოც ზევით აღვნიშნეთ, მათი ზომა 24 და 27 დუიმია. გაფართოებები იდენტურია - 1920x1080 (FullHD). მატრიცები დამზადებულია IPS-ტექნოლოგიით, კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD Radeon Free Sync. კომპანია აცხადებს, რომ მონიტორებს მეტად თხელი ჩარჩოები აქვთ, რაც გათვლილია მრავალმონიტორიან კონფიგურაციებში გამოყენებაზე. ეს ფაქტი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალიწინებით, რომ კომპანია აპირებს ამ მონიტორებს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი დააადოს. 

წარმოდგენილი ყველა მონიტორი გაყიდვაში გამოვა 2020 წლის დასაწყისში, მათი ფასები მოგვიანებით გამოცხადდება. 

ViewSonic-მა აგრეთვე დააანონსა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ELITE სერიის მონიტორების მართვას უფრო მოსახერხებელს ხდის. ეს არის ეკრანული OSD მენიუ, რომელიც მატრიცის მართვის პარალელურად მოიცავს RGB განათების მუშაობას, შესაძლებელი იქნება მისი მაუსით და არა მონიტორზე არსებული ფიზიკური ღილაკებით მართვა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.