Jump to content

მარსის კვლევითი მისიების მსურველთა რიცხვს ჩინეთი უერთდება


Recommended Posts

ილონ მასკს, ჯეფ ბეზოსსა და NASA-ს მიზანს ჩინეთი ოფიციალურად შეუერთდა. არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოთქმული მარსზე გამგზავრების სურვილი გამოწვეული იყოს მთვარეზე ბაზის აგებით. მთვარე, სპეციალისტების აზრით, თავისებური ტრამპლინი შეიძება გახდეს შორეული კოსმოსური ფრენებისთვის. უფრო მეტიც, დედამიწის თანამგზავრის ათვისება ჩინეთის, როგორც კოსმოსური ზესახელმწიფოს სტატუსს გაამყარებს. 

image.png 

ჩინეთი ემზადება მთვარის პილოტირებული მისიებისთვის, რომელთა ფარგლებში მოიაზრება სამეცნიერო ფორპოსტის შექმნაც. ამის შესახებ იტყობინება წამყვანი ეროვნული კოსმოსური სააგენტო China Aerospace Science and Technology Corp. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთისთვის მთვარის მისიების საბოლოო მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მარსისკენ მიმართულ სამეცნიერო-ტექნიკურ ფრენებს. ჩინეთის მომდევნო ნაბიჯი იქნება მთვარის პილოტირებული კვლევა. ქვეყანა აპირებს შექმნას ბაზა სამეცნიერო კვლევებისთვის, გააფართოოს ადამიანების სამოქმედო-საცხოვრებელი არეალი და მიიღოს გამოცდილება და ცოდნა სამომავლო შორეული კოსმოსური მისიებისთვის.  

ეს გახლავთ ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი სახალხოდ აცხადებს წითელ პლანეტასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ. კორპორაცია ამბობს, რომ კაცობრიობისთვის მეტად მნშვნელოვანია მიაღწიოს მარსს, ზოგიერთი ჩინელი მეცნიერის აზრით შესაძლებელია მარსისკენ პილოტირებული ფრენა 2050 წელს განხორციელდეს. მკვლევარების აზრით, მარსზე ასტრონავტების გაგზავნა ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს წითელ პლანეტაზე სიცოცხლის საძიებლად. ჩვენს მზის სისტემაში დედამიწას ყველაზე მეტად სწორედ მარსი ჰგავს, ამიტომ იქ სიცოცხლის არსებობის გამოკვლევის შედეგად უკეთ იქნება გარკვეული ჩვენი მშობლიური პლანეტის წარმოშობა-ევოლუციის საკითხები. 

image.jpeg 

მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მილიარდობით წლის წინ მარსი ძალიან ჰგავდა დედამიწას გარემო პირობებით. არ არის გამორიცხული, რომ კვლევებმა აჩვენოს დედამიწის სავარაუდო მომავალიც. ამიტომ აუცილებელია წითელ პლანეტაზე გაიგზავნოს ასტრონავტები და შეიქმნას ავანპოსტები პლანეტაშორისი მსხვილმასშტაბიანი იმიგრაციის შესაძლებლობის გამოსარკვევად, თუკი ამის საჭიროება გახდება, მაგალითად, თუკი დედამიწას ასტეროიდის დაცემა, კლიმატის სახიფათო ცვლილება ან რამე სხვა გლობალური კატასტროფა დაემუქრება.  

შეძებენ ადამიანები მარსზე ცხოვრებას? 

მარსზე ვერ ვისუნთქებთ და ეს არ გახლავთ ერთადერთი პრობლემა, რომელსაც მომავალი კოლონისტები შეხვდებიან. მეცნიერებმა და ინჟინრებმა უამრავი სირთულე უნდა გადალახონ პილოტირებული მისიის განხორციელებისთვის. პირველი  - მარსი დედამიწისგან შორსაა, ყველაზე ახლო დაშორება 55 მლნ კილომეტრია. ეს ნიშნავს იმას, რომ მისკენ და უკან ფრენას 500 დღეზე მეტი დასჭირდება. მეორე - დედამიწა-მარსის ტრაექტორიით პილოტირებული რაკეტის გაშვებისას აუცილებელია, რომ რაკეტა მეტად მაღალი სიჩქარის იყოს. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს კოსმოსური რადიაციაც: დამტკიცებულია, რომ კოსმოსში დიდხანს ყოფნისას, თუნდაც ანაბიოზის მდგომარეობაში, ასტრონავტები დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. 

image.jpeg 

სხვა ყურადსაღები და გასათვალისწინებელი ფაქტორებია კავშირის დარღვევის რისკი, ენერგიის წყაროს შესაძლო გაუმართაობა და ასტრონავტების ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც გამოწვეული იქნება კოსმოსსა და სხვა პლანეტაზე ხანგრძლივი ყოფნით. ძვლოვანი და კუნთოვანი მასის დაკარგვა, რადიაცია და ფსიქიკური მდგომარეობა საფრხის ქვეშ აყენებს ჯამში მთელ მისიას. მეცნიერებს მოუწევთ იმუშაონ სიცოცხლის უზრუნველყოფის საიმედო, ბიორეგენერაციულ სისტემაზე. დღესდღეობით უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამად კაცობრიობის ხელთ არსებული ტექნოლოგიები არასაკმარისია მარსის მისიებისთვის. თუმა სჯობს დაველოდოთ NASA-სა და SpaceX-ის ერთობლივი მუშაობის შედეგებს. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ მთელი მსოფლიოს მეცნიერები გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის და არა ცალკეული სახელმწიფოების ან ორგანიზაციების ინტერესებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.