Jump to content

მოსაზრება: ერთ წელში TRON ლიდერობას წაართმევს Ethereum-ს


Recommended Posts

დამოუკიდებელმა დეველოპერმა და კრიპტო-კონსულტანტმა Udi Wertheimer-მა განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში TRON უკან ჩამოიტოვებს Ethereum-ს, როგორც ლიდერ პლატფორმას დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. ამ განცხადების გამო Wertheimer ტროლინგში დაადანაშაულეს. 

„TRON აპირებს Ethereum-ს წინ გაუსწროს დაახლოებით ერთ წელში და ეს არ არის ხუმრობა. DeFi-ს წარმომადგენლები ჯერ ვერ აცნობიერებენ ამას, მაგრამ ისინი TRON-ის დამფუძნებლისთვის იმშავებენ მაშინ, როდესაც იგი ConsenSys-ს შეიძენს“ - განაცხადა Udi Wertheimer-მა. 

Wertheimer-მა საკუთარი აზრი გამოთქვა მას შემდეგ, რაც TRON-ის დამფუძნებელმა ჯასტინ სანმა გაახმაურა პლატფორმის თანამშრომლობის გეგმები Bitcoin-ბირჟა Poloniex-თან. ანტრეპრენერმა ასევე დაადასტურა ბირჟაზე წილის ყიდვის ფაქტიც. 

image.png 

Wertheimer-ის აზრით TRON აღემატება Ethereum-ს განვითარების, ტრანზაქციების სისწრაფისა და ცენზურის მდგრადობის მხრივ, ასევე ბიზნესის თვალსაზრისით. 

კომენტატორებმა იგი არა მარტო ტროლინგში დაადანაშაულეს, არამედ შეახსენეს TRON-ის პროექტისა და თავად ჯასტინ სანის არც ისე ცალსახა რეპუტაციის შესახებ.  

Udi Wertheimer ერთადერთი არ გახლავთ, ვინც თვლის, რომ TRON-საც და EOS-საც შეუძლია წაართვას ბაზარზე წილი Ethereum-ს. ზოგი კი Ethereum-ს სულა „ტექნოლოგიურ ჩიხს“ უწოდებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.