Jump to content

Samsung-მა წარადგინა სასაჩუქრე ნაკრები შობის დღესასწაულსა და Galaxy-სერიის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით


Recommended Posts

სადღესასწაულო სეზონი ახლოვდება, ამიტომ Samsung-მა გადაწყვიტა გაახაროს მომხმარებლები საიუბილეო სასაჩუქრე ნაკრებით. რა თქმა უნდა, საჩუქრები ფასიანია. 

„ბოლო ათწლეულშ Samsung-მა Galaxy-ს სერიაში შეიმუშავა სიახლეები დიზანსა და ტექნოლოგიებში. ჩვენ გამოვუშვით პროდუქტები, რომლებიც ცვლიან თამაშის წესებს და შევქმენით სრულიად ახალი კატეგორიის მოწყობილობები. ამის წყალობით დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ კავშირს ტელეფონთან, პორტატულ ელექტრონიკასთან, პლანშეტებსა და სხვა მრავალ მოწყობილობასთან. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მოწყობილობას იყენებთ, Samsung საშუალებას გაძლევთ მუდამ კავშირში დარჩეთ ხალხთან და მოწყობილობებთან, რაც უმნიშვნელოვანესია“ - განაცხადა კომპანიამ. 

image.jpeg 

Galaxy-სერიაში ტექნოლოგიური მიღწევების მწვერვალად კომპანია მიიჩნევს Galaxy Note 10 და Galaxy Note 10+ სმარტფონებს. იგი გვახსენებს, რომ Wireless Power Share-ის წყალობით შესაძლებელია დაიტენოს ყურსასმენები Galaxy Buds და სმარტფონთან თავსებადი სხვა ელექტრონიკა. Link to Windows-ის წყალობით მარტივად ხდება კომპიუტერთან ჩართვა პირდპირ პანელიდან. ფუნქცია Samsung Health კი საშუალებას იძლევა მიიღოთ ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

იმისთვის, რომ სრულფასოვნად შეიგრძნოთ Samsung-ის მოწყობილობების უპირატესობა, კომპანიამ წარადგინა კომპლექტი Galaxy Anniversary. მასში შედის ფლაგმანური სმარტფონი Galaxy Note 10+, სმარტ საათი Galaxy Watch Active2 და უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds. აგრეთვე შედის ორი დამატებითი სამაჯური საათისთვის და სილიკონის ქეისი სმარტფონისთვის. 

კომპლექტი მიმდინარე თვიდან გაიყიდება, ფასი ჯერჯერობით არ დასახელებულა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.