Magdalena Posted November 18, 2019 Share Posted November 18, 2019 კომპანია Sony-ს ახალი გეიმინგ კონსოლის შესახებ უამრავი საინტერესო დეტალისა და ტექნიკური შესაძლებლობის წარმოდგენა ხდება პერიოდულად. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა კომპანიამ შესაძლოა PlayStation 5 აღჭურვოს სპეციალური კარტრიჯით, რომელიც საშუალებას იძლევა გაფართოვდეს მეხსიერების სანახი სივრცის მოცულობა SSD ფორმატის SATA-დისკის დაყენების ხარჯზე. ეს ფაქტი პოზიტიურად უნდა აისახოს კონსოლის საბაზისო კომპლექტაციის ფასზე. ერთ-ერთმა რითეილერმა საზოგადოებას გაუზიარა თავისი ხედვა, თუ როგორი იქნება ახალი გეიმინგ კონსოლი და ჯოისტიკი DualShock 5. როგორც ავტორი აცხადებს, იგი პირველ რიგში დაეყრდნო სამომავლო მოწყობილობის დიზაინის თავისებურ ხედვას, თუმცა იხელმძღვანელა კონსოლის შესახებ გაჟონილი ცნობებით, რომლებიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად ვრცელდებოდა. სამომავლო კონსოლის საინტერესო მახასიათებლებიდან შეიძლება გამოიყოს კონტროლერ DualShock 5-ის უსადენო დატენვის შესაძლებლობა, აგრეთვე დისპლეის ზედა ნაწილის LED-განათება. ეს ზედა ნაწილი შესაძლოა ეკრანის დამატებით სენსორად მოგვევლინოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონცეპტის გამავრცელებელი რითეილერი ევროპაში ელექტრონიკის უმსხვილესი გამყიდველია. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიაში და ფლობს ათასზე მეტ ინტერნეტ-მაღაზიას ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ხსენებულ რითეილერს შესაძლოა დახურულ ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31656/koncept-playstation-5-i-kontrollera-dualshock-5-pokazali-na-video 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გუგაეონ Posted November 21, 2019 Share Posted November 21, 2019 ძაან მაგარია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.